სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0010.JPG
28/03/2019 11:00

ბიურომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტები განიხილა

28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის, დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. როგორც სხდომაზე არჩილ მაღრაძემ აღნიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და მ პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 860 000 ლარი გამოეყო.  78 სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით 192 პროექტი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.“ გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შერჩეული პროექტების ჩამონათვალს. აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 1 აპრილის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2019 17:13

28 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ, 28 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0016.JPG
26/03/2019 12:19

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობასთან საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრაზე თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებების პროექტს საჯაროდ განიხილავენ. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  13:00 საათზე დაიწყება. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  4 აპრილამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
25/03/2019 21:02

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი აუქციონი 2019 წლის 27 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 2 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ორ ობიექტზე:        ზემოთ აღნიშნული ორივე აუქციონი 2019 წლის 1 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 12 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkfhj_2.jpg
25/03/2019 17:35

 სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ხიდარში ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე, ჯორტების საუბნო გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამჟამად ბეტონის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გზის1 200 მეტრამდე  სიგრძის მონაკვეთი მობეტონდება, რომელიც ჯორტების უბნის ბოლო მოსახლემდე მივა. აღნიშნული გზით 50-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს „გურია-2015“  ასრულებს. პროექტის ღირებულება 151 932 ლარს შეადგენს. ჯორტები ხიდარში ერთ-ერთი ყველაზე მასიურად დასახლებული უბანია. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkvbmb.jpg
25/03/2019 17:27

მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა  2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რამდენიმე პროექტზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და  აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.  ნიკოლოზ თოფურიძემ მუნიციპალიტეტში წყალთან დაკავშირებული  პრობლემებიც განიხილა  და აღნიშნა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში უკვე თავმოყრილია სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალის დოკუმენტაცია და ამ პრობლემის მოგვარება მალე დაიწყება. სამუშაო თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტების მიმდინარეობაზე.  როგორც თათბირზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ორ კვირაში დასრულდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/54190786_1831997446906195_6883102240538624000_o.jpg
22/03/2019 13:57

ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაიწყო. 12 მარტს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩებმა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხარაგაულელთა უპირტესობით წარიმართა და ანგარიშით 4:1 დასრულდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი, ხარაგაულის სტადიონზე 20 მარტს გაიმართა, სადაც ზესტაფონის „მარგვეთი“ „ჩხერიმელამ“ ანგარიშით 3:2  დაამარცხა. ხარაგაულის „ჩხერიმელა“ მომდევნო გასვლით თამაშს ბორჯომში, 24 მარტს  ბორჯომის „ტორისთან“ გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/53435047_2435808669785574_821032880380575744_o.jpg
22/03/2019 12:43

ხარაგაულში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის შესაძენად საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „არქ დიზაინ მშენთან“ - ხელშეკრულება გაფორმებული. პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს. საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ხარისხიან წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. მოხდება ასევე რეზერვუარის მოწყობა და კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენა. ხარაგაულში სულ, წყლის ორი სათავე ნაგებობაა: ლეღვნის და პატარა ხარაგაულის. ნალექის მოსვლის შემთხვევაში ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა,  რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრი წყლის მიწოდებას აჩერებს და ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. მეორე სათავე ნაგებობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ამ წყლით მხოლოდ ახალი საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042.JPG
21/03/2019 10:39

საკრებულომ სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად პროექტები მოიწონა

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, სამ საკითხზე იმსჯელეს. დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. საკრებულოს წევრებს მოსაწონებლად ის პროექტები წარედგინათ, რომლებიც თანხის გამოყოფის შემთხვევაში განხორციელდება. 1. სოფელ ბორითში ანგარის უბნის ხიდის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 90 000 ლარი; სოფელ ღორეშაში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 60 000 ლარი; სოფელ ლეღვანში სახიდე გადასასვლელის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი; სოფელ ვარძიაში სახიდე გადასასვლელი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი; სოფელ ვანში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი. საკრებულოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncgvbn.JPG
20/03/2019 16:08

ნიკოლოზ თოფურიძე: ხარაგაულში საბალეტო წრე სექტემბრიდან გაიხსნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თბილისის სპორტულ-ქორეოგრაფიული ცენტრის „Dynamik-დინამიკა“-ს ბალეტმაისტერს, ინგა თოფლიშვილს შეხვდა, რომელიც ხარაგაულში მერის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა. „ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც ხარაგაულში თანამდებობაზე მოვედი სულ მინდოდა საბალეტო წრე ყოფილიყო, ვფიქრობ, პლასტიკა ბავშვებისთვის აუცილებელია და ხარაგაულელებს ძალიან გაეხარდებათ საბალეტო სტუდიის გახსნა, მითუმეტეს, რომ ამის მოთხოვნა ნამდვილად არის! ქალბატონი ინგა კვირაში ორი დღე ჩაატარებს მეცადინეობებს და სტუდია ხარაგაულის კულტურის ცენტრთან იარსებებს. ზაფხულზე ჩვენ მოვაწესრიგებთ დარბაზს და შესაბამის ინფრასტრუქტურას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან, ხარაგაულში საბალეტო წრემ ფუნქციონირება დაიწყოს“- აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ. მერიის კულტურის სამსახურის უფროსი და ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ პლასტიკა და საბალეტო ცეკვის ხელოვნება მსახიობებისთვისაც აუცილებელია და ქალბატონი ინგას გაკვეთილები თეატრსაც მნიშვნელოვნად გამოადგება. როგორც ბალეტმაისტერი ინგა თოფლიშვილი აღნიშნავს,  სტუდიაში 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან.
სრულად