სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/maxresdefault.jpg
26/07/2022 09:59

მანძილი შენამდე დიდია - 29 ივლისს ხარაგაულში ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართება

  რეზო თაბუკაშივლის სახელობის, ლიტერატურული თეატრი ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლზე გიწვევთ. ლიტერატურული სპექტაკლი ,,ღვთის ენით მოსაუბრე პოეტი"  29 ივლისს, 16 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება. პოეტი ტარიელ ხარხელაური  ხარაგაულს მეუღლესთან ერთად ესტუმრება. დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_3.png
25/07/2022 07:36

დღეს ხარაგაულს კინოქალაქი სინემა ეწვევა

დღეს, 25 ივლისს ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, კინო ქალაქი „სინემა“ ეწვევა. კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია. მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრებიან. კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლები ხარაგაულელ მოსწავლეებთან ერთად   საინტერესო  აქტივობების განახორციელებენ.  გადაიღებენ ფილმებს, მოაწყობენ შეხვედრას: პოეტებთან, მუსიკათმცოდნეებთან, ცნობად სახეებთან. ხარაგაულის უკეთ გაცნობისათვის დაგეგმილია ასევე ოჯახებში სტუმრობა, ექსკურსია სოფელ საბეში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის დათვალიერება. „სინემას“ ხარაგაულში ყოფნის თითოეული დღე მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით აქვს გაწერილი და დაგეგმილი. 25 ივლისი პიონერფილმის ფილმების ჩვენება - 19:00 სთ 26 ივლისი სიმღერის დღესასწაული - ირმა ბერძენიშვილი( ოპერის თეატრის სოლისტი) ონლაინ ჩართვა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან - 18:00 სთ 27 ივლისი ექსკურსია სოფელ საბეში 28 ივლისი მუსიკის დღე - შეხვედრა კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან 29 ივლისი შეხვედრა ჟურნალისტთან  და საზოგადო მოღვაწესთან,  ნუგზარ რუხაძესთან - 10:00 სთ. შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან - 19: 00 სთ. 30 ივლისი შეხვედრა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ დირექტორთან, გიორგი ხარებავასთან. კინო ქალაქის საზეიმო დახურვა. კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია 9 მოსწავლესთან ერთად  ხარაგაულში ერთი კვირით დარჩება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1.png
25/07/2022 06:41

25 ივლისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროს რიგგარეშე სხდომის ნუსხა: სს „სილქნეტი“ - სათვის პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარა), ხუთი წლის ვადით 16 ცალი გარე განათების ბოძის კონსტრუქციის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მიზნით (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შსესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N 69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_2.png
21/07/2022 13:29

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ჩრდილში , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რომელიც სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო. პროექტები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. ტალახაძეების საუბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება. ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია. სამუშაოებს შპს ,,გგ“ შეასრულებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/294596544_5275911695779396_976338004332041172_n.jpg
18/07/2022 16:55

20 ივლისს ანსამბლი ,,შილდა“ და ,,უბისი“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ

20 ივლისს, კინოთეატრში ,  ხარაგაულის ხალხური სიმღერის ანსამბლი „უბისი“ და ქალაქ თელავის სიმღერის ანსამბლი „შილდა“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ.  ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.  ბილეთის ფასი - 3 ლარი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/294647581_5276201855750380_8347411074340544778_n.jpg
18/07/2022 16:44

დაბა ხარაგაულის შემოსასვლელში რკინა-ბეტონის მილხიდის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულის  შემოსასვლელში , რკინა - ბეტონის  მილხიდის მოწყობის სამუშაოები  აქტიურ ფაზაშია , ასევე აქტიურად მიმდინარეობს არსებული ბორდიურების დემონტაჟი.  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მუდმივ კონტაქტზეა კომპანიის წარმომადგენლობასთან. ,,სამუშაოების ტემპი მზარდია, ხარაგაულის მთავარი ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კომპანია ,,new road" -ის ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ- მილ-სადენ - მშენი“ და კომპანია ,,დაგი +“  შეასრულებს. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება , რაც მათ შორის,  ბარდიურების დემონტაჟს, გზის მოფრეზვას და რამდენიმე მილხიდის ერთდროულად მშენებლობას მოიაზრებს"- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1.png
17/07/2022 19:16

18 ივლისის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                   მომხს:   შმაგი ხიჯაკაძე                                                           2.     არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - ს ხელმძღვანელის ანგარიში  გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                მომხს:  ალექსანდრე ტაბატაძე 3.      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022  წლის ბიუჯეტის ექვსი თვის  საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.                                                                                       მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                 მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                 მომხს: კახაბერ გოლუბიანი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                      მომხს: კახაბერ გოლუბიანი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                            მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ - სთვის       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბალანსზე რიცხული  ავტომანქანა ზილ - 4502, სახელმწიფო N - DBI330- ს სარგებლობის უფლებით, არსებობის  ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                                  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2016 წლის  4   იანვრის   N  2  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                 მომხს: ინგა თურქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის თამაზი ლომიძისათვის უფლებამოსილების შესწყვეტის ცნობად მიღების თაობაზე                                                                                    მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0142_1.JPG
15/07/2022 14:48

დაბა ხარაგაულის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ამ წუთებში დაბის შემოსასვლელში, არსებული მილხიდის დემონტაჟი  მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში დაიწყება გზის მოფრიზვა და არსებული ბორდიურების დემონტაჟი, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას გზის დაგება მილხიდების მოწყობის პარალელურ რეჟიმში აწარმოოს. ხარაგაულის მთავარი ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კომპანია ,,new road" -ის ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ- მილ-სადენ - მშენი“ და კომპანია ,,დაგი +“  მოახდენს. კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ , რომ სამუშაოების ტემპი დღითი-დღე გაიზრდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს, მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა ადგილზე მოინახულა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0095_1.JPG
14/07/2022 10:40

ხარაგაულში საზაფხულო დღის ბანაკი მიმდინარეობს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , კულტურის სამსახურის უფროსთან , ირინე ჩხეიძესთან ერთად,  მოსწალე-ახალგაზრდობის სახლში,  დღის ბანაკის გახსნას დაესწრო. მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, ბავშვებში დღის ბანაკისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. ,,თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო ბანაკში 30 ბავშვის მიღება, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე რაოდენობა  40 მდე გავზარდეთ. ბავშვებს  სრული თავისუფლება მივეცით და თვითონ შექმნეს სამოქმედო პროგრამა. ვფიქრობ, ეს დღეები მათში ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებას, თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას და წარმოჩენას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, გაუჩნდებათ ახალი ინტერესები, გაერთობიან და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.“ ხარაგაულის მერიის დაფინანსებით, დღის ბანაკის მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური ლოგოთი დამშვენებული მაისურები დამზადდა. მერის პირველმა მოადგილემ,  ბავშვებს მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღეები უსურვა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0016_2.JPG
14/07/2022 10:29

ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანება ახალ პროექტს ,,მოძრავი ბიბლიოთეკა“ იწყებს

პროექტის პრეზენტაცია დღეს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა განმარტა პროექტი  პენსიონერების, შშმ პირებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის სასურველი წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში მიტანას ითვალისწინებს, რისთვისაც ყველა სასოფლო განყოფილებაში  ცხელი ხაზი ამოქმედდება. პროექტის განხორციელება, სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში,  დასაქმებული  16 პირის ჩართულობით იქნება შესაძლებელი.   პროექტის მიზნების შესახებ ,   საბიბლიოთეკო სფეროს წარმომადგენლებს ნანა ლურსმანაშვილი ესაუბრა:   ,, პროექტის მიზანია, გაუმჯობესდეს საბიბლიოთეკო მომსახურეობის ხარისხი და გაიზარდოს მკითხველთა რაოდენობა. მოხდეს წიგნის   პოპულარიზაცია. გარკვეული კატეგორიის ადამიანებს გაუადვილდეთ წიგნთან და ჟურნალ-გაზეთებთან წვდომა   და რაც მთავარია, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ჩართული  პირების ფუნქციების გაზრდა  და მათი აქტიური ჩართულობა საბიბლიოთეკო მუშაობაში. პროექტი ,,მოძრავი ბიბლიოთეკა“ ხარაგაულის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაში ამოქმედდება. პენსიონერებს, შშმ პირებსა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლებათ დარეკონ ცხელ ხაზზე  და მათთვის სასურველი ლიტერატურა და ჟურნალ-გაზეთები თვეში ორჯერ, სახლიდან გაუსვლელად, ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით მიიღონ. პროექტისთვის, ხარაგაულის ზრდასრულთა ცენტრში   - ,,მოძრავი ბიბლიოთეკა“ – ასეთი პრინტით  ნაჭრის ჩანთები შეიკერა, რომლითაც წიგნები და ჟურნალ-გაზეთები ადრესატებამდე მივა.
სრულად