საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.jpg
12/02/2021 15:07

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მსენებლობასა და რეკონსტრუქციაზე საუბრობს.  „პირველ რიგში წყალაფორეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ვიტყვი ახალ ინფორმაციას - გადაწყდა, რომ სოფელში სკოლის ახალი შენობა აშენდეს. თავიდან დაიგეგმა, მომხდარიყო შენობის სრული რეკონსტრუქცია, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფუნდამეტი არ იყო მყარი.   ადგილობრივი თვითთმმართველობა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად ახდენდნენ მოპლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რათა შეცვლილიყო პროექტი და სოფელში აშენებულიყო სკოლის ახალი შენობა.  ცოტა ხნის წინ შედგა საუბარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბატონ გიორგი შენგელიასთან, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე და  ჩვენ ერთობლივად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოყოფილი 1 800 000 ლარი მოხმარდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობას. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და მინდა წყალაფორეთის მოსახლეობას მივულოცო! ჩვენ უკვე გვაქვს კიცხში საჯარო სკოლის ახალი შენობა, რომელიც თითქმის დასრულებულია. ახალი დაწყებითი განათლების სკოლა აშენდა ასევე ღარიხევში და ხიდარში. სამივე შემთხვევაში საუკუნოვანი შენობების ადგილზე სრულად თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობებია აშენებული. ასევე, წელს დაიწყო და წელსვე დასრულდება სოფელ ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლების კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებია სკოლებში მიმდინარეობს ახალი სველი წერტილების მოწყობა და დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენის ნორმების დაცვას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პრიორიტეტია და ადაპტირებულ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ახალგაზრდებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0169.JPG
12/02/2021 10:13

ხარაგაულის მერის კომენტარი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, ხარაგაულის მერია ოფიციალურ facebook გვერდზე კამპანიას იწყებს სახელწოდებით #რას_ამბობს_ხარაგაულის_მერი ამჯერად, კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებაზე საუბრობს: „საქართველოს მთავრობის განკარგულებით შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში, ხარაგაულიდან ექვსი სოფელი შედის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მივანიჭეთ იმ ზონებს, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალი გაყვანილია. მაგალითად, კიცხის ზონაზე გაზიფიცირებულია კიცხის თემი და ვარძია, აუცილებელია ბუნებრივი აირი შევიდეს წყალაფორეთში და ხიდარში. ასევე, ვმუშაობთ, რომ კიცხის ადმინისტრაციული ერთეულიდან  ჩაისვას  სოფელი ბორი. ბაზალეთის მიმართულებით კარგი ტემპი გვქონდა და ასე გავაგრძელებთ ახლაც. ამიტომ 2021- 2023 წლის გეგმაში შედის ბაზალეთის თემის სოფლების გაზიფიცირება. რაც შეეხება ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს -  სოფელ ფარცხნალში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ისლარი და ახალსოფელი გამრიცხველიანებულია. შემოსულია მოთხოვნა ღუდუმექეთიდან და ლოგიკურიც არის, რომ ფაქტობრივად, თემში ერთი სოფელი რჩება და ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. ასეთივე გეგმები გვაქვს ლაშის თემზეც. როგორ იცით ლაშე გაზიფიცირებულია და ვფიქრობთ, ლაშის იგორეთს და სხვა დანარჩენ სოფლებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება. ასე, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება დაბა ხარაგაულთან მიბმული ყველა ზონა, გარდა საღანძილის თემისა, სადაც მხოლოდ ჯაფაროული და ჩხერია გაზიფიცირებული. ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩხერიმელასა და ძირულას ხეობის სოფლების გაზიფიცირებაზე. როგორც იცით, ორივე ხეობაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლებელია ერთდროულად ვერ განხორციელდეს ინფრასტრუქტურის განვითარება და გაზიფიცირება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს ფინანსური თუ ტექნიკური დავაყენოთ წინადადება ცენტრალურ ხელისუფლებასთან.  2021-2023 წლების გეგმა არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ ხარაგაულში მხოლოდ 6 სოფელი გაზიფიცირდება.  გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 10 სოფელია გაზიფიცირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1667.JPG
11/02/2021 09:48

პირველი პოსტ-კოვიდური პროგრამა ხარაგაულში, კურორტ ნუნისში ამოქმედდება

საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კურორტ ნუნისში ამოქმედდება.   სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ნუნისში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილსა და ბალნეოლოგიურ კურორტ ნუნისის მენეჯერს, ნინა პავლიაშვილს შორის შედგა.  ნინა პავლიაშვილის ინფორმაციით, პროგრამას ექიმი და პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა.  ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის პოპულარიზაციისთვის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და ინტენსიური.   მერის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გააჟღერა, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით შეიმუშავა. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის იმ ბავშვების 7 დღიან სარებილიტაციო კურსს დააფინანსებს, რომელთაც გადაიტანეს კორონა ვირუსი და მათთვის გამაჯანსაღებელი პროგრამა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს და 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება.  ბალნეოლოგიურმა კურორტმა ნუნისმა, რომელიც მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს, პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამის ასამოქმედებლად მაღალი შეფასება, სწორედ მისი ადგილმდებარეობის გამო მიიღო.  კურორტი მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში განთავსებული, სადაც შერეული ტყეები განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ქმნიან. გამორჩეულად სუფთა ჰაერი, ადგილობრივი, ნატურალური ნაწარმი, ჯანსაღი გარემო და კვება, სამკურნალო წყალი და, რაც მთავარია, სრული იდიალია და სიმშვიდე შუაგულ ტყეში. ეს ის კომპონენტებია რაც პოსტ-კოვიდური მდგომარეობისთვის საჭირო და აუცილებელია.  პროგრამის ამოქმედება 1 მარტიდან დაიწყება. ნუნისის სასტუმრო მზადაა ბენეფიციარების მისაღებად. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე 555 37 32 29
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/138472046_2112172772250973_3845747920967959864_o.jpg
10/02/2021 10:54

საკითხები - რაზე ისაუბრეს ხარაგაულის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა

დღეს, ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანშვილს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს შეხვდა.  შეხვედრაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს!  საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელთა შესრულებაც წინა წლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო გაჭიანურდა.  კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, წელს დაფინანსებული 15 პროექტიდან სწორედ ასეთი პროექტების დასრულებას მიენიჭა პრიორიტეტი. „ახლახანს ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი მუშაობით მოხდა ახალი გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს, დამატებით, კიდევ ოთხი გზის მშენებლობა განხორციელდება და ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოხდება“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.  ისაუბრეს სტიქიის სალიკვიდაციო თანხების მობილიზებაზე. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ფონდიდან პირველ ეტაპზე მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოიყოფა, რომლითაც ლეღვნის თემში რამდენიმე პროექტი, ხოლო დაბა ხარაგაულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობ დაფინანსდება. მიმოიხილეს ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ხარაგაულის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მშენებელ კომპანიასთან შეხვედრა, სადაც დაზუსტდება კონკრეტული დეტალები - როდის და რა ლოკაციებზე განახლდება გზის მშენებლობა, რადგან როგორც ხარაგაულის მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია დაბაში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა უნდა მოეწყოს და სამუშაოების განხორციელების არეალში გზის მშენებელები ვერ იმუშავებენ.  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრეს ასევე, მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულიდან იმ ზონის სოფლებია ჩასმული, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალია გაყვანილი. ეს არის კიცხის ზონა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები.  შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა, რომ გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს.  განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება , რომელშიც ყველაზე დიდი მომართვიანობაა და მოქალაქეებს ამ კუთხით თანადგომა სჭირდებათ. ხარაგაულში სოციალური ბიუჯეტი წელს მილიონ ლარზე მეტია და ამ კუთხით 22 ქვეპროგრამა მოქმედებს.  ხარაგაულის მერი ამბობს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად მუშაობს მაჟორიტარ დეპუტატთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  დღესვე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის დეპუტატის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც მათი მხრიდან იქნა დაყენებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/148892054_1219898735078537_3958623905672990049_n_1.jpg
10/02/2021 10:06

ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზა ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. სოფელ ერეთას თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალით ვუკავშირდებით. ამორტიზებული გზით გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. რა ხდება ახლა - ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო და სამუშაოები წელს დასრულდება. ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ერეთაში, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში ბეტონის საფარი 600 მეტრზეა მოწყობილი, კომპანია დარჩენილ 1 400 მეტრზე სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა წელს დასრულდება  ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/148892054_1219898735078537_3958623905672990049_n.jpg
10/02/2021 10:04

ერთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზა ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. სოფელ ერეთას თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალით ვუკავშირდებით. ამორტიზებული გზით გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. რა ხდება ახლა -  ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო და სამუშაოები წელს დასრულდება. ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ერეთაში, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში ბეტონის საფარი 600 მეტრზეა მოწყობილი, კომპანია დარჩენილ 1 400 მეტრზე სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა წელს დასრულდება  ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1496.jpg
05/02/2021 11:29

წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ წყალფორეთში ბაღის უბნის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, წყალაფორეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მერმა ადგილზე მოისმინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. გაეცნო პროექტის შესრულების ხარისხს და დასრულების ვადებს. წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა საერთო ჯამში 2 300 მ-ზე განხორციელდა.   პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1435_1.JPG
04/02/2021 14:53

ხარაგაულში ახალი პროექტის - სწავლა დასაქმებისთვის განხორციელება იწყება

4 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა ხარაგაულის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე, რომელსაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე, მერიის სოციალური სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალი პროექტის განხორციელების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ დაწყებაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. 36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს: მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. მერის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. პროექტის დაწყების და ყველა შემდგომი ნაბიჯების შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან! პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/145652886_1113108555826570_6047088360060978954_n.jpg
03/02/2021 18:56

მარელისში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს განაგრძობს! ამჯერად, დავით დევდარიანი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პეტრე შარიქაძესთან ერთად, სოფელ მარელისში, საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მარელისში მდინარე ქუნცურზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად გმოვიდა მწყობრიდან და მის ადგილზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.  საავტომობილო ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 100 000 ლრით დაფინანსდა. აღნიშნული ხიდით მაერელისის სამი უბნის - ტაბატაძეების, მთისძირის და კოხტაგორას უბნების მოსახლეობა სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_46.jpg
03/02/2021 18:53

4 თებერვალს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 4 თებერვლის რიგგარეშე  ხდომის დღის წესრიგი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად