ჯანდაცვა და სოციალური
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_369478284659949.jpeg

სოფელ სარგვეშისა და წიფის მაცხოვრებლები ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვნენ

დღეს 86 წლის ლილი ბუხნიკაშვილი ვაქცინაციის მარათონში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო და  პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.  მასთან ერთად ვაქცინაციით, მობილური ამცრელი ბრიგადის საშუალებით, სოფელ სარგევშისა და წიფის  მაცხოვრებლებმაც  ისარგებლეს.
დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესსა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდა.
ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე: 
,, მარათონის ფარგლებში სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს ვაქცინაციის პროცესში ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც გადამზადება გიარეს და ჩვენ უკვე შეგვიძლია ადგილობრივი რესურსით ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის მარათონის  გამართულად მიმდინარეობას და მომართვიანობის შესაბამისად მთელი ხარაგაული მოვიცვათ.“
მარათონში უკვე ჩაერთო კიცხის,ხიდრის, ვარძიის,  მოლითის და მარელისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლის მოსახლეობა.
,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში. 
 ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს
 
 
ნანახია: 1587 - ჯერ