სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxghjfcghnjmvcb_1.jpg
19/11/2018 11:42

ხარაგაულს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა.  ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლეს. ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ხარაგაულში რამაზ ბლუაშვილის მოწვევით შედგა.  ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საღანძილეში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxfhdfghjvhkmbn.JPG
19/11/2018 10:23

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის წევრები, ა(ა)იპ-ების დირექტორები, ბუღალტრები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მოისმინეს და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო მოთხოვნები განიხილეს. იხ. ბმული როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის შემოსულობების გეგმა 736 600 ლარით გაიზარდა, მიზნობრივი ტრანსფერი 138 000 ლარს, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები - 5 997 800 ლარს, სხვა შემოსავლები კი 145 000 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი პროექტი კი 7 625 800 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებულია: ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 1 130 000 ლარი; ა(ა)იპ „მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ – 100 000 ლარი; ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ – 380 000 ლარი; ა(ა)იპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ – 110 000 ლარი; ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ – 647 000 ლარი; ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ – 50 000 ლარი; ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ – 125 000 ლარი; ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ – 93 000 ლარი; კომისიის სხდომაზე  კულტურის სფეროში მოღვაწე  ა(ა)იპ-ებში აღსაზრდელების მხრიდან სწავლისათვის არსებული გადასახადის გაუქმების შესახებ დაისვა საკითხი. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, მაია ბლუაშვილი თანახმაა გაუქმდეს აღნიშნული გადასახადი, თუკი ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი ამ დანაკლისის მიხედვით (ამ შემთხვევაში 2 800 ლარით) გაიზრდება. ამავე მოსაზრებას ეთანხმება მუსიკალური სკოლის დირექტორი, ლალი ალექსიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებული გადასახადი (10 ლარი) მინიმალური  თანხაა და ამის საფუძველზე  აღსაზრდელთა კონტიგენტის გაზრდას არ მოელის. სხდომაზე დებატები მოჰყვა ორი ა(ა)იპ-ის „სათნოების სახლისა“ და “მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დაფინანსების საკითხს. კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ების მიერ შესასრულებელი მომსახურებები მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერზე უნდა გაიტანოს, რითაც უკეთეს მომსახურებას მიიღებს და თანხების დაზოგვაც მოხდება. კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის საკითხი, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 380 000 ლარია გათვალისწინებული. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dtyhjufgchjfcghj.JPG
19/11/2018 10:02

დეპუტატებმა 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს  საკრებულოს ბიუროსა და  საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომებზე.   იხ. დანართი ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა  და სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა საკრებულოს დეპუტატებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში  60,3 %-ით შესრულდა, დაგეგმილი 11 997 700 ლარის ნაცვლად მიღებულია 7 234 200 ლარი. შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია რეგიონალური განვითარების ფონდიდან მისაღები თანხების გამო. გადასახადების გეგმა მუნიციპალიტეტს შესრულებული აქვს 151, 1 %-ით. დაგეგმილი 295,5 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 447,9 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში გეგმა შესრულებულია 58,8 %-თ.  ანგარიშის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ცხრა თვის შედეგების მიხედვით   47,2%-ით შესრულდა. ასევე ისაუბრეს ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც ბიუჯეტიდან მცირე თანხით დაფინანსდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ განმარტა, დაგეგმილი 12 383 000 ათასი ლარიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მხოლოდ 5 840, 7 ათასი ლარია გახარჯული. მისი განცხადებით, ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი  დაბალია, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს. დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ინდმეწარმემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ მოახერხა ლახუნდარის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება. გზის დაგება მიატოვა და სამუშაოები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელა.  მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის განცხადებით, საღანძილის ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. მისი აზრით, როდესაც ტენდერი ვერ შედგა და მასში მონაწილეობა არცერთმა მეწარმემ არ მიიღო, აუცილებელია სატენდერო პირობები შეიცვალოს. ვერტყვიჭალის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ ბჟინევის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ დროულად არ დაიწყება სამუშაოები პროექტის შესრულებას უამინდობა შეუშლის ხელს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნანიტაშვილებისა და დევდარიანების უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მისი განმარტებით, ბაზალეთში გზების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც თანხა  გასული წლის დეკემბერში ჩაერიცხა მუნიციპალიტეტს. ვარლამ ჭიპაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი შემოსულობები არ შესრულდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლიდან,  ისევე როგორც არა ფინანსური აქტივების  კლებიდან. ანგარიშის  დასასრულს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რიგი მომსახურებების ტენდერის გზით შესყიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0179.JPG
16/11/2018 12:35

ხარაგაულის ბიუჯეტი 7 625 800 ლარით განისაზღვრა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.  ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 625,8  ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტზე  736 400 ათასი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს. საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის განცხადებით წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად დაგეგმილი 80  ათასი ლარი ცოტაა, რადგან აღნიშნული თანხით  ვერ მოხერხდება მუნიციპალიტეტში არსებულ წყალთან დაკავშირებული პრობლემების სრულად მოგვარება. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯომარის, გია თავზარაშვილის განცხადებით, თანხა, რომელიც მომატებულია ბიუჯეტში, პირველ რიგში უნდა მოხმარდეს პრიორიტეტულ პროექტებს, როგორიცაა სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა. დეპუტატი იუზა კელენჯერიძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების საკითხს. მისი განცხადებით ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია, სადაც შესაძლებელია მევენახეობის განვითარება. „მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობა დაფინანსებული იყო 10 ათასი ლარით, თუმცა ამ მიმართულებით წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან თანხა არ გახარჯულა, 2019 წლის ბიუჯეტში კი ამ მიმართულებაზე დაფინანსება საერთოდ არ არის. ვფიქრობ,   ჩვენს მუნიციპალიტეტს ძალიან კარგი რესურსი აქვს რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებებით შევქმნათ პროგრამები, სადაც შეიძლება დასაქმდეს მოქალაქეებიც.  “   2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა კომისიებისა და ფრაქციების სხდომის  ფორმატში გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdfgfjk%2Cjnm%2C.JPG
15/11/2018 14:22

შეხვედრა დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან

ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ აგრძელებს პროექტს - „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“. ამჯერად, შეხვედრა ხარაგაულელ დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი: „ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან მოდიან მაგალითი არიან საზოგადოებისთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ხარაგაულში გაზრდილი ადამიანი არის ჩვენი სტუმარი. გოჩა ბუაჩიძემ ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, მან თავისი სიცოცხლის გარკვეული წლები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა, მაგრამ არასდროს  დაუკარგავს ხარაგაული.“ გოჩა ბუაჩიძე დამსწრე საზოგადოებას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ესაუბრა: „ბავშვობიდანვე მიყვარდა კითხვა და შრომა, ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩამოყალიბებაში.“ გოჩა ბუაჩიძემ  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არაბულ ხელნაწერებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც იერუსალიმში ინახებოდა. აქვს სხვადასხვა სტატიები და მონოგრაფიები გამოქვეყნებული ქართველ მამლუქებზე. მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ საკითხებზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sxfhjncghn.jpg
15/11/2018 12:05

ხევის საზოგადოებრივ სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხევის საზოგადოებრივ სახლში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ექსპერტი გია აბაშიძე უძღვებოდა. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის , მათ შორის, უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ დაგეგმა. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/fcgkhmbnmvbnm.JPG
12/11/2018 15:39

ხარაგაულში მხატვართა კონკურსი - შემოდგომის პალიტრა გაიმართა

დღეს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ა(ა)იპ ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის," მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდა მოყვარულმა მხატვრებმა ნამუშევრები თავისუფალ თემებზე შეასრულეს. მათ ნამუშევრებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში ჟუჟუნა კვანტრიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე და გაიოზ შუბითიძე შედიოდნენ. ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 სკოლიდან 75 ახალგაზრდა იყო ჩართული. კონკურსის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ანი კვინიკაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა); II ადგილი: ნათია ბურჯანაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა), თეონა ჭიპაშვილი და გიორგი გელაშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); III ადგილი: ნანა მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა), მართა გურგენიძე და მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია). დაჯილდოვდნენ ასევე ყველაზე პატარა მონაწილეები: ილია კაპანაძე (ბაზალეთის საჯარო სკოლა), ელენე ხიჯაკაძე (N3 საჯარო სკოლა), ვაჩე კურტანიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) და თამთა ხუჯაძე. ჟიურის სიმპათია გახდნენ: 1.ლუკა ყრუაშვილი (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 2. ნინო შველიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 3. ლიკა იჩქიტიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 4. ელენე ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 5. ლიზა ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 6. ქრისტინე ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 7. ლუკა ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 8. მარიამ ფცქიალაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 9. მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა) 10. ელენე ბუაჩიძე (N3 საჯარო სკოლა) 11. ქრისტინე ტაბატაძე (საღანძილის საჯარო სკოლა) 12. კესო იჩქიტიძე (N3 საჯარო სკოლა) 13. ლუკა ჯამაგიძე (მოლითის საჯარო სკოლა) 14. ანა მაისურაძე (N3 საჯარო სკოლა) 15. გიორგი კვინიკაძე (N2 საჯარო სკოლა). კონკურსის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/picture.jpg
09/11/2018 18:01

ხარაგაულის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსები ცხადდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსები დასრულდა. დახურული კონკურსის შედეგად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში, გიზო მიქიაშვილი, კარიერული წინსვლის პრინციპით, გადავიდა ამავე სამსახურში  ინფრასტრუქურის განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში.   ღია კონკურსის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებაში მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში, გიორგი სახვაძე დაინიშნა. გიორგი სახვაძე ამ დრომდე, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსხურის მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად პირველადი აღრიცხვის საკითხებში მუშაობდა.  ღია კონკურსში დარეგისტირებული იყო 8 აპლიკანტი, მათგან გასაუბრებაზე გამოცხადდა მხოლოდ სამი, რომელთაგან საუკეთესო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგად შეირჩა. გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერიამ, დღეს, ვაკანტურ თანამდებობეზე კონკურსი ისევ გამოაცხადა.   1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საარქივო საკითხებში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის ასისტენტი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი); განაცხადების შევსების ვადა 18 ნოემბერს იწურება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0592.JPG
09/11/2018 16:47

ხარაგაულის მერს ახალი თანაშემწე ჰყავს

ლაშა გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის თანაშემწედ დღეს დაინიშნა. მერის თანაშემწის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა ბენდიაშვილმა აღნიშნული პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ლაშა გელაშვილი 1991 წლის 16 იანვარს დაიბადა. დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსისტის სპეციალობით. 2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორად.    2015-2017 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ახალ თანამდებობაზე ლაშა გელაშვილი მუშაობას 11 ნოემბრიდან შეუდგება. მერის თანაშემწის პოსტზე გამარტივებულ კონკურსში 25 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გასაუბრებაზე მხოლოხ ხუთი გამოცხადდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
09/11/2018 15:27

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე            
სრულად