საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_2.JPG

ხარაგაულის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა

როგორ აფასებს ხარაგაულის მოსახლეობა  წინა წლებში განხორციელებულ საბიუჯეტო პროგრამებსა და 2022-2025 წლებისთვის, რომელი პროექტების განხორციელებას მიიჩნევს პრიორიტეტულად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა შეხვედრა გამართა  პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსახლეობის გამოკითხვასა და პროექტების შედგენის პროცესში.

პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფის თავმჯდომარეა, მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

შეხვედრაზე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  მოსახლეობამ თავიანთი შეხედულებები და არჩეული პრიორიტეტბი მიმდინარე წელს წერილობით პირველად დააფიქსირა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის ეფექტურად  და გამჭვირვალედ წარმართვისათვის.  რომლის საშუალებითაც ასევე უფრო მარტივად ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს.“

 როგორც შეხვედრაზე სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ განაცხადა, გამოკითხვის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში ძირითად  პრობლემად რჩება, სასმელი წყალი, გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიუხედვად იმისა, რომ ბოლო წლებში, საკამაოდ დიდი თანხები გაიხარჯა ამ მიმართულებით.

გამოკითხული მოსახლეობა ასევე მოითხოვს გარე განათებას, სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენას. საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების აღდგენას, ზოგან ნაგვის ურნებსა და უპატრონო ცხოველების იზოლაციას.

მოსახლეობა ასევე დადებით შეფასებას აძლევს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ბავშვების კვებას, სასკოლო ინფრსატრუქტურის მოწესრიგებას, სოციალურ პროგრამებს.

გამოკითხვაში ასევე აღნიშნულია , რომ სოფლის მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი სპორტულ და კულტურულ სანახაობებზე.  ასევე სოფლებში არ არის სკვერები, პარკები, ატრაქციონები.“

მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ და კულტურული პროექტების დაფინანსების მოპოვებაზე. მისი განცახდებით შესაძლებელია გრანტების მოპოვებაზე იმუშაოს მერიამ და თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.

ნანახია: 1692 - ჯერ