დღეს ბიუროს სხდომაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც იანვრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.
100 წლისა და მეტის ასაკის მქონე პირებზე, ერთჯერადი დახმარება 1000 ლარამდე გაიზრდება, ეს პროგრამა ამ დრომდე 500 ლარით განისაზღვრებოდა.
გაზრდილია ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც. ოთხი და მეტი შვილიან ოჯახებს მერია ერთჯერადად თითო ბავშვზე 50 ლარს ურიცხავდა, მომავალი 2022 წლიდან კი თითო ბავშვზე ერთჯერადად 100 ლარი გაიცემა.
მარტოხელა მშობლები ყოველ თვეში ფულადი დახმარებას 50 ლარის ოდენობით მიიღებენ. მარტოხელა მშობლების დახმარება ამ დრომდე ერთჯერადად-200 ლარით იყო განსაზღვრული.
უსინათლო პირების, დევნილებისა და ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარება 30 ლარიდან-50 ლარამდე გაიზარდა.
სხდომას, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები.
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
მომხს: დავით კიკნაძე
მომხს: დავით კიკნაძე