ბიუროს სხდომაზე იმ საკითხების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას, რომელსაც საკრებულოს წევრები 5 თებერვლის სხდომაზე განიხილავენ.
საკითხთა ნუსხა
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
მომხს:აკაკი ლურსმანაშვილი
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
მომხს:ზურაბი იჩქიტიძე
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მომხს:ზურაბი ბანცაძე
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მომხს:ზურაბი ბანცაძე