სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zzdb.JPG

დავით დევდარიანმა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართა

დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ახალსოფელის, ფარცხნალის, ღუდუმექეთის და ისლარის მაცხოვრებლებს შეხვდა.

დავით დევდარიანი სოფლის საერთო კრებებს მერის წარმომადგენელთან, ავთანდილ თაბუკაშვილთან და  კიცხი-ფარცხნალის  მაჟორიტარ დეპუტატთან, კიაზო გამრეკელაშვილთან ერთად დაესწრო.

მერის მოადგილემ კრებებზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამს ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განაწილდეს და დაიხარჯოს.

სოფელ  ღუდუმექეთში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შემდეგ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი:

1.გარე განათების მოწყობა

2.წყლის სისტემის მოწყობა

3.სანიაღვრე არხის მოწყობა მეიფარიანების უბანში

 ახალსოფელში გარე განათების ქსელის მოწყობასა და ცივწყაროში სანიაღვრე არხის გაკეთებაზე შეთანხმდნენ.

ფარცხნალის მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,   წყლის სისტემას მოაწყობს სამ ლოკაციაზე და სოფლის წისქვილისთვის მასალებს შეისყიდის. თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება სანიაღვრე არხის მოწყობასა და საუბნო გზის შეკეთებას.

სოფელ ისლარში მოსახლეობა წისქვილის მოწყობაზე, სასაფლაოს შემოღობვასა  გარე განათების ქსელის მოწყობაზე შეთანხმდა.

 

ნანახია: 481 - ჯერ