სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0080_2.JPG
13/06/2022 19:07

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი,მერის თანაშემწე , ჟანა ნემსაძე და   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.   ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. ამის შესახებ თათბირზე განცხადება მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა გააკეთა. თათბირზე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს დაევალათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს. მერის წარმომადგენლებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოებზე მკაცრი კონტროლი უნდა განახორციელონ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად  დაკმაყოფილდეს.“ ივნისის თვე აქტიური იქნება სოციალური მიმართულებით.  სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეების განცხადებების  განხილვისას და გადაწყვეტილებების მიღებისას  მერის წარმომადგენელების შეფასებებს დაეყრდნობა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის განცხადებით ,  ხარაგაულის მერია ინვენტარიზაციის საკმაოდ შრომატევად პროცესს იწყებს. სპეციალური ჯგუფი გასვლით სამუშაო შეხვედრებს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DasdSC0dasd02asd7.JPG
10/06/2022 19:02

ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან, ერთად სოფელ ქროლსა და ბაზალეთში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. სოფელ ქროლში, 2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით დასრულდება. პროექტის ღირებულება 179 ათას 451 ლარია. სოფელ ბაზალეთში, მესხების უბანში  საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მერია, სამუშაოების მიმდინარეობაზე მუდმივი მონიტორინგს ახორციელებს.  2022 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზა ხარაგაულის 19 სოფელში რეაბილიტირდება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/199745006_1637792383098395_1702333541848009756_n.jpg
10/06/2022 16:37

14  ივნისს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში lego robotics - ის სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში lego robotics mindstorm ev3 სრული კურსი დასრულდა. სწავლების პერიოდში , ბავშვები პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს ეცნობოდნენ და საკუთარი ხელით რობოტების შექმნაზე მუშაობდნენ. 14 ივნისს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში ჯგუფებთან  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.   მოსწავლეები, რომლებმაც  lego robotics სრული კურსი გაიარეს გუნდებად დაიყოფიან. თითოეულ გუნდს  თავისი კაპიტანი ეყოლება,რომელსაც  დავალებას ინოვაციების ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსი კიკნაძე მისცემს. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი, ხოლო მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი, მსგავსი ღონისძიებებით, ცდილობს  თანამედროვე ტექნოლოგიებში ბავშვების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_83.jpg
10/06/2022 15:35

,,ცოცხალი წიგნები“ სოფლებში

            ,,ცოცხალი წიგნები - სოფლებში“ - ასეთი სახელწოდება აქვს კამპანიას, რომლის ფარგლებში,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფლებში გასვლით ღონისძიებებს იწყებს. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“- ს გამოძახილია. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი: ,,ალბათ ყველას გახსოვთ, პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ხარაგაულშიც გაიმართა ღონისძიებები. ჩამოსული იყვნენ პოეტები, მწერლები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ახლოს გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს თავიანთი წიგნები.      სწორედ ამ პროექტის გამოძახილია ღონისძიებები, რომელსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა გამართავს სოფლებში, სასოფლო განყოფილებების ჩართულობით.      ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ხარაგაულის შემოქმედი ადამიანები.   პროექტის ფარგლებში ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე,ვიტალი ფცქიალაძე,გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,დათო ჯიმშიაშვილი,ნანუკა ჭანკვეტაძე,ჟუჟუნა კალანდაძე , შოთა გოლუბიანი, თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.“    პირველი შეხვედრა  14 ივნისს მარელისის და სოფელ ვახანის ბიბლიოთეკის ეზოში გაიმართება.    ღონისძიებები ,,ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში  ზაფხულის პერიოდში სხვა სოფლებშიც ჩატარდება, რომლის თარიღსაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა წინასწარ დააანონსებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qeqwe_DSC0076.JPG
09/06/2022 16:21

ლაშეში,  ცქიტიშვილების უბანში გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ ლაშეში , ცქიტიშვილების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიგო. სამუშაოები მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა. ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში გზები ყველაზე ძნელად გადასაადგილებელ მონაკვეთებზე რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13_1.png
09/06/2022 16:11

10 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგ საკითხს განიხილავენ:                                         „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 202 2 წელს დასაფინანსებელი სა პროექტ ო წინადად ების მოწონების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N 69.69213501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-06-08%20210220.jpg
08/06/2022 21:03

ხევში ცენტრალური გზის მობეტონება დასრულდა

სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი  დაიგო. მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად,  სოფელ ხევის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი 704 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 107 ათასი ლარია. სამუშაოებს  კომპანია შპს,,მშენებელი 2022" აწარმოებდა. ამ პროექტით, სოფლის ცენტრალური გზის მობეტონება ბოლომდე დასრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1).png
08/06/2022 16:14

სკრინინგის განცხადება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის (E-60)  ავტომაგისტრალის ხევი - უბისას მონაკვეთის (F2)  მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება. პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების N17 სანაყაროსა და ნაპირდამცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია , თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ( იხ. ბმული ). აღნიშნულ პროექტზე სათანადო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ( ბმული )  დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13.png
08/06/2022 15:49

დღეს ხარაგაულის საკრებულოს ბიურო სხდომა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  განსახილველად  2022 წლის საპროექტო წინადადების ნუსხა წარადგინა. აღნიშნული პროექტები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ეტაპობრივად განხორციელდება. საპროექტო წინადადებებს ხვალ , 9 ივნისს, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია განიხილავს და 10 ივნისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს დასამტკიცებლად წარედგინებათ.   იხილეთ: 2022 წლის საპროექტო წინადადებების ნუსხა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_1.jpg
08/06/2022 15:11

ალექსანდრე ტაბატაძე: მოქალაქეებს უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში ჩასართავად ვიწვევთ

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა იგეგმება.   პროგრამა შეიცავს 4 კომპონენტზე უფასო კვლევას : 1)ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; 2) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით;  3) პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ ;  4) მსხვილი ნაწლავის კვლევა ორივე სქესის ბენეფიციარებში 50-70 წლის ასაკში 2 წლიანი ინტერვალით; რეფერალი ხდება ქუთაისის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში უფასო ტრანსპორტირებით,დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და ონკოლოგიური კველევითი ცენტრის ეგიდით. მსურველებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, სამუშაო დღეებში 10 დან 17 საათამდე, ან დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 593-33-13-66 ან 577-60-88-01      
სრულად