სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5344.JPG

აღდგომის დღესასწაულისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ - განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე მერმა

 

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.

თათბირზე ხარაგაულის მერმა , მოადგილეებთან ერთად , წარმომადგენლების წინაშე ის საჭიროებები განიხილა, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სასწრაფო რეაგირებას და გადაწყვეტას საჭიროებს.

თითოეულ სოფელში სასაფლაომდე მისასვლელი გზები უნდა მოწესრიგდეს.

იმისთვის , რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული  იყოს, მერმა ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას გზებზე სრული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება დაავალა.

მერის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან

დაკავშირებით, ხარაგაულის მერია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება.

კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს, იმ ოჯახების შესახებ დაავალა ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთაც ხარაგაულის მერიისგან დახმარების და შემწეობის მიღების განსაკუთრებული აუცილებლობა აქვთ.

ნანახია: 338 - ჯერ