საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/lsdjlfgsjfjsdflsdf98s4dg69sdfosdfjoksldfsdfsdf.jpg
19/04/2021 15:29

ბიუროზე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშზე იმსჯელეს

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ხარაგაულში , რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები და მომავალში რ ომელი პროექტების  დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, აღნიშნული საკითხების ირგვლივ იმსჯელეს დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კერძოდ, განათლების, კულტურის და ახალგზარდულ საქმეთა  კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ საღანძილის ადმინისტარციულ ერთეულში, სოფელ ზარანში,  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რაც  მშენებელმა კომპანიამ უნდა გამოასწოროს. როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა,  სამშენებლო კომპანიას ზარანში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები 2019 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც 70 ათასი  ლარით დაჯარიმდა. სხდომაზე ინგა მაღრაძემ, ლეღვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და დიდვაკეში მრავლასართულიანი ბინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები დასვა. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, დიდვაკის ბინების რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო რაც შეეხება ლეღვნის ხიდს-კერძო საკუთრებაა და ამიტომ სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი თანხები სხვა პროექტებზე გადანაწილდა: „ვიცით, რომ ლეღვნის ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება, ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა. მოვახდინეთ სათანადო უწყებების ინფორმირება, მათ შორის-მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის, რომელიც აქტიურობს პროექტის დაფინანსების საკითხზე.“ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევის ხვრელის უბანში ცენტრალური გზა დაზიანებულია და აუცილებელია რეაბილიტაცია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ პატარა ხარაგაულში მრავალსართულიანი ბინის ეზოს მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა. სხდომაზე ასევე განხილული იყო საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ წარადგინა. მაია ალავიძის განცხადებით საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 432 კვმ. მიწის ნაკვეთი( ღირებულება-1900 ლარი) და მერიის ბალანსზე არსებული ავტობუსი(2100 ლარი). ასევე ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში შეფასებულ ავტომანქანებზე-მერსედესის მარკის ავტომობილი-4800 ლარის ნაცვლად განისაზღვრა-2800 ლარით. ხოლო მიცუბიშის მარკის ავტომობილი-7000 ლარის ნაცვლად 5200 ლარით. ბიუროზე, დღის წესრიგით წარდგენილ საკითხებზე ,  შესაბამისი დარგის კომისიები იმუშავებენ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_54.jpg
16/04/2021 16:22

ბიუროს სხდომა გაიმართება

19 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს სხდომა  გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის   ინფრასტრუქტურისა   და        კეთილმოწყობის   სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხსენებელი : პეტრე   შარიქაძე           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: მაია ალავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ომხსენებელი:   მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jgjsjfkldgsjlkfdg0834utojfslof8w34u0fjowiskvld_2.JPG
15/04/2021 22:11

პაატა კვიჟინაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ხარაგაულმა გუნდური მუშაობის ფორმატში მიიღო

დღეს ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი  პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა.   დეპუტატმა ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან,  მანანა ბარბაქაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. ხარაგაულის დეპუტატმა ჩვენთან საუბრისას იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ერთობლივი, გუნდური მუშაობის ფორმატში ხარაგაულმა მიიღო. პაატა კვიჟინაძე: ,, დღეს მქონდა შეხვედრა მერთან,  ბატონ კობა ლურსმანაშვილთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ მანანა ბარბაქაძესთან, ჩვენ  ერთად განვიხილეთ ხარაგაულისთვის მნიშვნელოვანი საკითხები  . როგორც იცით, ერთობლივი მუშაობით ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ლარი მივიღეთ, რაც  ხარაგაულში წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული ზარალის შედეგად დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ასევე 600 ათასამდე ლარი მოვიპოვეთ დამატებით 5 პროექტზე. მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის ორი მაღალმთიანი სოფლის გედსამანიის და ზვარის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.“ პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა , რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა და იმ რესურსების შეფასებაც გახლდათ, რაც მაჟორიტარ დეპუტატს  , მერს და საკრებულოს ერთობლივი ძალებით საერთო საქმის გასაკეთებლად და მოსახლეობის გვერდით დგომისთვის  გააჩნიათ. დღესვე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა. ,,დღეს მოქალაქეებს შევხვდი. მათ სხვადასხვა საკითხები აინტერესებთ, ძირითადი საჭიროებები  დასაქმება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა , და სოფელში არსებული  პრობლემების, კერძოდ გზისა და გაზის საკითხის  მოგვარებაა. ამ თემებზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ.“ ჩვენს კითხვაზე აქვს თუ არა დეპუტატს  კონკრეტული დღე მოქალაქეების მიღებისთვის დაწესებული , ბატონმა პაატამ გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ხშირად ჩამოვიდეს თავის სამაჟორიტარო ოლქში, მიღების ოფიციალური დღეები დადგენილი არ აქვს.  პაატა კვიჟინაძე: ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში სამი მუნციპალიტეტია, თვეში ერთხელ ყოველთვის ვცდილობ , რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდეს.  საკმაოდ დატვირთული  გრაფიკის მიუხედავად, ჩემი სურვილია, მუდმივად კონტაქტზე ვიყო ჩემს ამომრჩეველთან. ჩემი სამუშაო რეჟიმი  თვეში ორი კვირის მანძილზე სესიებს, ორი კვირა - კომიტეტებთან  და მუნიციპალიტეტებთან  შეხვედრებს მოიცავს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე,  მოქალაქეებთან შეხვედრის დღეზე ბიუროსთან ერთად, ეტაპობრივად ვიგეგმებით. ყველას ვისაც სურს დეპუტატთან  შეხვედრა  შეუძლია ჩაეწეროს ბიუროში, მას ჩემი თანამშრომლები  დაურეკავენ და შეხვედრის დროსა და თარიღზე შეუთანხმდებიან.“        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/172674190_508091033701163_7833945523206112201_n_1.jpg
15/04/2021 11:13

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება

  დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  რეაბილიტაცია  იგეგმება მერიამ  აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,  დაგეგმილია სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია და ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა. აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.  ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. მოსახლეობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებას  უკვე წლებია ითხოვს.  გამარჯვებული  კომპანია  28   აპრილს   გამოვლინდება,  რომელიც  ვალდებულია,  სამუშაოები  ხელშეკრულების  გაფორმებიდან 35 კალენდარული დღეში  შეასრულოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/19113787_1920342308211951_7194103540783727209_n_1.jpg
13/04/2021 12:58

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 650 000 ლარი გამოეყო

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტების  განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან   დასახლებებში მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სწორად ამიტომ მაქსიმუმი კეთდება  იმისათვის,  რომ   მოსახლეობა სოფლად  დამაგრდეს. ხაზგასმით  შეიძლება  აღინიშნოს,  რომ   საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატის,  პაატა  კვიჟინაძის,   დიდი  ძალისხმევითა  და  აქტიური  მუშაობით,     მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს  650 000   ლარი    გამოეყო.  მოგახსენებთ, რომ პაატა კვიჟინაძე საქართველოს  პარლამენტში  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და  ამავდროულად,  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს  წევრია.  მისასალმებელია, რომ  მაჟორიტარი  დეპუტატი  მაქსიმალურად  ჩართულია  ხარაგაულისათვის  პრობლემური   საკითხების მოგვარებაში   და ამ  მიზნით, კოორდინირებულად  მუშაობს  სამინისტროებთან და  სხვადასხვა ფონდებთან. მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით  გედსამანიისა  და   ზვარის  გზების  რეაბილიტაცია  განხორციელდება,  სადაც ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა,  ყოველივე  კი  ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.  როგორც  ხარაგაულის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი განმარტავს, ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  ტექნიკური  საკითხების  მოგვარება  და  ზემოაღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  უახლოეს  დღეებში  გამოცხადდება. ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით,  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს    მუნიციპალიტეტში   ინფრასტრუქტურული  პროექტების  მოსაწესრიგებლად,  ათ    მილიონ  ლარამდე     დაიხარჯება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasf465af46af465af465af465f_1.JPG
13/04/2021 12:50

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  უხვი ნალექის  შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება. სამუშაოების  განხორციელების  მიზნით, გამოცხადებული  ტენდერი  დასრულდა. როგორც   დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,    თანხები  ძირითადად  გზებისა და  ხიდების რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი სამუშაოებისა  და გაბიონების მოსაწყობად დაიხარჯება.  პროექტის  ფარგლებში,  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  ტერიტორიაზე   გზის   ნაპირდამცავი  კედელი აშენდება. სოფელ  ლეღვანში,  კიბაბოურის  უბანში,   მოეწყობა   ახალი  სახიდე   გადასასვლელი.  გარდა  ამისა,   ცენტრალურ  გზაზე     გაკეთდება  გაბიონები; ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში       დაზიანებული  ხიდები   და  მილხიდები   აღდგება, კერძოდ,  ალედი  ბარბაქაძის  უბანში მოეწყობა  სანიაღვრე  არხი და   კურტანიძეების  უბანში-მილხიდი;  მაქათუბანში  ბეტონის  გზაზე  ღელის  წყლისაგან  დაზიანებული  ბეტონის  მონაკვეთი  გაკეთდება, ასევე მაღაზიასთან -მილხიდი;  მილხიდის  მოწყობა  იგეგმება   კვესრევშიც,  ამავე  სოფელში,   სავანის  უბანში,   გაკეთდება   ორი  ხიდბოგირი; აქვე  მოგახსენებთ, რომ შემსრულებელი  კომპანია  ვალდებულია    სამუშაოები,  ხელშეკრულების  გაფორმებიდან  არაუგვიანეს  ოთხ  თვეში,  დაასრულოს.   როგორც  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი  განმარტავს,  ეს  არის  პირველი  ეტაპი  და,   სტიქიური მოვლენების  სალიკვიდაციო  ღონისძიებების  განხორციელების მიზნით დამატებითი  თანხების მობილიზებაზე,   მუნიციპალიტეტი    კვლავ  აქტიურად  მუშაობს. კობა ლურსმანაშვილი: ,,წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული   ზარალი  მუნიციპალიტეტში,   დაახლოებით,   5  მლნ  ლარამდეა.  ამ  ეტაპზე  კი ხარაგაულს,  საქართველოს  მთავრობის  განკარგულებით,       1 200 000  ლარი  გამოეყო,  რომელიც  ძირითადად    დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.    დამატებით თანხების  მობილიზებაზე   კვლავ  აქტიურად   ვმუშაობთ   შესაბამის  სამინისტროებთან  და  ყოველივე     დამოკიდებული  იქნება  იმაზე,    თუ  როგორ  მოხდება  გამოყოფილი  თანხების  ათვისება.  თუმცა  გეტყვით,  რომ უყურადღებოდ  არ  დარჩება  არც ერთი  ადმინისტრაციული  ერთეული  და   სამუშაოები  ეტაპობრივად  ყველგან  განხორციელდება. ამჟამად,  რაც  სწრაფ  რეაგირებას  საჭიროებდა,  გახლდათ დაბაში,  ბაზრის მიმდებარედ, ნაპირდამცავი  კედლის  აშენება.  გარდა  ამისა, სოფლებში  გზებისა  და  ხიდების  კუთხით  იყო   რიგი  პრობლემები, რაც   მოსახლეობის  გადაადგილებას  საფრთხეს  უქმნიდა.   სამწუხაროდ,  სტიქია  მუნიციპალიტეტში  ხშირია.  ახლაც  ვიმყოფებით   წერტილოვანი  პრობლემის  წინაშე. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, დაზიანდა   ბაზალეთი-ხარაგაულის დამაკავშირებელი  გზის    გარკვეული  მონაკვეთი.   აღნიშნულთან  დაკავშირებით, გვაქვს კოორდინაცია   ინფრასტრუქტურის  სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილეებთან.  უკვე  ადგილზე  იმყოფებოდა   სამუშაო ჯგუფი და  მოახდინა ტექნიკური დათვალირება. ხაზგასმით  შემიძლია აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი და   წარმომადგენლობითი ორგანოები აქტიურად  მუშაობენ ნებისმიერი  პრობლემატური  საკითხის  აღმოსაფხვრელად  და,  რაც  მთავარია,  სწრაფი  რეაგირებები  ხდება.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მაქსიმალურად  გვერდით  გვიდგას  მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი პაატა კვიჟინაძე  და იმერეთის  სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.   ვფიქრობ,  გუნდური   მუშაობის  პრინციპი  დადებითად  აისახება  საქმეზე  და  ის  საკითხები,   რომლებიც  მოსახლეობის  ინტერესებიდან  გამომდინარეობს,   მაქსიმალურად უმოკლეს  ვადებში  გადაიჭრება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdshdhdh4235565as5d4.jpg
13/04/2021 12:23

ოთხ ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ– მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებები განიხილა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი . იხილეთ
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/aisjdasjdasdj4884fs6ad5f4a65f4a6s5f.jpg
13/04/2021 12:20

ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით სიახლეების მოლოდინშია

ხარაგაულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი  და მოადგილე კობა გაბუნია იმყოფებოდნენ. სტუმრები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეებს და საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული გამოწვევების და სიახლეების განხილვა მოხდა. მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს ის დიდი მხარდაჭერა , რომელსაც მუნიციპალიტეტი მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მხარის რწმუნებულიდან იღებს. ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და სასიხარულოა, რომ სამომავლო სიახლეებიც იგეგმება“ - აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdad654sdffe3easfd.jpg
13/04/2021 12:15

მერის პირველი მოადგილე სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს

მერიის სამსახურების ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი  სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. დღეს მერის პირველმა მოადგილემ საკურატორო  - საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებთან  თათბირი გამართა. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა სამსახურების საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.   ,,შეიძლება არსებობდეს კითხვები, იდეები ან ისეთი საკითხები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის  თითოეული თანამშრომლის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია.“ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, სამსახურებმა დაკისრებული მოვალეობები ჯეროვნად უნდა შეასრულონ: „დროულად უნდა ვრეაგირებდეთ მერის დავალებებზე, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს მოსახლეობის, ხელმძღვანელისა და საქმის მიმართ.“ შეხვედრის დასასრულს ვარლამ ჭიპაშვილმა ისაუბრა  სახელმწიფო აუდიტისა დასკვნასთან  და შიდა აუდიტის   დასკვნებთან დაკავშირებით: „საბიუჯეტო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ  აუდიტის რეკომენდაციებზე, რათა მომავალ საქმიანობაში, სამართლებრივი  შეუსაბამობები თავიდან იქნეს აცილებული“- განმარტა მერის პირველმა მოადგილემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/aslkfalsfalskfjaslfkjaslfkjaslkfj654%2B6.jpg
13/04/2021 12:11

ხარაგაულის მერიაში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა იწყება. პროექტი მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განვითარებას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ , რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის პრაქტიკასა და გამოცდილებას საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში გააზიარებს.  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსმა თამთა ორჯონიკიძემ , მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს  და თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს პროექტის მიზნები,ამოცანები და დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები გააცნო. აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში  პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.კერძოდ,ელექტრონული სისტემის შესწავლა და რეალურ რეჟიმში გაშვება.სწავლება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან  ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს ითვალისწინებს. სწავლებას ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსი თამთა ორჯონიკიძე განახორციელებს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს , გაზრდის  მოქალაქეების ჩართულობას საჯარო პოლიტიკის და სერვისების დანერგვის პროცესში, მათ საშუალებას მისცემს  თავად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოლიტიკის შემუშავებაში, რაც ჩვენ საქმიანობას და საზოგადოებასთან ურთიერთობას უფრო მოქნილს გახდის.” თამთა ორჯონიკიძე:  ,,ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.” პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით იწყება.    
სრულად