რევაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს ანგარიში წარუდგინა
დღეს ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“- ის დირექტორმა , რევაზ შერგელაშვილმა საკრებულოს ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში საკრებულოს დადებითად შეაფასა.
შეგიძლიათ გაეცნოთ ანგარიშის სრულ ვერსიას.
ხარაგაულის ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ ემსახურება მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მოსწავლე ახალგაზრდობის სხვადასხვა სპორტულ სექციებში გაერთიანებას და არჩეული სპორტის სახეობაში შეძენილი სპორტული მომზადების, ცოდნისა და უნარ - ჩვევების რეალიზებას,ასევე,ადგილობრივი შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
საანგარიშო პერიოდის მდგომარეობით „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში“ გაერთიანებულია 1 4 სპორტულ მიმართულება, ესენია : ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი ,ძიუ - დო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ - რომაული ჭიდაობა, კარატე ტაიკვანდო, სპორტული კარატე , მძლეოსნობა, მკლავჭიდი , რაგბი, კინგ -ბოქსინგი, ჭადრაკი.
სულ ფუნქციონირებს 29 ჯგუფი . ჯგუფები გახსნილია- დაბაში, ბორითში , ხევში , კიცხში , ბორში , ვერტყვიჭალაში , ნადაბურში , ღორეშაში , ვახანში და მოლითში .
2023 წლის მდგომარეობით სპორტულ ცენტრში დასაქმებული იყო
71 თანამშრომელი , მათ შორის 42 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 29 მწვრთნელი. დღეის მდგომარეობით (2024 წელი) დასაქმებულია,მუშაობს -70 თანამშრომელი . ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში ,როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე, საზღვარგარეთ.
ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 590 000 ლარს.
საკუთარი შემოსავალი 2023 წლისათვის შეადგენდა 10 070 ლარს, აღნიშნული თანხა მიღებულია ტრენაჟორების, დარბაზის, მოედნის გაქირავების და ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან“.
ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე დაგეგმილი იყო 500 200 ლარი, ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 494 974 ლარი.
სამივლინებო თანხებში დაგეგმილი იყო 6 000 ლარი, ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა - 5503 ლარი (მათ შორის,ტრანსპორტირების ხარჯი, დღიური ნორმა და სასტუმროს ხარჯი).
ოფისის ხარჯში დაგეგმილი იყო - 16 900 ლარი, ფაქტიურად გახარჯულია
14 201 ლარი, აქედან: საკანცელარიო ნივთებისათვის - 393 ლარი. კატრიჯების შეძენა დატუმბვისათვის 530 ლარი. ოფისისათვის სანიტარულ ხარჯებში გახარჯულია 456 ლარი.
შენობა - ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიის მიმდინარე რემონტის ხარჯში - 1 503 ლარი.
კავშირგაბმულობის ხარჯში დაგეგმილი 2 600 ლარიდან დახარჯულია - 2 566 ლარი.
საფოსტო მომსახურეობაში დაგეგმილი 50 ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა - 18 ლარი.
კომუნალურის ხარჯის გეგმა განისაზღვრა 11 050 ლარით, ხოლო ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 8 735 ლარი, მათ შორის:
ელექტრო ენერგიის ხარჯის გეგმა განისაზღვრა 6 290 ლარით, ხოლო ფაქტიური შესრულება 5 729 ლარს შეადგენს. წყლის ხარჯი დაგეგმილი 1400 ლარიდან გახარჯულია 1276 ლარი.
ბუნებრივი და თხევადი აირის ხარჯი გეგმით 3000 ლარიდან გახარჯულია 1730 ლარი.
კვების ხარჯში დაგეგმილი 2 400 ლარიდან დახარჯულია 2 229 ლარი, აღნიშნული თანხა მთლიანად მოხმარდა „ახლგაზრდული ბანაკის“ მომსახურეობას.
სამედიცინო ხარჯი გეგმით 400 ლარიდან, დახარჯულია 400 ლარი(პირველადი დახმარების მედიკამენტები).
რბილი ინვენტარის უნი ფორმის შეძენისა და პირადი ჰიგიენასთან დაკავშირებულ დაგეგმილ 10 710 ლარიდან, დახარჯულია 10 631 ლარი. ტრანსპორტის დაქირავების ხარჯში 7000 ლარიდან დახარჯულია 6140 ლარი.
(ტრანსპორტით მომსახურეობაზე დადებულია შესაბამისი ხელშეკრულებები).
საწვავის საპოხი მასალის (ბენზინი) ხარჯში დაგეგმილი 700 ლარიდან დახარჯულია 365 ლარი.
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების -დაგეგმილი 9 090 ლარიდან, დახარჯულია 7 922 ლარი.
სოციალური დახმარების გეგმით 11 300 ლარიდან დახარჯულია 10 690 ლარი (ბიულეტენი,დეკრეტი).
სხვა ხარჯები (ერთჯერადი ფულადი ჯილდო და სპორტულ ღონისძიებებში ბავშვების მონაწილეობის ხარჯი , სპორტსმენების კვება , ტრანსპორტირება, საწევრო) - 23 100 ლარიდან დახარჯულია 22 940 ლარი, აქედან გასაცემი ფულად ჯილდოსთვის დახარჯულია 5 100 ლარი, სხვა მიმდინარე ხარჯებში დახარჯულია 17 840 ლარი.
2023 წელში საკუთარი შემოსავლიდან მიღებულია 10 070 ლარი.
სულ 2023 წლისათვის საკუთარ შემოსავლებში გასახარჯი თანხა განისაზღვრა 12 474 ლარით, აქედან 2023 წელში გაიხარჯა 7 178 ლარი.
7178 ლარის ხარჯვა განისაზღვრა შემდეგნაირად:
კატრიჯების შეძენა დატუმბვის ხარჯი - 100 ლარი საოფისე ინვენტარის შეძენა დამონტაჟებისათვის 681 ლარი. ოფისის სანიტარული ხარჯებისათვის - 22 ლარი.
სამედიცინო ხარჯი - 385 ლარი ( სპორტსმენებისათვის გამაყუჩებელი სპრეი)
რბილი ინვენტარის უნი ფორმის შეძენისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულ ხარჯში - 4 190 ლარი.
აუდიტის მომსახურეობის -250 ლარი სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურეობაზე 400 ლარი (თასები და მედლები) სხვადასხვა ხარჯებში დახარჯულია 450 ლარი (ბავშვების მივლინება) არაფინანსური აქტივების ზრდა - 700 ლარი (კომპიუტერის პროცესორი)
ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს 2024 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის გეგმა შეადგენს 334 750 ლარს, შესაბამისი პერიოდის შესრულება შეადგენს 208 638 ლარს.
2024 წლის 1 იავრიდან 2024 წლის 1 მაისამდე ათვისებული თანხებია: შრომის ანაზღაურება - 187 281 ლარი. სამივლინებო ხარჯები - 2 745 ლარი. საკანცელარიო ხარჯი - 334 ლარი კატრიჯების დატუმბვის - 100 ლარი კავშირგაბმულობის ხარჯი - 788 ლარი ელექტრო ენერგიის ხარჯი -2 794 ლარი წყლის ხარჯი - 810 ლარი ბუნებრივი და თხევადი აირის ხარჯი - 1459 ლარი ტრანსპორტის მომსახურეობის ხარჯი - 1242 ლარი
სხვა დანარჩენი საქონელსა და მომსახურეობაზე გაწეული ხარჯი - 36 ლარი ერთჯერადად გასაცემი ფულადი ჯილდო- 3 600 ლარი. სხვა მიმდინარე ხარჯები - 7449 ლარი.
2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მაისამდე საკუთარმა შემოსავალმა შეადგინა 40 ლარი. აუდიტის მომსახურეობაზე დახარჯულია 250 ლარი.
2023 -2024 წლის ღონისძიებები:
2023 წლის 7 – 10 იანვარს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში დიდებს შორის, სადაც ზაურ ბერაძემ და ევსემ შველიძემ დაიკავეს მეორე ადგილი.
2023 წლის 11 – 12 -13 იანვარს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, მონაწილეობა მიიღო ჩვენი ცენტრის მოჭიდავემ.
2023 წლის 25 იანვარს გორში ჩატარდა იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის ტურნირი მკლავჭიდში, მონაწილეობა მიიღო ხუთმა მოსწავლემ.
2023 წლის 9 თებერვალს ჩავატარეთ მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა შორის (ვაჟები, გოგონები).
3 -5 თებერვალს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა აკაკი ნუცუბიძის ხსოვნის ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა მოსწავლემ.
2023 წლის 11 -12 თებერვალს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ცენტრის მოჭიდავემ ნინო ჭყოიძემ და დაიკავა მესამე ადგილი.ნინო ჭყოიძეს ა(ა)იპ “სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს წესდების საფუძველზე გადაეცა ფულადი ჯილდო ა(ა)იპ-ის ბიუჯეტიდან.
2023 წლის 12 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კუნგ-ფუ-სანდაში, სადაც მონაწილეობა მიიღო სამმა მოსწავლემ.
2023 წლის 27 -29 მარტს ოზურგეთში ჩატარდა საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ოთხმა მოსწავლემ.
2023 წლის 17 მარტს ხარაგაულში ჩავატარეთ მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მკლავჭიდში მოსწავლეთა შორის (ვაჟები).
2023 წლის 24 მარტს ხარაგაულში ჩავატარეთ მუნიციპალიტეტის პირველობა ვაჟებს შორის ,კალათბურთში.
2023 წლის 31 მარტს ხარაგაულში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ტარიელ შავიძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ნაკრებმა გუნდებმა. 2023 4 -5 აპრილს თეთრიწყაროში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო ოთხმა მოსწავლემ.
2023 წლის აპრილიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება ჯემალ ხერხაძის სახელობის თასის გათამაშება 2013 წელს დაბადებულ მოსწავლეთა შორის ფეხბურთში. ფესტივალში მონაწილეობას იღებს ხარაგულის ფეხბურთელთა გუნდი. ფეხბურთელებმა ოთხი გასვლითი და ხუთი ადგილობრივი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ნაკრებ გუნდებთან.
2023 წლის 8 აპრილს ხარაგაულში ჩატარდა გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ ქუთაისის, საჩხერის, ჭიათურის, ვერტვიჭალისა და დაბა ხარაგაულის ნაკრები გუნდები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა გოჩა ბუაჩიძის სახელობის თასით.
2023 წლის 13 აპრილს ხარაგაულში ჩატარდა გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში, სადაც გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.
2023 წლის 18 -19 აპრილს ქალაქ თბილისში ჩატარდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის მეცხრე საკლუბო შეჯიბრი ძიუდოში,სადაც მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
2023 წლის 20 -22 აპრილს ხაშურში ჩატარდა საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ერთმა მოჭიდავემ.
1-3 მაისს სტეფაწმინდაში ჩატარდა საქართველოს პირველობა
ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის, სადაც მონაწილეობდა ერთმა მოსწავლე.
2023 წლის 2 მაისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა 2 მაისობასთან დაკავშირებით მიძღვნილი ტურნირი მკლავჭიდში,სადაც მონაწილეობა წარმატებით იასპარეზა ოთხმა მოსწავლემ.
2023 წლის 2 მაისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ძიუდოში, სადა მონაწილეობა მიიღო შვიდმა ძიუდოისტმა წარმატებულად.
2023 წლის 6-7 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო ნიკა ჩხიკვაძემ და მოიპოვა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური. ნიკა ჩხიკვაძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსდა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯები სრულად.
2023 წლის 18 მაისს სოფელ ბორითში ჩატარდა ლაშა კურტანიძის და მახარე ბარბაქაძის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, სადა მონაწილეობა მიიღეს სოხუმის დინამომ, ქუთაისის -მართვემ, დუშეთის -ჟინვალის,დაბა ხარაგაულისა და ბორითის ფეხბურთელთა გუნდებმა.
2023 წლის 19 -21 მაისს კასპში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღო 14 მოსწავლემ. ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა მარიამ ქვემოთიანმა და გიორგი მუმლაძემ, მეორე ადგილი თამთა პავლაძემ, ხოლო მესამე ადილი დაიკავეს რეზი ფერაძემ და მიხეილ დვალმა.
2023 წლის 20 -21 მაისს ბორჯომში ჩატარდა ბორჯომის მერიის თასის
შეჯიბრი ძიუდოში, სადაც მონაწილეობდა შვიდი მოსწავლე.
2023 წლის 24 მაისს ზესტაფონში ჩატარდა რესპუბლიკურ ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობდა 3 მოსწავლე.
2023 წლის 27 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა თბილისის ჩემპიონატი კარატეში. მონაწილეობდა ოთხი მოსწავლე.
2023 წლის 27 -28 მაისს კასპში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კინგბოქსინგში, სადაც იასპარეზა ორმა მოსწავლემ.
2023 წლის 11 ივნისს ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კინგბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა, აქედან ერთმა გიორგი იოსებაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო სამმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილები.
2023 წლის 12 ივნისს ქალაქ ზესტაფონში ჩატარდა ზაზა ედიბერიძის ხსოვნის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც პირველი პირველი ადგილი დაიკავა თამაზ მიქიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ტარიელ ჭიჭინაძემ.
2023 წლის 20-22 ივნისს ქალაქ ბორჯომში ტარდება რევაზ ლაშხის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა და დაიკავეს საპრიზო ადგილები.
წლის 24 ივნისს ხარაგაულში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის ანზორ მაღრაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა.კერძოდ, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ბაღდათის, ჩოხატაურის, ქუთაისის და ხაშურის სპორტსმენებმა.
2023 წლის 7 ივლისს სოფელ უბისაში ახალაშენებულ მოედანზე, ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩატარდა „უბისის თასის“ გათამაშება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, მინი ფეხბურთში.
2023 წლის 15-17 ივლისს ქალაქ.ქუთაისში ჩატარდა გიორგი ლევიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა ტარიელ ჭიჭინაძემ.
2023 წლის 2 აგვისტოს ხარაგაულის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა გამოჩენილი ფეხბურთელისა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება ადმინასტრაციულ ერთეულებს შორის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ:დაბა ხარაგაული, პატარა ხარაგაული, ლაშე-ჩხერი, ღორეშა, ვანი, ხიდარი, ისლარი, ქროლის ოსტატი, ვახანი, უბისა და ალავერდის გუნდი.
2023 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა ვანო ბანცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში უბნებს შორის.
2023 წლის აგვისტოში ქალაქ ალმატიში ჩატარდა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულელმა სპორტსმენებმა ნიკოლზ ჩხიკვაძემ და ნიკა ტაგანაშვილმა, აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობის თანხა სრულად დააფინანსა ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურზმი ცენტრმა“.
ჩვენი მხარდაჭერით, 2023 წლის 4 სექტემბერს ხარაგაულში ჩატარდა თენგიზ ჭიპაშვილისა და ელისო ჭიპაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი იორღების საცხენოსნო დოღში.
2023 წლის 27 აგვისტოს ჩვენი მხარდაჭერით სოფელ ვახანში ჩატარდა მერაბ არევაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში და ტრადიციული დოღი.
2023 წლის 6 სექტემბერს ჩვენი დახმარებით სოფელ ხიდრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზაზა გლუნჩაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი დოღში, ასევე აფხაზეთის ომში დაღუპული არსენ ბერაძის ხსოვნის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
2023 წლის 18-19 ოქტომბერს ქალაქ ხაშურში ჩატარდა ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა თამაზ მიქიაშვილმა, მეორე ადგილი- ტარიელ ჭიჭინაძემ.
2023 წლის 10 ნოემბერს ხარაგაულში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მკლავჭიდში ვაჟ მოსწავლეთა შორის, სადცა მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიუტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
2023 წლის 19 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს თასის პირველობა კინგბოქსინგში, სადაც ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი, ორმა მეორე ადგილი, ერთმა მესამე ადგილი.
2023 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბორის საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა.
2023 წლის 26-27 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა თეიმურაზ აფხაზავას საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა თამაზ მიქიაშვილმა.
2023 წლის 27-28 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კალთბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გუნდმა.
2023 წლის 1-2 დეკემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა აჭარის ღია პირველობა მკლავჭიდში, სადაც მარჯვენა და მარცხენა ხელში პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ჩხიკვაძემ.
2023 წლის 1-3 დეკემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, სადაც მესამე ადგილი დაიკავა გიორგი თაბუკაშვილმა.
2023 წლის 13 დეკემბერს „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს დარბაზში ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა სპორტსმენებმა.
2023 წლის 15-16 –17 დეკემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა მარიამ ქვემოთიანმა, მეორე ადგილი ომარ ცისკაძემ და ლუკა არჩვაძემ, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ნინო პაპავამ.
2023 წლის 15-16-17 დეკემბერს თერჯოლაში ჩატარდა ღია ტურნირი ძიუდოში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა ლუკა კურტანიძემ, მეორე ადგილზე გავიდა ცოტნე ხარატიშვილი ,მესამე ადგილი კიდაიკავა ანდრია კურტანიძემ.
წლის 15-16-17 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კინგბოქსინგი, სადაც მეორე ადგილი დაიკავა გიორგი ასათიანმა.
2023 წელს ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სა და შ.პ.ს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ტარდება საწვრთნელო ვარჯიშები.
წლის 12-13 იანვარს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა კალათბურთში გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ცენტრის კალათბურთელთა გუნდმა.
2024 წლის 26-27 იანვარს ქალაქ თბილისში ჩატარდა სალიცენზიო შეჯიბრი სარეიტინგო ტურნირებისთვის , სადაც ჩვენმა მოსწავლემ თორნიკე ხაჩიძემ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.
2024 წლის 23 თებერვალს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
2024 წლის 8-10 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდა თბილისის ღია პირველობა მკლავჭიდში, სადაც მარჯვენა მკლავში მესამე ადგილი დაიკავა გიორგი წარიაშვილმა, მარჯვენა და მარცხენა ხელში - ნიკოლოზ ჩხიკვაძემ.
2024 წლის 16 მარტს ქალაქ ჩოხატაურში გაიმართა საქართველოს ასაკობრივი ფესტივალი რაგბში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა რაგბისტებმა.
2024 წლის 28 მარტს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩავატარეთ გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის.
2024 წლის 31 მარტს ქალაქ თერჯოლაში ჩატარდა ვიტალი გაბიანისა და თამაზ სოფრომაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მძიმე წონაში თორნიკე თაბუკაშვილმა დაიკავა მეორე ადგილი.
2024 წლის 6-7 აპრილს ქალაქ თბილისში ვერის საკალთბურთო დარბაზში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი გოგონა კალთბურთელთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის გოგონათა გუნდმა.
2024 წლის 13 აპრილს გაიმართა გოჩა ბუაჩიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
2024 წლის 10-12 აპრილს ქალაქ ხაშურში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა ვახო ნიქაბაძემ და გახდა ვიცე-ჩემპიონი.
2024 წლის 11-14 აპრილა ქალაქ ქუთაისში ჩატარდა იმერეთის ღია პირველობა ტაეკვონდოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის სპორსტსმენებმა და წარმატებით იასპარეზეს.
2024 წლის 17 აპრილს ქალაქ საჩხერეში ჩატარდა ნიკოლოზ ცქიტიშვილის სახელობის ტურნირი კალთბურთში ვაჟთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა კალთბურთელებმა და დაიკავეს მეორე ადგილი.
2024 წლის 24 აპრილს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მკლავჭიდში მოსწავლეთა შორის, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე ბორჯომისა და ზესტაფონის სპორტსმენებმა.
2024 წლის 26 აპრილს სოფელ ბორითში ჩატარდა ლაშა კურტანიძის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის, ბორითის და ხევის ფეხბურთლთა გუნდებმა. ტურნირში გამარჯვება მოიპოვა ბორითის გუნდმა.
2024 წლის 10-12 მაისს ქალაქ თბილისში ზურაბ იარაჯულის სახელობის მემორიალური ტურნირი ტაეკვონდოში, სადაც ექვსმა მოსწავლემ დაიკავა საპრიზო ადგილები.
2023 წლის მაისის თვეში საგაზაფხულო ფესტივლის ფარგლებში ჩავატარეთ ტურ - თამაშები მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ (17 სკოლა) პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, მონაწილეებს სიგელები.
წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ტურიზმის ცენტრმა.
ივნისის თვეში ჩვენი ცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაშქრობა ხერგილზე- მაისუროვზე ორი დღით. 2023 წლის აგვისტოში სოფელ მარელისში მოეწყო ახალგაზრდული ბანაკი სამ ნაკადად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 115 მოსწავლემ.
წლის მარტის თვეში ჩატარდა ფოტოკონკურსი „ჩვენი გაზაფხული ხარაგაულში“, სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე და გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ჩვენს ორგანიზაციას უფლებამოსილების განხორციელებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს მუნიციპალიტეტის მერისგან,მერიისგან და საკრებულოსგან. ჩვენ ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და სამსახურებთან. სპორტული მიმართულებით გვაქვს სათანადო შედეგები, შიდა ტურიზმის კუთხით კი გასაძლიერებელია მუშაობა. ტურიზმის მიმართულებით მერიისგან საკრებულოს თანხმობით დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი,რომლის მიზანია შიდა ტურიზმის განვითარებისათვის მეტად ეფექტური საქმიანობის მიღწევა.
პატივისცემით, ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს
დირექტორი: რევაზ შერგელაშვილი
სრულად