სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
20/03/2019 15:57

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი სამი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ; მომხსენებელი: თემურ თაბუკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი; ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე აღნიშნული საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 20 მარტის სხდომაზე განიხილა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghxfbxcb.jpg
20/03/2019 11:08

ხარაგაულის უხუცეს ქალბატონს 102 წლის იუბილე მიულოცეს

ხარაგაულის უხუცეს ბებოს, შუშანა გელაშვილს 19 მარტს 102 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამს ახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მიულოცეს. უხუცესი ქალბატონი სოფელ წაქვაში ცხოვრობს. მას 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 8 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ხოლო ერთადერთი შვილი სამი წლის წინ გარდაეცვალა, რომელსაც ყოველთვის დიდი გულისტიკივილით იხსენებს. ხარაგაულის უხუცესი ბებო, მეხუთე თაობის შთამომავლებში თავს კარგად გრძნობს და იუბილეს მათთან ერთად ბედნიერი ხვდება. ხარაგაულის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს. იუბილარ ქალბატონს აღნიშნული თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjmcbvnc_1.jpg
18/03/2019 16:51

ვერტყვიჭალაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში, გზა მობეტონდება

დაიწყო გზის მშენებლობა სოფელ ვერტყვილაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთს, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 151 068 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდერი-2018“ ასრულებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gbjkvnh.jpg
18/03/2019 16:46

ბუდიანეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან და  ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილითან ერთად, სოფელ ბუდიანეთში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბუდიანეთში ბეტონის საფარი 900 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbncbv.jpg
18/03/2019 16:30

ხარაგაულის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო, ხარაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.  აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს, 15 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან კლინიკა ევექსის რეგიონალურმა წარმოამადგენელმა, თამარ ჩინჩალაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ.  თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, 26 მარტს, ევექსის კლინიკაში მიიწვევენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული ოჯახის ექიმებს, სადაც საინფორმციო ხასიათის შეხვედრასთან ერთად ექიმები ევექსის ქსელის სერვისებს გაეცნობიან და უშუალოდ ნახავენ გარემოს, თუ სად უწევთ მათ მიერ გამოგზავნილ პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება. ექიმების ვიზიტთნ დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს დაფარავს ევექსის ქსელი. რაც შეეხება უფასო სამედიცინო აქციას! გამოკვლევების ჩატარება იგეგმება ორ ზონაზე. ეს იქნება დაბის(ხარაგაული) ზონა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლების ზონა (ბორითი). პაციენტებს მოემსახურებიან ევექსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები და მათ შემდეგი სერვისების მიღების საშუალება ექნებათ: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, საშვილოსნოს, კოლორექტალის, პროსტატის და მკერდის სისმსივნური დაავადებების პრევენციის მიზნით. ანგიოქირურგია; კარდიოლოგია; ენდოკრინოლოგიური სერვისი; გინეკოლოგიური სერვისი; ექსკოპია; ზოგადი ქირურგია. პაციენტებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ექიმთან კონსულტაციები. ასევე, მნიშნელოვანია, რომ რადიოლოგები ადგილზე მოახდენენ დიაგნოსტირებას და დამატებითი კვლევების აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადამისამართება, რის შემდეგაც ისინი უკვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ საჭირო მომსახურებას.  როგორც კი ცნობილი გახდება ექიმების ვინაობა და თარიღი, რომელ დღეებში ჩატარდება გამოკვლევები, დაუყოვნებლივ გავავრცელებთ ინფორმაციას! 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfghcxfbg_1.jpg
18/03/2019 16:26

საბე-სარგვეშის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის    პროექტის განხორციელებას მოაწერა ხელი. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის  4კმ.-იანი მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც რეგიონული განვიტარების ფონდიდან 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მიმდემი“ განახორციელებს.  სახელშეკრულებო ვადებით ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2019 წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0056.JPG
18/03/2019 15:14

ბიურომ მერიის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინა

18 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში განიხილეს. საკითხი ბიუროს წევრებს სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში წარიმართა. დეპუტატ, ქეთევან ზუმბაძის განმარტებით ხარაგაულში არ არის ადგილი, სადაც  ახალგაზრდები სპორტულ ღონისძიებას გამართავენ, ვინაიდან სტადიონი, რომელიც მსგავსი ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. დეპუტატი ყოფილი სპორტული მოედნის  ღია ბადეებით დაინტერესდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახსნენს და  საბავშვო ბაღების შემოსაღობად გამოიყენეს. ჯაბა ბერაძის განმარტებით, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია რა რაოდენობის მავთულის ბადეები დასაწყობდა, ან ვისი ბრძანებით გადაეცა ის საბავშვო ბაღებს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა ამ დრომდე ვერ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია და ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია. მისივე განცხადებით სამსახურმა ასევე, საკრებულოს დღემდე ვერ წარუდგინა მუნიციპალიტეტის განვითარების ეკონომიკური გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული.    ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის პროცესი დაწყებულია, მხოლოდ, პირველ რიგში, ეს პროცესი ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში მიმდინარეობს. ჯაბა ბერაძე აღნიშნავს, რომ ამისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად ახდენს ქონების აღწერას და დანიშვნას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმას ჯაბა ბერაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი 2019 წლის დასაწყისიდან ჩაერთო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა.  ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურმა გარკვეული მონახაზი უკვე შეიმუშავა და, ვფიქრობთ სექტემბრის თვეში წარვუდგენთ საკრებულოს დასამტკიცებლად. სხდომაზე ბიუროს წევრებმა მეორე საკითხად განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, დავით დევდარიანმა წარადგინა. დავით დევდარიანის ინფორმაციით 2018 წელს სახელმწიფო გეგმა-დავალებით  ხარაგაულიდან განსაზღვრული იყო 45 წვევამდელის ჩარიცხვა საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო დანაყოფებში, სადაც ხარაგაულიდან 52 წვევამდელი ჩაირიცხა. სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს კომისიები განიხილავენ და 1 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
14/03/2019 16:36

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FHJMFCGBNM.JPG
14/03/2019 15:53

საქარიქედში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან და  ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილითან ერთად, სოფელ საქარიქედში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. სოფელში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2019 წელს განახლდა. პროექტი, რომლის ფარგლებში გზის 900 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 137 777 ლარით ფინანსდება. ხელშეკრულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს „საჩხერგზა“ ასრულებს. გასულ წელს საქარიქედში რეაბილიტაცია გზის 1318 მეტრიან მონაკვეთს  ჩაუტარდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjmfcgbn.JPG
14/03/2019 15:49

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნინო გურეშიძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ქალბატონი ნინო  2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეული გამარჯვებულია. მან ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კონკურსთან დაკავშირებით ესაუბრა. ასევე გააცნო აპლიკაციის  შევსების წესები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.  2019 წელს  წინა წლისგან განსხვავებით მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. ასევე ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“კი- სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ასევე შეუერთდებიან ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა”.
სრულად