სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0546.JPG
18/01/2019 12:39

15 პროექტი ხარაგაულში, რომელიც 3 670 000 ლარით დაფინანსდა

  18 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შედეგად განხორციელდა. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.  ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისთვის   3 670 000 ლარი გამოეყო.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე განმარტა, რომ საჭიროა გასული წლის ნაშთის-3 962 966   ლარის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებში მიმართვა. ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 3 670 000  ლარით და განისაზღვრა 11 395 800 ლარით, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები გაიზარდა 7 632 966 ლარით და განისაზღვრა  15 358 766    ლარით. საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრებმა: ინგა მაღრაძემ, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გია თავზარაშვილმა შენიშვნები გამოთქვეს. მათი განცხადებით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 3 670 000 ლარი არ ითვალისწინებს იმ პროექტების სრულად განხორციელებას, რომელიც საკრებულომ მოიწონა.  დეპუტატები, აღნიშნავენ, რომ მერია თავისი შეხედულებით წყვეტს, რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს და არ ითვალისწინებს არც საკრებულოს და არც ხალხის ინტერესებს. მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა, დეპუტატების ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხდება და ყველა მათგანი ხარაგაულის მოსხლეობისთვის კეთდება. მაღრაძის განცხადებით, მერიამ იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკრებულოს მიერ მოწონებული 41 პროექტიდან გადააგზავნა - 20, რომლებიც უკვე  დაპროექტებული და ექსპერტიზა  გავლილი იყო.  20 პროექტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, მხოლოდ 15 მათგანის განხორციელებისთვის გამოყო 3 670 000 ლარი. როგორც მერის პირველი მოადგილე განმარტავს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ახალი პროექტების შეძენა და დაფინანსების მეორე ეტაპზე  მოხდება დანარჩენი მოწონებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.   იხ. პროექტების ჩამონათვალი     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdgfhfhjcghn.jpg
16/01/2019 17:29

პრემიერა - „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა. სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა და ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. პრემიერას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სპექტაკლმა ანშლაგით, მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.  სპექტაკლში მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე  კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლია თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdcgjfghj.JPG
16/01/2019 16:06

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

  16 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.  ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის   3 670 000 ლარი გამოეყო.   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე განმარტა, რომ საჭიროა გასული წლის ნაშთის - 3 962 966   ლარის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებში მიმართვა. ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 7 725 800 ლარი   გაიზარდა  3 670 000  ლარით და განისაზღვრა 11 395 800 ლარით, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 7 725  800  ლარი  გაიზარდა 7 632 966 ლარით და განისაზღვრა  15 358 766    ლარით. საკითხის განხილვისას ბიუროს წევრებმა  შენიშვნები გამოთქვეს. მათი განცხადებით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 3 670 000 ლარი არ ითვალისწინებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც საკრებულომ მოიწონა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ სწორედ იმ 41 პროექტიდან შეირჩა პირველ ეტაპზე დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც საკრებულომ მოიწონა, ხოლო პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იმ ობიექტებს მიენიჭა, რომლის პროექტიც ნაყიდი ქონდა მერიას.  ინფრასტრუქტურის სამსახურს დაწყებული აქვს ახალი პროექტების შეძენა და დაფინანსების მეორე ეტაპზე გზები სხვა სოფლებშიც დაიგება. ზემოთ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დეპუტატები 19 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghjmcbc.JPG
15/01/2019 16:51

გამოკითხვის შედეგად მოსახლეობამ ხარაგაულის მერის საქმიანობა დადებითად შეაფასა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოკითხვა - როგორ აფასებთ ხარაგაულის მერის საქმიანობას, ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად, მასში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, ადამიანთა 94%-მა ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა დადებითად შეაფასა, დანარჩენმა 6%-მა კი - უარყოფითად! მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი. თქვენი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია! განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც კრიტიკულია. ჩვენ გულისყურით ვუსმენთ განსხვავებულ აზრს, ღიად ვსაუბრობთ პრობლემებზე და გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე იწყებს გასული ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას მოსახლეობასთან. შეხვედრების განრიგს მიადევნეთ თვალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge და facebook გვერდზე.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfghjhgkjhk.jpg
14/01/2019 17:06

ხარაგაულის მერმა თეატრალურ საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა

„ქართული თეატრის დღეს გილოცავთ ჩემო ნიჭიერო ხალხო. ხარაგაულის და ამ ხალხის სიყვარულით, რომ აკეთებთ წარმოუდგენლად ბევრს და ძალიან ხარისხიანად, ამას აქვს უდიდესი მნიშვნშვნელობა და ეს არის პროფესიონალიზმი. იცით, რომ ნებისმიერ დროს ვარ თქვენ გვერდით და რაც შემეძლება ხელშეწყობას არ დავიშურებ.“  - ამ სიტყვებით მიულოცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა,  ნიკოლოზ თოფურიძემ ოთარ აბაშიძის სახალხო და რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრის წარმომადგენლებს  ქართული თეატრის დღე  და მათ შემოქმედებითი წინსვლა უსურვა. საქართველოში პირველი სპექტაკლი - „გაყრა“ გიორგი ერისთავმა 1850 წლის 14 იანვარს  დადგა. სწორედ მოვლენას უკავშირდება ქართული თეატრის დღის აღნიშვნა.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghghjghjkj.JPG
11/01/2019 14:46

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, პირველი, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, იწყება სოფლისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 430 000 ლარია გამოყოფილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე, მერის წარმომადგენლებთან შეთანხმებით შედგა სოფლის საერთო კრებების ჩატარების გრაფიკი . გრაფიკის მიხედვით, ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 1 თებერვლიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. გრაფიკშივე მითითებულია თანხა, რომელიც სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განსაზღვრული. შეხვედრების დაწყებამდე მერის წარმომადგენლები, მოსახლეობაში გაავრცელებენ საპროექტო წინადადების ფორმას, რომელსაც შემდეგ წარმოადგენენ ინფრასტრუქტურის სამსახურში. მოსახლეობის მიერ უკვე შერჩეული იდეების განხილვა მოხდება სოფლის საერთო კრებაზე, სადაც ჩატარდება ფარული კენჭისყრა და დაფინანსდება პროექტი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კრებების დაგეგმვასთან და მის სამართლებრივად სწორად წარმართვასთან დაკავშირებით. სოფლის მხრადჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად, დეტალურ, ინფორმაციას გაეცნობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdghjcvb_1.jpg
11/01/2019 11:54

სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი გიწვევთ სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერაზე. სპექტაკლი გაიმართება 16 იანვარს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში. პიესის ავტორი - ირაკლი სამსონაძე რეჟისორი - ირინე ჩხეიძე მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლია თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე ბილეთები 14 იანვრიდან  გაიყიდება კინოთეატრის სალაროში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/azdghxfgjgd.jpg
10/01/2019 16:43

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ  ''ტამიფლუს '' გარკვეული რაოდენობა გადასცა. პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე 577 140 192 ლელა კაციტაძე,  577 927 267 შმაგი ხიჯაკაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjlkghjkfvhjnm.jpg
09/01/2019 10:43

საშობაო ტკბილეული 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საშობაო ტკბილეული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fxghxfncfvnb_1.jpg
09/01/2019 10:37

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია

საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მარტოხელა დედას, თეა დევდარიანს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. თეა დევდარიანი შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს. დედა-შვილი სათნოების სახლში ყოველდღიურად იკვებებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ.  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მერია გეგმავს, მომავალი წლიდან ოჯახის ბინის ქირის ხარჯები უზრუნველყოს.        
სრულად