სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ccae884b-dedd-4bf8-be5d-97ab48fefab9_675.jpg
02/03/2023 12:42

უამინდობის გამო ხარაგაულს წყალი გრაფიკით მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვის ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, უამინდობის გამო  მარელისი-ლეღვნის სათავიდან შემოსული წყალი დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს  ვერ აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე ხარაგაულს წყალი დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარებიდიდან და სატუმბო სადგურებიდან  მიეწოდება. გამომდინარე აქედან , მიმდინარე კვირაში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი გრაფიკით დილით, 8 საათიდან 11 საათამდე, და საღამოს, 6 საათიდან 9 საათამდე, მიეწოდება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგება აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dnv.jpg
01/03/2023 16:10

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაული გაზაფხულს პირველ თვეს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით შეხვდება. გთავაზობთ კულტურული ღონისძიებების განრიგს: 2 მარტი-დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ორგანიზებით, დასაწყისი:15:00 საათზე. 6 მარტი-შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი 15:00 საათზე. 6 მარტი- ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი-18 საათზე. 18 მარტი-  რეზო თაბუკაშვილის თეატრი გამართავს შემოქმედებით ღონისძიებას-„შემოქმედებითი ქალბატონები“, სადაც მოეწყობა ვიდეორგოლის წარდგენა. 27 მარტი-N2 სკოლამდელ დაწესებულებაში ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო. 27 მარტი-თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრში მოეწყობა სპექტაკლის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენება. დასაწყისი 13:00
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/333852213_718213749949033_887595665323220665_n.jpg
01/03/2023 16:01

ხარაგაულელი მოსწავლეები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მაღალი კლასების მოსწავლეები სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მიიწვია. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილმა სკოლის დირექტორებს „ახალგაზრდული ფესტივალის“ შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ხარაგაულში აპრილიდან დაიწყება და ინტელექტუალურ, სპორტულ, სათავგადასავლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, “ქართული ლიგის“ ანალოგი, „ქართული სასკოლო ლიგა“ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  ყველა სკოლის იუმორისტულ გუნდს ექნება. „ქართული სასკოლო ლიგის“ პირველი ტური 3 აპრილს გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილი სკოლის დირექტორებს, ასევე, ესაუბრა ახალი ინტელექტუალური თამაშის -  „რჩეული“ შესახებ. ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში, პირველი ტური სკოლებში გაიმართება, გამოვლინდება 27 რჩეული, რომელიც 3 გუნდად დაიყოფა და ითამაშებს შემდეგ ტურში. შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სკოლის დირექტორებს ღონისძიებებში მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა. აპრილის თვიდან ხარაგაულის სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა.“ ამის შესახებ  სკოლის დირექტორებს „ტვინების ბრძოლის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესაუბრნენ და თამაშის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ჩემპიონატის პირველი ტური სკოლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.  გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0619.JPG
28/02/2023 11:37

რა? სად? როდის? ზამთრის სერიის ფინალური შეხვედრა დასრულდა

დავით ჩადუნელის ექვსეულმა მაყურებლის წინააღმდეგ ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა. თამაშს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც გუნდს ზამთრის სერიის თამაშებში ღირსეული გამარჯვება მიულოცა. ვარლამ ჭიპაშვილი: - ,,ვულოცავ გუნდს ღირსეულ გამარჯვებას, მივესალმები აქტიურ მაყურებლებს, პროექტის გულშემატკივრებს. მიხარია , რომ ხარაგაულში ინტელექტუალური რესურსი დიდია. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ვაფასებთ გონიერ ადამიანებს. მადლობა მამუკა ჭიპაშვილს ახალი და საინტერესო ინიციატივებისთვის. ხარაგაულის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ ინტელექტუალური ხასიათის პროექტებს.“ გუნდის წინაშე, სპეციალური კითხვით წარსდგა მწერალი, გიზო თავაძე. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, კობა ყრუაშვილი, ბესო დავაძე, ვასილ კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი. ზამთრის სერიის თამაშების მოაზროვნედ, ვასილ კიკნაძე დასახელდა. დავით ჩადუნელის გუნდმა საზოგადოებას გუნდური და საინტერესო თამაში შესთავაზა. ხარაგაულის მერიის სახელით გამარჯვებულ გუნდს 500 ლარი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისგან 100 ლიტრი საწვავი გადაეცემა. ზამთრის სერიის ფინალური თამაშის დასასრულს გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრები გადასცეს მერის მრჩეველმა, ვალოდა კელენჯერიძემ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა,მანანა ტაბაშიძემ. სამუსიკო სკოლის დირექტორის , ლალი ალექსიძის მიერ სიმბოლური საჩუქარი გადაეცა თამარ ფცქიალაძეს. ვერა ოდიკაძის გუნდი დააჯილდოვა საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა, ლაურა გოგოლაძემ. ,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიაში 4 გუნდი თამაშობდა. თამაშების მხარდამჭერი გახლდათ, ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask_2_1.png
28/02/2023 10:18

2 მარტს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2 მარტს  რიგგარეშე სხდომას გამართავს. საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნული საკითხი 6 მარტის საკრებულოს სხდომის საკითხთა ნუსხაში შევა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/IMG_0322.JPG
27/02/2023 18:17

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე,დავით დევდარიანი და  მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრა მერმა, მადლობით დაიწყო. კობა ლურსმანაშვილმა, დიდთოვლობისას, უწყვეტი ქმედითი ღონისძიებების ეფექტურად მართვისთვის  მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეებს ვარლამ ჭიპაშვილს, დავით დევდარიანს, მერის წარმომადგენლებს, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას და განაცხადა, რომ  მათი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის შედეგად  ხარაგაულის მერიამ კრიზისის სწორად მართვა შეძლო. თათბირის მთავარი თემა დიდთოვლობისას გაწეული ქმედითი ღონისძიებების ანალიზი გახლდათ. შეხვედრისას მერმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან  უშუალოდ მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებული ვითარების შესახებ.  თათბირზე განცხადება გააკეთა მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ.  ხარაგაულის მერიასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი ფორმდება. ჟანა ნემსაძემ მერის წარმომადგენლებს იმ  მოქალაქეების შესახებ სთხოვა ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც ემიგრაციიდან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ ცხოვრების მინიმუმ 1 წლიანი ისტორია აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, ხარაგაულის მასშტაბით, დაბრუნების მაჩვენებელი დადგინდება. ახალი პროექტის ფარგლებში, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დაბრუნების მაჩვენებელი მაღალი იქნება, პრიორიტეტები გამოიკვეთება და მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული პროექტი დაფინანსდება. ხარაგაულის მერია ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს. ინფორმაციისთვის, პროექტის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის სოფელ იგორეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ჭაბურღილის გაკეთება დაიგეგმა. სოფელში სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask_2.png
22/02/2023 12:49

6 მარტს საკრებულოს სხდომა გაიმართება

 6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. გთავაზობთ დღის წესრიგს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მომხს: კახაბერ გოლუბიანი 4. .ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 5„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში --  https://bit.ly/3ZeEsSu ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში ---   https://bit.ly/3Stayrh ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში --  https://bit.ly/3InUClv ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში--   https://bit.ly/ 3EsBphr    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asff545as45f4as45fasf.jpg
22/02/2023 11:11

,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიაში ვერა ოდიკაძის გუნდმა ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა. წამყვანის წინააღმდეგ ვერა ოდიკაძის ექვსეულმა თამაში, გამარჯვებით 6:5 დაასრულა. თამაშს უძღვებოდა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი. გუნდის წინაშე სპეციალური კითხვით წარსდგა, საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი, ნანა ლურსმანაშვილი. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: ვერა ოდიკაძე, ინგა ვეფხვაძე, დიმიტრი მაღრაძე, ოთარ მაღლაკელიძე, ნათია შარიქაძე, მალხაზი ქოჩიაშვილი. დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი, მალხაზ ქოჩიაშვილი. ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით დასრულდება. ,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. ხარაგაულის მერია გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/332080125_551085050325734_8022277572624938362_n.jpg
22/02/2023 11:07

ხარაგაულში დიდთოვლობის წინააღმდეგ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხარაგაულში უხვი ნალექის მოსვლის დღიდან სოფლებში სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სამუშაო პროცესს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, პრიორიტეტების მიხედვით, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად წარმართავს. ამ ეტაპზე გაწმენდილია 72 სოფლის ცენტრალური გზა. ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის საფარისგან იწმინდება საუბნო გზები. გაწმენდილია დაბა ხარაგაულის ტერიტორია, ასევე, ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი გზები.   სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკა. კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით სოფლებში სოციალური პროგრამით დასაქმებული პირების შემადგენლობით მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდნენ მოხალისეთა ჯგუფები. სოფელ ხიდარში, ნადაბურში, ბაზალეთში, ზვარეში, ვერტყვიჭალაში, ვარძიაში, ქვებში, დაბა ხარაგაულში, მოხალისეებმა თოვლის საფარისგან გაწმინდეს, საუბნო გზები, ხიდები. გადაითოვლა მარტოხელა მოხუცების სახლები. ხარაგაულის მერია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს სოფლებში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი დისკომფორტი.            
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/331126524_572150431489458_6509234884071604648_n.jpg
21/02/2023 11:58

20 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართა

20 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.  სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი ხარგულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: კახაბერ გოლუბიანი .ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნულ საკითხებს 6 მარტს საკრებულოს მორიგ სხდომაზე უყრიან კენჭს.  
სრულად