საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1380.JPG
11/08/2020 15:50

ხარაგაულში დებატების კლუბის გამარჯვებულები დააჯილდოეს

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის" 2020 წლის თებერვალში დაიწყო და მისი პირველი ეტაპი საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადება იყო. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი, პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოხდა. შესაბამისად, დებატების კლუბის გახსნა, სუპერვაიზირება, მოსწავლეთა მომზადება და საჯარო დებატები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის" 2020 წლის თებერვალში დაიწყო და „კონრად-ადენაუერის ფონდის", „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა" და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საჯარო გამოსვლების ონლაინკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკურსში მონაწილეობა 222-მა მოსწავლემ მიიღო. დებატების კონკურსში ხარაგაულელი მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები. უფრო მეტიც, ისინი საუკეთესო ათეულში მოხვდნენ და დღეს, ფონდის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები და სასაჩუქრე ბარათები პირდად გადასცეს. დაჯილდოების ღონისძიება ხარაგაულში, ღია სივრცეში გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილი და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი. მარინა ვეფხვაძე დაესწრნენ. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და პროექტში მონაწილე აქტიური მასწავლებლები. „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში იყო ის, რომ ჩვენ დავიწყეთ მოსწავლეებზე ზრუმვა გაცილებით უფრო ფუნდამენტურად, ვიდრე ეს სხვა დროს გაგვიკეთებია. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა მასწავლებელთა კორპუსი, იმისათვის, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი პროექტი, არამედ გაცილებით გრძელვადიანი და შევძლოთ, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ უნარებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების წარდგენა, გუნდურობა, ორგანიზებულად, არგუმენტირებულად და სტრუქტურულად სიტყვით გამოსვლა და ამ ყველაფრისათვის ჩვენ ვმუშაობდით არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან, რომელთაც თვითონ უნდა შეძლებოდათ შეექმნათ ადგილზე დებატების კლუბები და ეს მოახერხეს ძალიან წარმატებულად და დისტანციურ რეჟმშიც გააგრძელეს მუშაობა“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/117339647_2847545315492623_2805385319805057038_n.jpg
11/08/2020 11:53

ბჟინევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს ვერტყვიჭალა-ბჟინევის დამაკავშირებელ გზაზე, პირველ ეტაპზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია! სოფელი ბჟინევი, ხუნევის თემში, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან 7 კილომეტრში, ზვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს. სოფელში მუმდივი მაცხოვრებელი 12 ოჯახია შემორჩენილი. ადგილობრივები სოფლის გზის რეაბილიტაციას დიდი იმედით ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სოფელს ძველი სიცოცხლე დაუბრუნდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_8.jpg
10/08/2020 09:16

ხარაგაულში ზაზა გლუნჩაძეს პატივი მიაგეს

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოს ომში ერთადერთი ხარაგაულელი, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე დაიღუპა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის საფლავი. ზაზა 41-ე ბატალიონში იბრძოდა. მას დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, რა დროსაც მტრის დაბომბვას, 8 აგვისტოს, ცხინვალში ემსხვერპლა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_7.jpg
07/08/2020 14:19

ხარაგაულში მიზანში სროლის ტურნირი გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მიზანში სროლის ტურნირი, სადაც ორმოცდაათამდე მოყვარული მონაწილეობდა.  ჩემპიონატი 7 აგვისტოს, 11:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. ქალბატონებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი ნინო გველესიანმა, მეორე ადგილი მარიამ შარიქაძემ, მესამე ადგილი კი ფატი ბაბლიძემ დაიკავა. რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე, დემეტრე დუშუაშვილი გავიდა, რომელიც დღეს 11 წლის გახდა. მეორე ადგილი ზურაბ იჩქიტიძემ, ხოლო მესამე ადგილი ალექსანდრე გველესიანმა დაიკავა. "უახლოეს მომავალში შეჯიბრი ასევე პროფესიონალურ დონეზე "სპორტინგში" ჩატარდება. გარდა ამისა, იგეგმება ბევრი აქტივობა ღია სივრცეში, რის საშუალებასაც გვაძლევს არსებული ეპიდვითარება"-ამბობს, პროექტის მენეჯერი უჩა ცხადაძე  გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა შარიქაძემ გადასცა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xporhjb.jpg
06/08/2020 17:19

ღვერკი-ხორითის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, სულ 1 463 მეტრი გზა მობეტონდება, საიდანაც 500 მეტრზე სამუშაოები უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება 182 320 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს "ბლექ სი გრუპი" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_6.jpg
06/08/2020 12:59

მიზანში სროლის ტურნირი 7 აგვისტოს გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება ჩემპიონატი მიზანში სროლაში. თამაშები გაიმართება, 7 აგვისტოს, 11:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში და მას ჩემპიონატის ორგანიზატორები დააკვირდებიან. ჩემპიონატი ჩატარდება მოყვარულებს შორის და ტურნირის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც სროლის შემდეგ დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ერთნაირი ქულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტური, გამარჯვებულის საბოლოო გამოვლენამდე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით უჩა ცხადაძეს, ნომერზე: 595 519 826  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/117167772_331965057932976_4684411957295192315_n_1.jpg
05/08/2020 17:02

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სასიხარულო ამბავი. ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ჯემალ კალანდაძე ადგილზე გაეცნენ. ბეტონის საფარი 11 კმ-იან მონაკვეთზე იგება, რითაც ათამდე სოფელი ისარგებლებს და შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას რაიონის ცენტრამდე. პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ახალი ხიდები და მილხიდები, ასევე მოხდება გზის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 730 160 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/t.jpg
05/08/2020 12:44

ხარაგაულში კინოჩვენება გაიმართა

 ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით კინოჩვენება გამართა. მაყურებელმა ფილმი "საოცრება" ნახა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი დაინტერესება, ფილმმა, პატარებში გამოიწვია. "პანდემიის გამო, ყველა აქტივობა გაჩერდა ხარაგაულში და მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდა ჩვენ დავიწყეთ მსგავსი ინიციატივების განხორციელება. პირველი ფილმი სპეციალურად ავარჩიეთ პატარა მაყურებლისთვის, რომლებიც ყვლაზე აქტიურები არიან და ყველაზე მეტად სჭირდებათ სულიერი საზრდო. მინდა, რომ სხვადასხვა თემატიკის ფილმები ვაჩვენოთ, სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მაყურებლებისთვის" - ამბობს პროექტის მენეჯერი, ირინე ჩხეიძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%91%E1%83%92%E1%83%93.jpg
03/08/2020 18:51

ხარაგაულის 4 სოფელს ახალი საბავშვო ბაღი ექნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 ბაღს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი. ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა სოფელში არსებულ მოთხოვნას.  ბაღის მშენებლობა 700 000 ლარით ფინანსდება და იგი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღი ექნება მაღალმთიან სოფელ გედსამანიას. აქ უკვე არსებობდა სკოლამდელი მზაობის ჯგუფი, სწორედ იმავე შენობაში მოხდება ახალი ბაღის განთავსება, რომლის ჯამური ღირებულება 42 541 ლარს შეადგენს. საღანძილეში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება, რომელიც 50 აღსაზრდელს დაიტევს, ხოლო მისი ჯამური ღირებულება 700 000 ლარია. ღორეშაში არსებულ ბაღში, ფართი მხოლოდ ერთ ჯგუფს იტევდა, ახლა კი, გაზრდილი კონტიგენტის გამო იმავე შენობაში რეაბილიტაცია უტარდება დამატებით ფართს, რომელიც მეორე ჯგუფის არსებობის შესაძლებლობას იძლევა, პროექტის ღირებულება 23 000 ლარია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cancer_1.jpg
03/08/2020 18:41

ყურადღება! ძუძუს გამოკვლევა მამოგრაფის საშუალებით

13 აგვისტოს, 10 საათიდან ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, ხარაგაულელ ბენეფიციარებს ადგილზე მოემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური კლინიკა, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 40-70 წლამდე ქალბატონებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუს გამოკვლევა მამოგრაფის საშუალებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში 22 17 96;  599 852 652;  599 852 657;  595 073 565
სრულად