სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/jklhbjk%2C_1.jpg
06/03/2019 12:43

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

„ქალს-გაზაფხულს“ მიეძღვნება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და მუსიკალური სკოლის ორგანიზებით დაგეგმილი, მუსიკალურ ბენდ „გრავეს“ ღონისძიება, რომელიც კინოთეატრში, 6 მარტს, 15 საათზე ჩატარდება. „მამაკაცები აღმზრდელებად“ - საინტერესო გამოწვევა მიიღეს ხარაგაულელმა მამაკაცებმა, რომლებიც ქალთა დღეებისადმი მიძღვნილ კვირეულში, ერთ დღეს საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად გაატარებენ.ხარაგაულის გენდერული საბჭოსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი პროექტი, 6 მარტს, დილის ცხრა საათიდან მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განხორციელდება. ასევე, 6 მარტს, 14 საათიდან ხარაგაულის კინოთეატრის ფოეიში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. 7 მარტს, სადღესასწაულო შეხვედრას მოუწყობენ, საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მათ ვინც 40 წელზე მეტი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიას - ბავშვის აღზრდას მოახმარეს, ხარაგაულის მერია სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს. ღონისძიება დაბის #1 საბავშვო ბაღში 12 საათზე დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjhjkjk.jpg
06/03/2019 12:00

ხარაგაულის 78 სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტების შერჩევა დაასრულა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში ჩატარდა.  ძირითად პრიორიტეტად მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება, გარე განათების სისტემის მოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და სასაფლაოების შემოღობვა აირჩია.  პროგრამის მეორე ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული იდეები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განიხილება, მომზადდება ხარჯთაღრიცხვები და პროექტები, რის შემდეგაც წარმოდგენილ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გაეცნობა და დაამტკიცებს.  1 აპრილიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სამუშაოების შესრულების ფაზაში გადავა. არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghjgh_1.jpg
06/03/2019 11:46

ხარაგაულს დამატებითი თანხა გამოეყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის #331 განკარგულებით, რომელიც 25 თებერვალს გამოიცა, დამატებით 530 000 ლარი გამოეყო. აღშნინული თანხით ხარაგაულში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფარცხნალში, ბარის უბნის გზას, ბაზალეთში ნანიტაშვილებისა და შერგელაშვილების საუბნო გზას. მობეტონდება ასევე, ღუდუმექეთის ცენტრალური გზა და სოფელ დეისის მეორე უბნის 700 მეტრამდე მონაკვეთი.  გაცნობებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე პროექტზე ტენდერები უკვე გამოაცხადა ხარაგაულის მერიამ.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0044.JPG
05/03/2019 17:30

33 წლის 7 შვილის დედამ ხარაგაულის მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი მიიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას, მარინე კვანჭიანს დედის დღე მიულოცეს. 33 წლის მარინე კვანჭიანი მეუღლესთან, მამუკა ლორთქიფანიძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში ცხოვრობს. მას 7 შვილი ყავს. უფროსი 13 წლისაა, პატარა დათა კი - ერთი წლის. დედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ლორთქიფანიძისა და მარინეს ოჯახმა, ხარაგაულის მერიისგან, როგორც თვითონ ამბობენ, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღეს. მალე ცხრასულიანი ოჯახი ახალ სახლში დაიდებს ბინას. მათ უკვე მიიღეს მერის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი და საკუთარ ეზოში სახლის მშენებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მრავალშვილიანი ოჯახი ამ დრომდე ერთ ოთახში ძალიან ვიწროდ ცხოვრობს.   „უფროსი ბიჭი ბებიასთან მიდის დასაძინებლად ადგილი რომ არ გვაქვს, ერთ ოთახში ვცხოვრობთ და ეს დიდ პრობლემებს გვიქმნის. როცა დაპირება გაიცა ბატონი მერისგან, ცოტა დაუჯერებელი იყო, მაგრამ იმედი გვქონდა! ახლა ისიც არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადო მათ“ - აღნიშნავს გმირი დედა.  ბავშვებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მათ ყველაზე ძალიან ტელევიზორის შეძენა სურდათ.  მათ ეს ნატვრა მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მაშინვე აუსრულა და ბავშვებს დაპირდა, რომ ტელევიზორს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0032.JPG
05/03/2019 17:21

ხარაგაულის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, 4 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი  შესრულდა. როგორც მან განაცხადა გასული წლის  დამტკიცებული ბიუჯეტი 6 889,4 ათასი ლარით განისაზღვრებოდა, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად კი, შემოსულობები 6 711,8 ათასი ლარით გაიზარდა და თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 13 601,2 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა შესაბამისი დასკვნები წარმოადგინეს. საკითხის ირგვლივ თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს ასევე, დეპუტატებმაც. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გეგმა ვერ შესრულდა, ისევე როგორც ვერ შესრულდა შემოსავლები პრივატიზაციიდან. სხდომაზე  აუთვისებელ თანხებსა და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტბზე ისაუბრეს საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისი ის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გივი თავზარაშვილმა . დავით კიკნაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა 2018 წელს  განხორციელებულ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციამ შედეგი ვერ დადო. ფარქციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ კინოთეატრისა და N3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.  ასევე განაცხადა, რომ კინოთეატრში ისევე, როგორც სპორტულ დარბაზში, ელექტროენერგიის ეკონომიის გამო გათბობა გამორთულია. დეპუტატის აზრით, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებმა, პირველ რიგში აუცილებელი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ, მითუმეტეს როდესაც ეს ბავშვებს ეხებათ და მათ ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეკონომიის გაკეთება. ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“თავმჯდომარის,  იუზა კელენჯერიძისა  და გივი თავაზარაშვილის განცხადებით, მევენახეობის განვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია და ამ სფეროს განვითარებისათვის მცირედი დაფინასება მაინც უნდა გაიცემოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მათი თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2019 წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დახმარებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს, დეპუტატების განცხადებით, ერთჯერად დახმარებები გასულ წელს საერთოდ არ გაცემულა, ხოლო  მიმდინარე წელს ბიუჯეტში ამისთვის მცირე თანხაა გათვალისწინებული. ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი სოციალურ მიმართულებებზე იმ 45 ათასი ლარის დამატებას მოითხოვს, რომელზეც დეპუტატებმა უარი უთხრეს მერს ავტომობილის შესაძენად. საბოლოოდ დეპუტატებმა საკითხი დადებითად შეაფასეს. სხდომაზე შემდეგ საკითხად საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. ვლადიმერ გალაშვილის განმარტებით საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25  თებერვლის, N331  განკარგულებით, 2019  წელს   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, დამატებით,  530,0 ათასი ლარი გამოეყო.  მისივე განცახდებით საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების  დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მეორე ეტაპზე 210 000  ლარი გამოეყო, სულ ამ მიმართულებით დაფინანსებამ 410 000 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  მეორე ეტაპზე 430 000  ლარით დაფინანსდა და  სოფლის პროექტებზე საერთო ჯამში - 860 000 ლარი გაიხარჯება. დეპუტატები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დამატებით, 530 ათასი ლარის  გამოყოფის საკითხს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებზე თანხები არათანაბრადაა გადანაწილებული. ზოგან მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ზოგან კი-არცერთი თეთრი. დეპუტატთა  გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით გაიმართება იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. საბოლოოდ, დეპუტატებმა  საბიუჯეტო ცვლილება დადებითად შეაფასეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0019.JPG
01/03/2019 16:20

„რა? სად? როდის?  ხარაგაულის სოფლებს შორის  ინტელექტუალური ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის მერიის განათლების,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის  ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ დაიწყო. გაზაფხულის სეზონის პირველ თამაშზე ერთმანეთს მოლითის, კიცხის, ზვარისა და საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრის დასასრულს გამოვლინდნენ  მოლითისა და კიცხის გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. მორიგი თამაში მუნიციპალიტეტის ხარაგაულის კინოთეატრში 4 მარტს გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ვახანისა და წიფის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები შეხვდებიან.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjnxcvb.JPG
26/02/2019 16:58

სისხლის გადასხმის აქცია ხარაგაულში

26 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობდა. სისხლის ბანკის მობილურ ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე შეხვდა. როგორც თემურ ჩხეიძემ განაცხადა, ხარაგაულის მერია დონაციის აქციაში ყოველთვის მონაწილეობს და ხელს უწყობს სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.  საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანმაშრომლები ჩაერთვნენ, რომლებსაც სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი თანამშრომლები მოემსახურნენ. სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერიას და აქციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hvjk%2Cbn%2Cnb.jpg
26/02/2019 16:50

ღორეშაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრება გაიმართა ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში. საერთო კრების ფორმატში,  მოსახლეობამ რამდენიმე პროექტი აირჩია. ადმინისტრაციულ ერთულისთვის გამოყოფილი16 000 ლარით შემდეგი პროექტები განხორციელდება, კერძოდ: რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, სკოლის ეზოში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზოგადოებრივ ცენტრთან მოეწყობა გარე განათება, ასევე აშენდება საპირფარეშო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მგზავრთა მოსაცდელებს და შემოიღობება სასაფლაო. სოფლის კრებას ღორეშის დმინისტრაცულ ერთეულში მერიის ზედამხედველობის სამსხურის უფროსი, აფრასიონ ლურსმანაშვილი და ეკოლომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე უძღვებოდნენ. იხილეთ ოქმი      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdxghncxvb.JPG
26/02/2019 16:04

ზვარის თემის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

25 თებერვალს ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა. კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არჩილ მაღრაძე და თემურ ჩხეიძე უძღვებოდნენ. სოფელ ზვარეში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 12 000 ლარით, სარიტუალო სახლისთვის სახურავს შეიძენენ, შემოღობავენ სასაფლაოს და შეაკეთებენ წყაროს სათავეს. გამოყოფილი 12 000 ლარი სამ პროექტზე გაანაწილა, ასევე, სოფელ ჩრდილის მოსახლეობამ. ეს პროექტებია: საუბნო გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის მოწესრიგება და სოფელში არსებული ორი სარიტუალო სახლისთვის ინვენტარის შეძენა. ნუნუსის მოსახლეობა მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით სარიტუალო სახლისთვის გადასახურ მასალას შეიძენს.   სოფლის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს დასრულდება, რომლის შემდეგ დაიწყება შერჩეული პროექტების განხორციელება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gjklbjjnm%2Cnb.jpg
26/02/2019 16:03

სოფლის საერთო კრებაზე ნადაბურის მოსახლეობამ სასაფლაოების შემოღობვა აირჩია

22 თებერვალს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  სოფლის საერთო კრებები გაიმართა. საერთო კრებების ჩატარებას ნადაბურში ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილეებთან არჩილ მაღრაძესთან და თემურ ჩხეიძესთან ერთად უძღვებოდა. ორი სოფლის, გოლისისა და ნადაბურის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხით პრიორიტეტულ პროექტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩია.   იხილეთ ოქმი     
სრულად