სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1980.JPG
06/03/2024 23:01

იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  თავმჯდომარემ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.  სხდომაზე საკრებულოს წევრებს საკრებულოს  იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა ანგარიში წარუდგინა. საკრებულომ იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის    თავმჯდომარის ანგარიში დადებითად შეაფასა.  ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2028.JPG
06/03/2024 22:58

ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა

4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკრებულოს სამსახურის უფროსმა , პეტრე შარიქაძემ გააცნო.   ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42HuQCD წარდგენილი ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1999.JPG
06/03/2024 22:53

საკრებულომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა , კახა გოლუბიანმა.  ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42H2SH7  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2506.JPG
06/03/2024 13:40

ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება

ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 051 271  ლარით იწყებს. ,, ჩვენ შევძელით და 2023 წელი წარმატებით დავასრულეთ. ხარაგაული მიმდინარე წელსაც გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით და განხორციელებული საქმიანობით“ - აცხადებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. საერთო ჯამში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხათუნა ჯობაძესთან ერთად გაეცნო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2013%20w_1.jpg
04/03/2024 23:02

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.   სხდომაზე საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა , კახა გოლუბიანმა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7 საკრებულოს წევრებმა ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს სამსახურის უფროსმა , პეტრე შარიქაძემ წარუდგინა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42HuQCD წარდგენილი ანგარიშები საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. ასევე დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს, ამავე კომისიის თავმჯდომარემ  ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7 სხდომას მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2365.JPG
04/03/2024 17:33

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში ( დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე)  საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მხატვრული კითხვის და საესტრადო წრის ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და საყვარელ და ძვირფას დედებს ყვავილები მიართვეს. ღონისძიება მხატვრული კითხვის წრის პედაგოგს , ლალი შარაშენიძეს მიჰყავდა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა , საესტრადო წრის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია და ხმის ოპერატორი დავით კვირიკაშვილი. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/iubile%20afishgasc11.jpg
29/02/2024 15:33

ხარაგაულის თეატრი 6 მარტს პრემიერაზე გიწვევთ

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი გილოცავთ ქალთა დღეს და 6 მარტს პრემიერაზე გიწვევთ. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,იუბილე სიურპრიზებით". პიესის ავტორი და რეჟისორი , მამუკა ჭიპაშვილი. მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი ჭიპაშვილი, ზაზა ლურსმანაშვილი, გიორგი მაქაძე, ბექა ხიჯაკაძე, რამაზი ოსანაძე. დასაწყისი 18 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1472.JPG
23/02/2024 17:57

ამბები ღიმილის არომატით - მამუკა ჭიპაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მამუკა ჭიპაშვილის ახალი კრებულის ,,ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ხარაგაულის იუმორისტული გუნდის ,,ჭირიმეს“ ხელმძღვანელისთვის და სცენარის ავტორისთვის იუმორისტული ლექსების, ნოველების და ფელეტონების წერა დიდი ხანია ცხოვრების ჰობია. მამუკა ჭიპაშვილის პირველი წიგნი 2015 წელს გამოიცა. მას მალევე მოჰყვა მეორე და მესამე კრებულიც. ,,ამბები ღიმილის არომატით“, რომლის პრეზენტაციას დღეს შედგა მეოთხე წიგნია. წიგნი მოიცავს საბავშვო და იუმორისტულ ლექსებს, ნოველებს. კრებულში განთავსებული თითოეული ამბავი, ლექსი თუ ფელეტონი, იგავი თუ ნოველა, იმერული იუმორით არის გაჯერებული. წიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ დახატული კარიკატურებით. ,,ამბები ღიმილის არომატით“ ხარაგაულის საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურის თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ წარუდგინა. პრეზენტაციაზე წიგნიდან იუმორისტული ლექსები წაიკითხეს ავტორის მეგობრებმა: ირინე ჩხეიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვასიკო კიკნაძემ, დათო ჩადუნელმა, ნიკოლოზ წიკლაურმა და ღონისძიების წამყვანმა , იზა ვეფხვაძემ. ქალბატონმა იზამ მამუკა ჭიპაშვილის ოთხივე წიგნის შექმნისა და მასში წარმოდგენილი ნაწაროებების შესახებ ისაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმაც, ბავშვებმა კრებულიდან წაიკითხეს საბავშვო ლექსები. საღამოზე მამუკა ჭიპაშვილის ლექსზე ,,სოხუმის მონატრება“ შექმნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა, რომლის მუსიკაც გიორგი მაქაძის მიერ შეიქმნა. სიმღერა ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა შეასრულა. მამუკა ჭიპაშვილს შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს ახლობლებმა, მეგობრებმა და დასწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/371032154_687656203388644_961232675884301016_n.jpg
21/02/2024 12:00

23 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონორის აქცია გაიმართება

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით , 23 თებერვალს სისხლის უანგარო დონორის აქცია გაიმართება. აქცია სლოგანით ,, გაუზიარე სიცოცხლე , გაიღე სისხლი“ , შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ - ს მომართვის საფუძველზე ჩატარდება.   ,,სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. სისხლის კომპონენტები საჭიროა ლეიკემიის , ანემიის დიაგნოზის მქონე პაციენტებითვის , ავტოკატასტროფაში მოხვედრილ დაზარალებულთათვის, მაღალტექნოლოგიური ქირურგილი ჩარევების დროს  და სხვა. იმედს გამოვთქვამთ დადგებით ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე და მონაწილეობას მიიღებთ სისხლის უანგარო დონორის აქციაში“- ვკითხულობთ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში. სისხლის უანგარო დონორის აქცია მერიის კულტურის სამსახურში, 11 საათზე დაიწყება. ,,ჭეშმარიტად ქველმოქმედნი არიან ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი , ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“ - სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქი ილია II”  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_1_2.png
20/02/2024 16:14

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ CESL-ს პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრისათვის პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპი), ინტერაქტიული (სმარტ) ეკრანისა და ფერადი პრინტერის შესყიდვა. შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240003506   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 19.02.2024 10:14 წინადადებების მიღება იწყება 25.02.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 27.02.2024 16:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 65`850.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  30200000 - კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  30213100 - პორტაბელური კომპიუტერები (ლეპტოპები)    30231320 - სენსორული მონიტორები    30232130 - ფერადი პრინტერები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 700.00 GEL გარანტიის ოდენობა 659 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია   პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ CESL-ს პროგრამის ფარგლებში (გრანტი) და გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.   ​ 100%  - გრანტი/კრედიტი    
სრულად