სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjghncv.JPG
24/04/2019 11:09

ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მისი მიზანია, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაამზადონ გენდერულად დაბალანსებული  აუდიტორია და განახორციელონ სწავლება ისეთი  ტექნიკური მოდულებით, რომლის გავლის შემდეგაც გზის მშენებლობის არეალში მცხოვრები ბენეფიციარები მარტივად შეძლებენ აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი, შექმნან მეურნეობები და გააკეთონ საწარმოები. 23 აპრილს, ხარაგაულის მერიაში პროექტის განხორციელებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის, black sea group-ის და ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველი კორეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძე დაესწრნენ. გამომდინარე იქედან, რომ სწავლებები სოციალურ და გენდერულ საკითხებსაც მოიცავს, რაც ბენეფიციართა რაოდენობაში (სულ ცოტა 50% მაინც) ქალების ჩართულობას გულისხმობს, შეხვედრას, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გენდერზე პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ.  მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხარაგაულის მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ძალიან სასიხარულოა რომ მოსახლეობა გზის მშენებლობასთან ერთად ასეთ სიკეთეს მიიღებს. „მათ მიეცემათ სწორი მიმართულება როგორ განავითარონ საკუთარი მეურნეობები, შექმნან საწარმოები, აწარმოონ მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ყოველივე ამაში კი, ხარაგაულის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იგულისხმება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის პროექტის განხორციელებას“- აღნიშნა ხარაგაულის მერის მოადგილემ.   მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს მესიჯები რას სთავაზობს ეს პროექტი მათ და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ. სწავლების პოპულარიზაციისთვის და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, აზიის განვითარების ბანკი პირველ ეტაპზე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა გამოიკვეთოს თუ რა საჭიროებები დგას ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების წინაშე და რა ტექნიკური თუ  თეორიული ცოდნის მიღებაა მნიშვნელოვანი მათთვის თავიანთი იდეების განვითარებისთვის. სასწავლო მოდული მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად შემუშავდება. ტრენინგები 4 ეტაპად ჩატარდება და თოთოეულ ჯგუფში 25 კაცი იქნება. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 100 დაინტერესებული პირი გადამზადდება.“  შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებს ყველა საჭირო დეტალს, განიხილავს რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების პროცესში და უკვე მომზადებულები დაიწყებენ  ტრენინგების ჩატარებას. პროექტის პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარებაა, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიეცემა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0317.JPG
22/04/2019 17:19

როგორ დამზადდა თრიალეთის თასის ანალოგი - ფილმის ჩვენება ხარაგაულში გაიმართა

19 აპრილს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ტიხრული მინანქრის დიდოსტატთან, ერმილე მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე-თრიალეთის თასი“ პრეზენტაცია გაიმართა.  ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორი რუდუნებით ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხარაგაულელი დიდოსტატი II ათასწლეულის, შუა ბრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშს - თრიალეთის ოქროს თასს.  ერმილე მაღრაძე ამბობს, რომ თასის ზუსტი ასლის დამზადებისთვის თითქმის ერთი წელი დასჭირდა და ფილმში ნაჩვენები ყველა კადრი ბუნებრივია, მათ შორის წიაღისეულის მოპოვებაც კი.  „ის რომ ხარაგაულელი ვარ და ძალიან მიყვარს აქაურობა, მეტყველებს კიდეც იმაზე, რომ ფილმი პირველად თქვენთან მოვიტანე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ ხარაგაულიდან, მათ შორის მუზეუმის შემოქმედებითი ჯგუფიდან. ამიტომ ამ საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა სტუმარმა.  მუზეუმის დარბაზში გამოიფინა ასევე, ერმილე მაღრაძის შემოქმედების ფოტო ისტორია, რომელიც მისსავე დაარსებულ ტიხრული მინანქრის სახელოსნო „მარილისშია“ დამზადებული. მუზეუმში ფოტოების გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თრიალეთის თასის ანალოგის შექმნის ამსახველი ფილმის პრემიერას და ერმილე მაღრაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრით დაინტერესების შემთხვევაში მერიიდან ხელშეწყობას დაპირდა.   ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ტიხრული მინანქრის დიდოსტატს ყველა იმ საოცარი ნამუშევარისთვის, რომელიც ათასწლეულების ისტორიას აგრძელებს და ოქროს ხაზს ავლებს უძველესასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/58576584_333687907335715_7651050355932790784_n.jpg
22/04/2019 12:01

ხარაგაულელი თამარ ლურსმანაშვილი „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატია

20 აპრილს, ქ. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში  „მომავლის ვარსკვლავების“ გალა კონცერტი გაიმართა. ხარაგაულელი მომღერალი, თამარ ლურსმანაშვილი ღონისძიებაზე   ინოლა გურგულიას უკვდავი რომანსით -„ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ წარსდგა. ახალგაზრდა შემსრულებელმა, რომელიც კონცერტში ხარაგაულის კულტურის ცენტრის სახელით მონაწილეობდა  ლაურეატის წოდება მოიპოვა. წარმატებული გამოსვლისთვის კი, იგი,  იტალიაში მუსიკალურ ტურნეზე მიიწვიეს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. იმისთვის, რომ მომავლის ვარსკვლავების დასკვნით ღონისძიებაზე მოხვედრილიყო, მომღერალს არაერთი კონკურსის გავლა მოუწია.   თამარი წარმატებით გახარებულია და აღნიშნავს, რომ შედეგში დიდი  წვლილი მიუძღვის პედაგოგს - გიორგი ჩოგოვაძესა და კონცერტმეისტერს - დალი მერაბიშვილს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/4755b38f440d110b601ea476a0f67d21.jpg
19/04/2019 12:23

2019 წელს კიცხი და ლაშე გაზიფიცირდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლიდან გაზმომარაგებისთვის ინტენსიური სამუშაოები განხორციელდება. წელს გამრიცხველიანდება სოფლები - ლაშე და კიცხი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 5 აპრლის #791 განკარგულებაში, რომელსაც საქართველოს მასშტაბით გაზმომარაგების 3 წლიანი (2019-2021 წწ.) გეგმა დანართის სახით ახლავს. როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, კიცხისა და ლაშის გაზიფიცირებისთვის პროექტები 2016 წელს მომზადდა და ამიტომ პირველ რიგში ეს სოფლები გამრიცხველიანდება. კიცხში 425 აბონენტი, ხოლო ლაშეში - 196. რაც შეეხება, სოფელ ფარცხნალსა და საქარიქედს, რომლის გაზიფიცირებაზეც იყო  საუბარი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გაცნობებთ, რომ საპროექტო სამუშაოები სოფელ ფარცხნალში წელს დაიწყება, ხოლო გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება. სოფელ საქარიქედში კი წელს წინასაპროექტო კვლევა ჩატარდება. 2019 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო  წინასაპროექტო კვლევები ჩატარდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 46 სოფელში.   ხონში, პატარა ვარძიაში, ციცქიურში, გრიგალათში, წაქვაში, ხევში, ვერტყვიჭალაში, ვერტყვილაში,  ხიდარში, წყალაფორეთში, ლახუნდარაში, ბორში, ღუდუმექედში, ვახანში, სერბაისში, ლეღვანში, მარელისში, დეისში, ბეჟათუბანში, ჭარტალში, ნებოძირში, ქვებში, ბაბში, ანიულაში, სარგვეშში, ხორითში, საბეში, მიროწმინდაში, საღანძილეში, ზარანში სხლითში, ღორეშაში, უჩამეთში, ხემაღალში, ლაშის იგორეთში, ბორითში, საქასრიაში, მაქათუბანში, უბისაში, ერეთაში, ვაშლევში, კვესრევში, ამაშუკეთში, ნადაბურში, ხუნევში. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2019-2021 წლებში, ქვეყანაში კიდევ 217 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება. შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული. სამუშაოებს შესარულებს შპს „საქართველოს გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjfghnc_1.JPG
19/04/2019 11:22

„ჩემი ლექსების აკიდო“ - ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ხარაგაულელი პოეტის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის - „ჩემი ლექსების აკიდო“ პრეზენტაცია გაიმართა. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ვიტალი ფცქიალაძის ბიოგრაფია და წიგნის გამოცემის ისტორია გააცნო: „ბატონ ვიტალის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. იგი წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქებში  არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, რის შემდეგაც დაუბრუნდა მშობლიურ ჭარტალს და როგორც ვფიქრობ სწორედ მაშინ დაიწყო ლექსების წერა. ძალიან საინტერესოა მისი ლექსების კრებული, საოცარი მიგნებები აქვს“ - აღნიშნა  ღონისძიებაზე ირინე ჩხეიძემ, რომელიც სპეციალურად მისი ლექსების კრებულის პრეზენტაციას  მიეძღვნა. 2017 წელს ხარაგაულში გამართულ ფოლკლორის საღამოზე, სადაც ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იმყოფებოდა, გადაწყდა გამოცემულიყო  ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებული, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა და პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. პოეზიის საღამოზე სახალხო მთქმელის ლექსები წაიკითხეს და მასთან დაკავშირებულიო მოგონებები გაიხსენეს იზა ვეფხვაძემ, მერი გიორგიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვალერი გოგნაძემ, ნიკო წიკლაურმა, დავით ჩადუნელმა და ვასილ კიკნაძემ. ვიტალი ფცქიალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ქალბატონ ეთერ თათარაიძეს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს და დამსწრე საზოგადოებას მისი პოეზიით დაინტერესებისა და დაფასებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1204.JPG
18/04/2019 18:40

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 245 100 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის  განკარგულებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 245 100 ლარით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურ წიფის უბნის გზებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული გზების პროექტი მზად იყო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ტენდერი დღეს გამოცხადდა.  პროექტის ფარგლებში, ორივე უბნში,  ჯამში, 1 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი. მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 4.5 მილიონი ლარი გამოეყო.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/58381085_2352842034962956_6014941311084265472_n.jpg
18/04/2019 10:41

ხარაგაულში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია

ხანგრძლივი წვიმების შედეგად გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა შეზღუდა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.  ამ დროისთვის, გზა აღდგენილია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს. გაწმენდილია, ასევე, მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც სანიაღვრე არხების გადავსებამ გზების დატბორვა გამოიწვია. გუშინვე გაიწმინდა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალი გზაც, რომელიც ასევე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა.     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია. „გუშინ რამდენიმე სოფელში შეიქმნა პრობლემა, ძირითადად სანიაღვრე არხებმა არ გაატარა მოვარდნილი წყალი და გზები დაიტბორა. დაუყოვნებლივ ხდებოდა შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. გვიან ღამითვე აღდგა ვანი-სხლითის დამაკვშირებელი გზა, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე საათი მოძრაობა შეაფერხა. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიაში შექმნილი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  ამჟამად ხარაგაულში ნალექი შეწყვეტილია, თუმცა უამინდობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება“ - განაცხადა არჩილ მაღრაძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/57467908_2380286125355507_4105197009294589952_n.jpg
17/04/2019 10:59

გაიცანით ხარაგაულელი სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულში სახალხო მთქმელის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. „ჩემი ლექსების აკიდო“ ასე უწოდა ავტორმა წიგნს, რომელიც ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით 2019 წელს გამოიცა. ვიტალი ფცქიალაძე 2016 წელს ქუთაისში გამართულ ზეპირსიტყვიერების იმერეთის შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, სადაც ფინალში გავიდა და ლაურიატობა დაიმსახურა. 2017 წელს ხარაგაულში ფოლკლორის საღამო გაიმართა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა გამოცემულიყო ვიტალი ფცქიალაძის ლექსების მცირე კრებული. ვიტალი ფცქიალაძე 1948 წლის 1 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა სოფელ მოლითის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  ბატონი ვიტალი წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.   პოეზიის საღამო ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006.JPG
15/04/2019 17:02

ხარაგაულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

12 აპრილს, ხარაგაულში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”-ისა და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქცია, ხრაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 114 ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება. მათ ასევე, გაეწიათ ექიმის კონსულტაცია.    აქციაში კორპორაცია „ევექსის“ ქუთაისის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები, ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე, ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით კოვზირიძე, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩეჩელაშვილი, ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი, ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე, გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე. კორპორაცია „ევექსის“ რეგიონალური წარმომადგენლის, თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, ასეთი სახის აქცია ხარაგაულში კიდევ დაიგეგმება, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.   აქციის პარალელურად, კარდიოქირურგმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ოჯახის ექიმებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა.  სადაც   კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkfhjkhj.JPG
15/04/2019 14:35

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულში სალოტბარო სკოლის გახსნაზე იმსჯელეს

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს. საკითხი ბიუროს წევრებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა. მემორანდუმის თანახმად, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ არსებული ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჩამოაყალიბებს სალოტბარო სკოლას. ის სახელფასო ანაზღაურება რაც ხალხური შემოქმედების სახლში დასაქმებულ თანამშრომლებს აქვთ გრანტის სახით გადაეცემა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს. როგორც ირინე ჩხეიძემ დეპუტატებს განუცხადა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სალოტბარო სკოლა, სხვადასხვა ფორმით, გახსნილი აქვს 23 მუნიციპალიტეტში და ისინი წარმატებით ფუნქციონირებენ. თუკი ხარაგაულშიც გაიხსნება სალოტბარო სკოლა ეს კარგი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათი წარმატებისთვის. ბიუროს წევრებმა კითხვები დასვეს მემორანდუმის იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, მემორანდუმში ნათლად არაა გაწერილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შესასრულებელი პირობები. აქედან გამომდინარე, ბიუროს გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და   იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისები ერთობლივად იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე. კომისიების სხდომაზე მოწვეული იქნება, ასევე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე. სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განათლების,  კულტურისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა   და  ეთიკის   კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: მალხაზ ფხალაძე    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: გივი თხელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკითხებში ტერმინოლოგიური ცვლილება, გამგეობა შეიცვალა მერიით, ხოლო გამგებელი - მერით. აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 6 მაისის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.    
სრულად