სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3.png
09/04/2024 17:59

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ. მაქათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრებისა და სოფ. ნადაბურში გზის დამცავი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240007152   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.04.2024 11:35 წინადადებების მიღება იწყება 13.04.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 16.04.2024 15:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 216`883.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45233000 - გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები    45262620 - საყრდენი კედლები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 2`000.00 GEL გარანტიის ოდენობა 2`169 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე     შესყიდვის ობიექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულებაა 216883 ლარი, მათ შორის: სოფ. მაქათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება - 112861 ლარი; სოფ. ნადაბურში გზის დამცავი ნაგებობის მოწყობა - 104022 ლარი.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხარჯთაღრიცხვები განფასებული იყოს თავდაპირველი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაზე მეტი ოდენობით. (2024 წლის 29 მარტის N446 საქართველოს მთავრობის განკარგულება). დამატებითი ინფორმაცია ​ 100%  - სახელმწიფო ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_4.png
09/04/2024 17:54

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მაქათუბანში, ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240007137   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.04.2024 09:38 წინადადებების მიღება იწყება 12.04.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 15.04.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25`344.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები    45112720 - სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი. ხარჯთაღიცხვები. მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 250.00 GEL გარანტიის ოდენობა 253 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       დაფინანსება 100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5401.JPG
09/04/2024 15:19

ხარაგაულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

  დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის სკვერში,  მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. კობა ლურსმანაშვილი: ,, გილოცავთ 9 აპრილს, როგორც გამარჯვებული ბრძოლის დღეს, და იმავდროულად ქედს ვიხრი ჩვენი წამებული გმირების წინაშე. ქართველები გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებები ვიცით , მაგრამ 9 აპრილი გახლდათ საოცრად ძლიერი ბრძოლა, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენ სანუკვარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ამ ბრძოლაში გამორჩეულია ხარაგაულელების წვლილი, ელისო ჭიპაშვილის სახით. მინდა ახალგაზრდებმა, იცოდნენ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება,  ამიტომ უფრო მეტი გზა უნდა დავუთმოთ განათლებას, ნიჭიერებას, რათა ეს ქვეყანა აღმშენებლობის გზით წავიყვანოთ და ჩვენთვის სასურველი, ძლერი სახელმწიფო შევქმნათ.“ 9 აპრილის სკვერში, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე). ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 1989 წლის, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.  გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5344.JPG
08/04/2024 17:09

აღდგომის დღესასწაულისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ - განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე მერმა

  დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირზე ხარაგაულის მერმა , მოადგილეებთან ერთად , წარმომადგენლების წინაშე ის საჭიროებები განიხილა, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სასწრაფო რეაგირებას და გადაწყვეტას საჭიროებს. თითოეულ სოფელში სასაფლაომდე მისასვლელი გზები უნდა მოწესრიგდეს. იმისთვის , რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული  იყოს, მერმა ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას გზებზე სრული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება დაავალა. მერის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება. კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს, იმ ოჯახების შესახებ დაავალა ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთაც ხარაგაულის მერიისგან დახმარების და შემწეობის მიღების განსაკუთრებული აუცილებლობა აქვთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1).jpg
05/04/2024 21:18

ყურადღება აუქციონი

ხარაგაული მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი  ქონების - სარიტუალო დარბაზის (ს.კ 36.13.34.023) ინვენტარით და ჭურჭლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემის მიზნით განმეორებით  ელექტრონული აუქციონს აცხადებს. როგორც მერის ბრძანებაში არის აღნიშნული, აუქციონში გამარჯვებულმა, იჯარის ობიექტი  მხოლოდ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს (სარიტუალო დანიშნულებით) და  ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ უნდა დაუშვას. იჯარის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელი განისაზღვრება, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარულ ვადაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება,  წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება და აუქციონში გამარჯვებულს  მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა არ დაუბრუნდება; ვინაიდან არ მოხდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 22 ივნისს Nბ68. 68231738 ბრძანების საფუძველზე აუქციონზე გატანილი ქონების სარგებლობის უფლებით განკარვა, ქირის საწყისი საფასური 5341.39   ლარი შემცირდეს 50 %-ით და ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს 2670.70    ლარით. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადი, წლიური საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ განხორციელდეს  ყოველთვიურად. (დანართი: ინვენტარის და ჭურჭლის ჩამონათვალი).  წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10%. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის ბოლო თვის გადასახდელი ქირის ოდენობაში;   „ბიჯი“- ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10%;  აუქციონში გამარჯვებული პირმა აუქციონში გამარჯვებიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება და  საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აუქციონი გაიმართოს 2024 წლის 3 აპრილს  13.00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 18 აპრილს  13.00  საათზე. ინფორმაცია განთავსდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge    დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს უზრუნველყოს ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და  აღნიშნული ბრძანების მოთხოვნის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ვებ.გვერდზე eauction.ge    განთავსება. ინფორმაცია გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: kharagaulinews.gov.ge  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა).ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში“  იხილეთ სრული ინფორმაცია           
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5275.JPG
05/04/2024 17:34

ხარაგაულში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია სახელწოდებით ,,ჰიპერურიკემია - არტერიული ჰიპერტენზიის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორი“ ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციის ცენტრში, ქართულ პოპულაციაში ჰიპერტენზიისა და მასთან ასოცირებული რისკების კვლევის ჯგუფის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჰიპერურიკემიასა და არტერიულ ჰიპერტენზიაზე მედიცინის მეცინიერებათა დოქტორმა , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის მიმართულების სრულმა პროფესორმა , თამაზ შაბურიშვილმა ისაუბრა. იმერეთის რეგიონში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებასა და მართვის მდგომარეობაზე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დალი ტრაპაიძემ, ჰიპეტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის წარმომადგენელმა საქართველოში. შეხვედრას ხარაგაულის პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმები, ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიმდინარეობისას დისკუსია გაიმართა და დარგის სპეციალისტებმა , კითხვა - პასუხის რეჟიმში, თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხეს. სამეცნიერო კონფერენცია ხარაგაულის საკრებულოს და მერიის მხარდაჭერით, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის და ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის უშუალო ჩართულობით გაიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4911.JPG
01/04/2024 14:20

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა

მერის წარმომადგენლებთან, კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და მიმდინარე ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს. მერმა წარმომადგენლებს, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით , სოფლებში სასაფლაოების დასუფთავება და სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაავალა. სამუშაოები სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარების დახმარებით შესრულდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4858_2.JPG
01/04/2024 12:21

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა. ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე ვრცელი განმარტება და კომენტარი გააკეთა ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების და ხარჯების  ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ფაქტიურად, 2023 წელს ხარაგულის მუნიციპალიტეტმა მიიღო 24 739,4 ათასი ლარის შემოსულობები. შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103,4 %-ით. გეგმის ზევით მობილიზებულია 803,5 ათასი ლარი, ხოლო გასულ 2022 წელთან შედარებით მიღებულია 1 155,2 ათასი ლარით მეტი შემოსულობები.“ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit.ly/3TWrvwI საკრებულოს წევრებს  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ საკითხი წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა. დღესვე, საკრებულომ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების  და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და საკითხი დაამტკიცა. საკითხი საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს. სხდომაზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit. ly/43NtqH9 კოლეგებს ანგარიში გააცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მარინა ხვედელიძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე   https://bit.ly/4avxkHr საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში შევიდა. ცვლილების თანახმად უსინათლოთა სოციალური პროგრამით მოსარგებლეებს , ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 ლარიდან 70 ლარამდე გაეზრდებათ. საკრებულოს წევრებმა დღეს 8 საკითხი განიხილეს.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4790.JPG
28/03/2024 16:12

ხარაგაულში მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

დღეს, 28 მარტს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტულ დარბაზში , მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ტურნირი საჯარო სკოლის 2013-2014 წწ დაბადებულ მოსწავლეთა შორის ჩატარდა , სადაც მონაწილეობა დაბის N2, სასულიერო გიმნაზის, ვარძიის, კიცხის და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიის და დაბის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ, მატჩი მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, სადაც გამარჯვება სასულიერო გიმნაზიის გუნდმა, ანგარიშით 2:1 მოიპოვა. ტურნირის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ და სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. ბომბარდირი: ანდრია კვინიკაძე საუკეთესო მოთამაშე : ანდრია კვინიკაძე საუკეთესო მცველი: ანდრია კამკამიძე საუკეთესო მეკარე: ნიკოლოზ ბექაური საუკეთესო თავდამსხმელი: გაბრიელ გურგენიძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fermeri.jpg
28/03/2024 11:00

მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას  საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა  ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი პროგრამით  დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  მაღალმთიან დასახელებებში  მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ღირებულების 70%,  თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც  შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება. აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა,   რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი  მოსავლის ამღები თანამედროვე  ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს,  გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა  განისაზღვრა  ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით.  პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით  ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული,  440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია  შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.   
სრულად