ჯანდაცვა და სოციალური
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3649.JPG
22/03/2022 11:20

ხარაგაულის მერია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა

მზის შვილებთან მარიამ მიქიაშვილთან და გიორგი კალანდაძესთან მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და საკრებულოს წევრი პავლე კიკალიშვილი იმყოფებოდნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მერიის სახელით,  თითოეულ მათგანს მილოცვა და საჩუქარი გადაეცა. ინკლუზიანიშნავს - ეს დაუნის სინდრომის 2022 წლის მსოფლიო გზავნილია. სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე: ,,ინკლუზია ნიშნავს, მაქსიმალურად ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ჩართული ამ ადამიანების ცხოვრებაში. მთავარია, პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ. მათთვის ტყუილად არ უწოდებიათ მზის შვილები, ისინი მუდმივად სითბოს და სიყვარულს ასხივებენ.“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0430.JPG
22/03/2022 11:20

ხარაგაულში ხუთი მზის შვილი ცხოვრობს

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დღეს მზის შვილებიდან  ერთ-ერთს,  ოჯახში ესტუმრა, დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს თითოეული მათგანი მილოცვას და საჩუქარს მიიღებს. სოფელ ლაშეში მცხოვრებ ნათია ნიქაცაძეს ხარაგაულის მერი,  თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, სოციალურ მუშაკთან ნათია ბერაძესთან და მერის წარმომადგენელთან კახა კვინიკაძესთან ერთად ესტუმრა. დაუნის სინდრომის მსოფლიო ასოციაციის წლევანდელი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს ,,წლევანდელი გზავნილი ,  თავის თავში მოიაზრებს ვიფიქროთ იმ ჩართულობის ფორმებზე, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოებასთან უფრო დააახლოებს. ეს ბავშვები უდიდესი სიყვარულის მატარებელი ადამიანები არიან და ჩვენც ყურადღება და სითბო სხვადასხვა ფორმით უნდა შევთავაზოთ მათ. მზად ვარ, თანამონაწილე ვიყოთ ყველა იმ  ღონისძიების თუ პროგრამის, რაც მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას განაპირობებს. “ - განაცხადა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა. მერიის სოციალური სამსახური უფროსის ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე პირები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოველ 21 მარტს აღინიშნება. მისი მიზანი, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფაა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_369478284659949.jpeg
18/02/2022 19:18

სოფელ სარგვეშისა და წიფის მაცხოვრებლები ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვნენ

დღეს 86 წლის ლილი ბუხნიკაშვილი ვაქცინაციის მარათონში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო და  პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.  მასთან ერთად ვაქცინაციით, მობილური ამცრელი ბრიგადის საშუალებით, სოფელ სარგევშისა და წიფის  მაცხოვრებლებმაც  ისარგებლეს. დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესსა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდა. ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:  ,, მარათონის ფარგლებში სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს ვაქცინაციის პროცესში ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც გადამზადება გიარეს და ჩვენ უკვე შეგვიძლია ადგილობრივი რესურსით ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის მარათონის  გამართულად მიმდინარეობას და მომართვიანობის შესაბამისად მთელი ხარაგაული მოვიცვათ.“ მარათონში უკვე ჩაერთო კიცხის,ხიდრის, ვარძიის,  მოლითის და მარელისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლის მოსახლეობა. ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.   ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/marvaccine.jpg
12/02/2022 14:56

სოფელ მარელისსა და მოლითში, ვაქცინაციის მარათონი , მაღალი აქტივობის ფონზე წარიმართა

ხარაგაულში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. სოფელ მარელისსა და მოლითში ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაქცინაციით, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ესარგებლათ.   დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესს  მერიის  ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდნენ.   ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც.   ირმა გიორგაძე , ექიმი:    ,,დღევანდელი აქცია მიეძღვნა ხარაგაულს, სადაც სოფელ მარელისსა და მოლითში მარათონის პირობებში ჩავატარეთ აცრა. მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა  ძალიან კარგი აქტივობა, ვაქცინაციია პროცესი მშვიდობიანად წარიმართა და  მოვუწოდებ ყველას ,რომ აიცრან რათა ამ ვირუსის მიმართ ბრძოლის უნარი გამოიმუშაონ.   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:    ,,შემდეგი ვაქცინაციის მარათონი  მომართვიანობის შესაბამისად დაიგეგმება. ხარაგაულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა   მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზება გაუწიოს ამ პროცესს და მობილურ ამცრელ ბრიგადასთან ერთად ვაქცინაციის პროცესი დაგეგმოს იმ სოფელში ,სადაც აცრის  მეტი მსურველი იქნება.   ალექსანდრე ფუხაშვილი,სოფელ სერბაისის მკვიდრი:    ,,ვარ 88 წლის, დღეს პფაიზერის ბუსტერ დოზა გავიკეთე, თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს ამ საშიში ვირუსისგან. ყველას ვთხოვ აიცრან და დაიცვან თავიანთი თავიც და საზოგადოებაც.   ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.     ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.   მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე ხორციელდება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებასა და ბორითის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.   ხარაგაულში  შესაძლებელია როგორც სწრაფი ისე PCR კვლევა. არიან ოჯახები,  რომლებთაც არ შეუძლიათ კოვიდ კვლევის ჩასატარებლად ადგილზე მოსვლა. (ძირითადად შშმ პირები ან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები, )ასეთ შემთხვევაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომლები გადიან და როგორც სწრაფ, ისე პისიარ ტესტირებას, ოჯახებში ატარებენ.    ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaa.jpg
12/02/2022 09:18

ხარაგაულის კლინიკა რამდენიმე თვეა, კოვიდპაციენტებს ემსახურება

ხარაგაულის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის  დირექტორი სამი წელია, გიორგი ამურველაშვილი გახლავთ. ბ-ნ გიორგის სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და  სწორედ მისი ძალისხმევით კლინიკაში ბოლო წლებში არაერთი სიახლე დაინერგა.  პანდემიის დღიდან, საავადმყოფო აქტიურადაა ჩართული კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის რეგულირებაში და აქ მომუშავე მედპერსონალის დამსახურებით, უამრავ მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. რა სერვისებია ამჟამად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულებაში, რა სიახლეებით შეხვდნენ 2022 წელს  და როგორ მიმდინარეობს  კოვიდპაციენტების მკურნალობა, ამის შესახებ გიორგი ამურველაშვილი პირადად გვესაუბრება. -გასული წლის  სექტემბრიდან ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად გადაკეთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 300-მდე პაციენტი მივიღეთ, როგორც  ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენი გუნდი დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება თითოეულ მათგანს, თუმცა გვქონდა გართულებებიც, ასეთ შემთხვევაში კი რეფერირებას ვახდენთ შესაბამის კლინიკაში. ასეთი სულ 20-მდე  შემთხვევა გვქონდა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდპაციენტების მართვის საკითხში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ,  ამის თქმის უფლებას მაძლევს არაერთი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, რომლებიც საჯაროდ  გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. რაც შეეხება სიახლეებს, გეტყვით, რომ კლინიკის თანამშრომლები ყოველთვის ორიენტირებული არიან პროფესიული განვითარების კუთხით.  სწორედ ამ მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება. მოგეხსენებათ, რომ კლინიკაში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) და რეგულაციის მიხედვით აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ემერჯენსოლოგები გვყავდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მედპერსონალი გადაგვემზადებინა  ემერჯენსოლოგებად და ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პატარა რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში ემერჯენსოლოგების  დეფიციტია,  თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ექიმების დეფიციტს არ განიცდის. ყველა სპეციალისტი გვყავს ადგილზე, როგორც  ამბულატორიაში, ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სტაციონარში.  მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, სულ ახლახან კლინიკაში ჟანგბადის მინი ქარხანა დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი  მინი ქარხანა ბორითის გადაუდებელ ცენტრშიც წარმატებით ფუნქციონირებს.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,  სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა. -ამ ეტაპზე, კონკრეტულად რომელი ამბულატორული მომსახურების მიღება შეუძლიათ  პაციენტებს?  -მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა კოვიდცენტრადაა  გადაკეთებული, რეგულაციების დაცვით  ხდება სხვა პაციენტთა მიღება და ძირითადი სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.  თუმცა, მიღების დრო შემცირებულია და ეს ხდება მოქალაქეთა  უსაფრთხოებისთვის.  დიდი ნაკადის თავიდან ასარიდებლად დავაწესეთ მიღების საათები, დილის 10 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში  კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურის ექიმი, ყველა  ადგილზეა. კლინიკაში აქტიურად ტარდება ყველა ამბულატორული მომსახურება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ექოსკოპისტი. ჩვენთან შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.  ამჟამად  კლინიკაში ხელმისაწვდომია  „სინოვაკის”, „სინოფარმის” და „ფაიზერის” ვაქცინები.  აცრები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე გართულებების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. -გვესაუბრეთ მოწვეულ ექიმებზე, რომლებიც ამჟამად ჰყავს ხარაგაულის კლინიკას.  -იმის გათვალისწინებით, რომ ხარაგაულის მოსახლეობას კლინიკაში ჰქონდეს ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა, სხვა რაიონებიდან გვყავს  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მოწვეული. ექიმი-კარდიოლოგი, ვლადიმერ თხელიძე და  ჯუნი ფერაძე,  ქირურგი მალხაზ ბურნაძე, ყელ-ყურის ექიმი ვახტანგ მატარაძე და ანესთეზიოლოგი სოსო სეფაშვილი. თუმცა კოვიდპაციენტებთან მუშაობის გამო,  მოწვეულ ექიმთა უმრავლესობამ  სპეციალური გადამზადება გაიარა და დროებით,  გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებად  მუშაობენ  ემერჯენსში. ხარაგაულის საავადმყოფოში სულ 63 მედპერსონალი საქმიანობს, რომლებიც დღედაღამ დაუღალავად დგანან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ექიმთა დაინფიცირების შემთხვევებიც, შიდა რესურსებით  წარმატებით ვართმევდით თავს და აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას. -როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები... -მუნიციპალიტეტში  არსებული რთული ეპიდვითარების დროს რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანის მიზანია, რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ უხილავი მტერი. ასევე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება და ხალხმრავალი  ადგილებისაგან  თავის არიდება. ჩემი მიზანია, ხარაგაულის მოსახლეობა მაღალი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,  ბევრი კმაყოფილი პაციენტი. კლინიკაში კი ამისთვის ყველა სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ  მიმართულებით კვლავ გვექნება სიახლეები. და  ბოლოს, მადლობა  მინდა  გადავუხადო  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელს  ბ-ნ  ნუგზარ  ბოლქვაძეს  და  კლინიკის  მედპერსონალს, რომლებიც  კოვიდპანდემიის  ურთულეს  პერიოდში  დაუღალავად  მუშაობენ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdv.jpg
29/12/2021 15:58

ხარაგაულის მერია სოციალური პროგრამების დაფინანსებას ზრდის

დღეს  ბიუროს სხდომაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც იანვრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი. 100 წლისა და მეტის ასაკის მქონე პირებზე, ერთჯერადი დახმარება  1000 ლარამდე გაიზრდება, ეს პროგრამა  ამ დრომდე 500 ლარით განისაზღვრებოდა. გაზრდილია ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც. ოთხი და მეტი შვილიან ოჯახებს მერია ერთჯერადად  თითო ბავშვზე 50 ლარს ურიცხავდა, მომავალი 2022 წლიდან კი თითო ბავშვზე ერთჯერადად 100 ლარი გაიცემა.  მარტოხელა მშობლები ყოველ თვეში ფულადი დახმარებას 50 ლარის ოდენობით მიიღებენ. მარტოხელა მშობლების დახმარება ამ დრომდე ერთჯერადად-200 ლარით იყო განსაზღვრული.  უსინათლო პირების, დევნილებისა და ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარება 30 ლარიდან-50 ლარამდე გაიზარდა. სხდომას, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები. 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/270202822_3257922517788232_2715986577748646087_n.jpg
27/12/2021 14:04

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დღეიდან ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების ნაკრების დარიგებას იწყებს. 11 853 ლარის ღირებულების საჩუქრებს, საერთო ჯამში, 540 აღსაზრდელი მიიღებს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdf.jpg
21/12/2021 16:35

შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში პროექტის „შშმ პირების მხარდაჭერისთვის“ ფარგლებში მერიის სოციალური სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზაცია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მცირე გრანტის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, პროექტის ხელმძღვანელმა, სოფიო ქარჩხაძემ და სოციალურმა მუშაკმა, იზაბელა ეჯიბიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.  გაიმართა დისკუსია  მუნიციპალიტეტის    სერვისებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კვლევისას გამოვლენილი  საჭიროებების თანხვედრაზე.   ასევე,  მიმოიხილეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/asdf.JPG
21/12/2021 12:36

საახალწლო ნობათი ბავშვებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით 150 ბავშვს, ვისაც  ჩვენი თანადგომა სხვებზე მეტად სჭირდებათ საახალწლო ნობათი გადაეცემა. ნობათის შემადგენლობაში შედის: ასაწონი შოკოლადი 0.5 კგ-იანი შეფუთვით; ორცხობილა "პეჩენია" 400 გრ; შესქელებული რძე - 2 ცალი; შაქარი- 800 გრ. შეფუთვით; მანდარინი - 2კგ; კარაქი -200 გრ. შეფუთვით; ზეთი- 1ლიტრი; ლიმონათი - 2 ბოთლი. წინასაახალწლოდ, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხარაგაულის მერია კვლავ განაგრძობს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjkfg.JPG
09/12/2021 11:33

მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა ხარაგაულის ვებ-გვერდზე

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა. კონფერენციაზე ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტის მერი, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ელექტრონული პლატფორმა წარმატებით დაინერგა. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი, ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მოსაზრება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“ უკვე დღეიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ შეაფასონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები და პროგრამები, რომლითაც მათ წლის განმავლობაში ისარგებლეს. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად - „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსდა. როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად. ,,საინტერესოა, რომ ბმულის გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება იმ სოციალური პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს, შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“ შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე. პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას. ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Gerogia) მიერ განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.  
სრულად