სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asddsaDSC0395.jpg
22/02/2022 11:11

ბიუროს სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტი შეაფასეს

დღეს, ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. საკითხის განხილვას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. 2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ დეტალურად ისაუბრა. „გასული წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში განისაზღვრებოდა 8 018 900  ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა 10. 210 6 ათასი ლარით, რომელიც საბოლოოდ განისაზღვრა 18 229,5 ათასი ლარით. შემოსავლები გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერის -9 080.3 ათასი ლარით და საკუთარი შემოსავლები 715,0 ათასი ლარის დამატების შედეგად.” ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა . მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ. წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული. გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან. საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.   2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი. გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას. ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს დეპუტატებმა.  სხდომაზე ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში, რომელიც  ამავე სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია კომისიის თავმჯდომარემ - ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქციის სახელწოდებით „ხარაგაულელებისთვის“ შემადგენლობაში გაერთიანდებიან კოტე ბერაძე და ირმა ვეფხვაძე პარტია(„გახარაია საქართველოსთვის“) და ომარ გაგოშიძე(პარტია „ლელო"). სხდომაზე წარდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის დარგობრივ კომისიებს გადაეგზავნებათ.   საკრებულოს მორიგი სხდომა 7 მარტს გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3oZicw0  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/36to5LE          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/buro%20sakrebulo_1.jpg
22/02/2022 11:08

ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიამ გასული წლის ბიუეჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

დღეს, ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა . მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ. წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული. გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან. საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.   2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი. გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას. ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/558877.jpg
18/02/2022 19:34

სოფელ კიცხში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს

ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის 21-კილომეტრიანი  მონაკვეთის  სრული კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.    ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,როდესაც ეს პროექტი, დაანონსდა   საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს რეალობად მიიღო და მეორე ნაწილმა წინასაარჩევო დაპირებად. ფაქტი სახეზეა,  რომ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ჩვენ გვექნება 25 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა და მოემსახურება ხარაგაულის მოსახლეობას."   გამარჯვებული  კომპანია,   შპს ,,New Road“,სამუშაოებს 14 288 888  ლარად შეასრულებს.                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo.png
18/02/2022 19:26

21 თებერვალს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

  21 თებერვალს სხდომაზე, ბიუროს წევრები  შემდეგ საკითხებს განიხილავენ.   საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. მომხს:  ნინო მაღლაკელიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                        მომხს: კახაბერ გოლუბიანი    დღის წესრიგი        1 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 07 მარტის    მორიგი სხდომის  დღის  წესრიგის   დამტკიცების  შესახებ  მომხს: მანანა ბარბაქაძე   საკრებულოს თავმჯდომარე :    მანანა ბარბაქაძე                                             
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_369478284659949.jpeg
18/02/2022 19:18

სოფელ სარგვეშისა და წიფის მაცხოვრებლები ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვნენ

დღეს 86 წლის ლილი ბუხნიკაშვილი ვაქცინაციის მარათონში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო და  პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.  მასთან ერთად ვაქცინაციით, მობილური ამცრელი ბრიგადის საშუალებით, სოფელ სარგევშისა და წიფის  მაცხოვრებლებმაც  ისარგებლეს. დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესსა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდა. ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:  ,, მარათონის ფარგლებში სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს ვაქცინაციის პროცესში ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც გადამზადება გიარეს და ჩვენ უკვე შეგვიძლია ადგილობრივი რესურსით ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის მარათონის  გამართულად მიმდინარეობას და მომართვიანობის შესაბამისად მთელი ხარაგაული მოვიცვათ.“ მარათონში უკვე ჩაერთო კიცხის,ხიდრის, ვარძიის,  მოლითის და მარელისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლის მოსახლეობა. ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.   ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648.png
17/02/2022 17:06

სკრინინგის განცხადება

წარმოგიდგენთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში №4 საცხოვრებელი ბანაკის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშს.   დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (№4 სამშენებლო ბანაკის მოწყობა);   საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;   დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხევი;   დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 21თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს)   იხილეთ: სკრინინგის ანგარიში  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-16%2021142911.png
16/02/2022 17:36

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვალს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ, მოსახლეობა სწორად მოახდენს თავიანთი საჭიროებების იდენტიფიცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები დადებითად გადაწყვიტონ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის გასულ წელს 890 000 ლარი გამოეყო, რომლითაც 148 პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მიიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროგრამაზე, თანადაფინანსების სახით, მერიამ 193 000 ლარი გამოყო. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 58 დასახლებაში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა; მოეწყო გარე განათების სისტემა-32 პროექტი; სასმელი წყლის სისტემა-41 პროექტი; სხვადასხვა კატეგორიის- 19 პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ყველა მოვუწოდებ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს სოფლის კრებებში“.   პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება. ხუნევი - 11:00 გედსამანია - 12:00 ვერტყვიჭალა - 16:00 ბჟინევი - 14:00 ვერტყვილა - 15:00 ხევი - 11:00 წაქვა - 12:00 გრიგალათი - 13:00 ციცქიური - 14:00   მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებიობები, ჭა ) სარწყავი სისტემები ნაპირსამაგრი სამუშაოები გზები და გზისპირა მოსაცდელები ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები გარე განათება სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი  ამბულატორიის შენობები სასაფლაოების შემოღობვა  და კეთილმოწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით წისქვილების რეაბილიტაცია მინიჰესი პროგრამის ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებლები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 890 ათასი ლარი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dd_1.jpg
12/02/2022 16:41

მიმდინარე წელს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის დასტურია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისეთ სოფლებში, სადაც გზა არასდროს ყოფილა, თანამედროვე სტანდარტების გზები გაკეთდა. გარდა ამისა, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლები, გაზიფიცირდა რამდენიმე სოფელი და სხვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც სხვადასხვა ფონდიდან თანხები უკვე გამოიყო და ზოგიერთ პროექტზე ტენდერებიც გამოცხადდა. უფრო დეტალურად, რა პრიორიტეტები შეიმუშავა მიმდინარე წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ამის შესახებ  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი გვესაუბრება. -მაქსიმალურად ვცდილობთ, პირველ რიგში, ის პროექტები განხორციელდეს, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში, სადაც რეაბილიტირებული  გზები არასდროს ყოფილა, დღეს უკვე მოსახლეობა  კეთილმოწყობილი გზებით სარგებლობს. თითქმის ყველა სოფელში ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ბევრი სასიკეთო ცვლილებებია ადგილობრივებისათვის. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო და დაგეგმილია 19 პროექტის განხორციელება. აქედან სამი პროექტი გარდამავალია, რომლებზეც სამუშაოები 2021 წელს დაიწყო. დანარჩენ 16-ზე, სამუშაოების შემსრულებლების გამოვლენის მიზნით, ტენდერები გამოცხადდა. ზოგიერთ მათგანზე ტენდერი უკვე დასრულებულია და შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.  ხარაგაულის მერია, რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით თანხებს კვლავ მიიღებს და მიმდინარე წელს კიდევ მოგვეცემა ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. -რის საფუძველზე ანიჭებს მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს? -პროექტების შერჩევა-შეფასებისას, პირველ რიგში, დიდი ყურადღება ექცევა ისეთ სოფლებს, სადაც კომპაქტური დასახლებაა და საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. გარდა ამისა, პრიორიტეტების შერჩევისას ვხელმძღვანელობთ, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით”.  ასევე საპროექტო წინადადებებისა და  დოკუმენ­ტაციის მომზადების შერჩევისას გათ­ვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: საპროექტო წინადადებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამასთან; ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა საპროექტო წინადადების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის, საბინაო-კომუნალური მომსახურების სფეროებში. გეტყვით, რომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების უმრავლესობა რეაბილიტირებულია. ახლა კი შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გვაქვს აქცენტი. -რამდენად ხარისხიანად ასრულებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს და გამოვლინდა თუ არა დარღვევის ფაქტები? - შესრულებული სამუშაოების ხარისხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენთან დაგეგმილი ყველა სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა აქვს გავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაფინანსებას ვერ მიიღებს. სამუშაოს დაწყებიდან დასრულებამდე მას კონტროლს უწევს, როგორც ჩვენ მიერ დაქირავებული საზედამხედველო ორგანიზაცია, ასევე შესაბამისი სამსახურები და მერის ბრძანებით შექმნილი კონტროლის ჯგუფი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ძირითადი პრობლემა მაინც მეწარმეების მიერ გეგმა-გრაფიკის დარღვევაში გამოიხატება, რა დროსაც მათ მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. -როგორ ხდება დასრულებული პროექტების ჩაბარება და ვინაა პასუხისმგებელი მის ხარისხზე? -50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებენ საზედამხედველო კომპანიები, რომლებიც აკრედიტირებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ. მათ მიერ მომზადებული ექსპერტიზისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კონტროლის ჯგუფი საბოლოოდ ახორციელებს პროექტის შემოწმებას და აკეთებს შესაბამის დასკვნას. დადებითი დასკვნის საფუძველზე დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. დასრულებული პროექტების ხარისხზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერია. -დაბა ხარაგაულში მიმდინარეობს წყალარინებისა და უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები. როდის იგეგმება ამ ორი მასშტაბური პროექტის დასრულება? -მნიშვნელოვანია, რომ ამ  პროექტების დასრულების შემდეგ, ხარაგაულს ექნება 24-საათიანი და, რაც მთავარია, ხარისხიანი წყალმომარაგება, ასევე ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც წლებია, პრობლემას წარმოადგენს  მუნიციპალიტეტში.  რაც შეეხება პროექტის დასრულებას, რამდენიმე ხნის წინ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ინიციატივით, მოხდა შეხვედრა  სამუშაოების დამკვეთ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ” ახალ ხელმძღვანელთან და შემსრულებელ კომპანიებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე პროექტი დასრულდება მარტის თვის განმავლობაში. ვინაიდან ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის (სოლომონ მეფის ქუჩა) გზის საფარის დაგება, პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მოეწყობა კანალიზაციის კოლექტორი, რათა გზის სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. ვფიქრობ, ძალიან მალე შეგვეძლება, დაბა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყოთ და მოქალაქეებმა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. - მიმდინარე წელს, იგეგმება თუ არა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელება ? -„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, თანხები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე  იხარჯება. 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, 140 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მოხდა  გზებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში  890 000 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, ხარაგაულის მერიიდან თანადაფინანსების სახით - 193 000 ლარი. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”. ველოდებით მთავრობის განკარგულებას, თუ რა თანხას მიიღებს ამ მიმართულებით ხარაგაული, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. დაფინანსების მოსვლის შემდეგ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა შეხვედრები და მოსახლეობა თავად აირჩევს, რისი გაკეთება სურთ და რა არის მათთვის პრიორიტეტი. -გვესაუბრეთ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება მიმდინარე წელს? -საქართველოში დასახლებული ტერიტორიების გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდება მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირებით, რაც განსაზღვრულია მთავრობის შესაბამისი განკარგულებით. ამ განკარგულების მიხედვით, 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია: ღარიხევის, წიფის, ქროლის, კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, გაზის მაგისტრალის მოწყობა განხორციელდება ეტაპობრივად. ამჟამად ხარაგაულში ბუნებრივი აირით  დაბა, ბაზალეთი, ჩხერი, ჯაფაროული, თეთრაწყარო, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი,  ლაშე და  კიცხი  სარგებლობს. გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულებულია ვარძიაში და  საქარიქედში, სადაც ბუნებრივი აირი მიმდინარე წელს ჩაირთვება. -რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მერიამ რამდენიმე  წინადადება წარადგინა. რომელი პროექტები დაფინანსდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში? -საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსდა ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და დაბა ხარაგაულის მიმდებარედ „დევების” სკვერის რეაბილიტაცია. ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „დევების” სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე კი გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც თებერვლის ბოლოს დამთავრდება. მიმდინარე წელს ასევე მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა სამი საპროექტო წინადადება: სოფელ მიროწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია და ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. -რა მდგომარეობაა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში. მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან  თანხების გამოყოფა? -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება ექცევა  მაღალმთიან  დასახლებებს და მაქსიმალურად  ხორციელდება ყველაფერი იმისათვის, რომ  მოსახლეობა სოფლად დამაგრდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს სტატუსი ხუთ სოფელს აქვს მინიჭებული. 2021 წელს საკმაოდ მსხვილი პროექტები იქნა განხორციელებული გედსამანიასა და ზვარეში, რაზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. წელსაც გვაქვს მზად რამდენიმე საპროექტო დოკუმენტაცია და იმედი მაქვს, ზოგიერთი მათგანის განხორციელების საშუალება მოგვეცემა. - როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციოდ თანხები გამოეყო. როდის დაიწყება აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები? - მას შემდეგ, რაც კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზის გარკვეულ მონაკვეთზე, წყლის დინების ზემოქმედების შედეგად, განვითარდა მეწყერული პროცესები და მოძრაობა აღარ იყო უსაფრთხო, ჩვენ მიერ დაისახა სალიკვიდაციო ღონისძიებები. პირველ რიგში, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ჩვენ მიერ განისაზღვრა საჭირო თანხა და სამხარეო ადმინისტრაციის შუამდგომლობით მოხდა ამ თანხის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის წინაშე.  პრობლემის მოგვარების საქმეში უშუალოდ იყო ჩართული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურმანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე. მათი ძალისხმევის შედეგად მართლაც ოპერატიულად მოხდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან თანხის გამოყოფა. ამასთანავე, სამუშაოების შესრულების გამოვლენის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება. პროექტის ღირებულება 750 000 ლარია, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია რკი­ნა-ბეტონის საყრდენი კედლისა და დაზიანებული 87 მეტრი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ამასთან ერთად, გზაზე უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაზიანებული გზის მიმდებარედ მოეწყო ალტერნატიული დროებითი გზის მონაკვეთი. - რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი კვლავ აქტუალურია, რა ღონისძიებებს ატარებს ხარაგაულის მერია ამ მიმართულებით ? -განსაკუთრებით ბოლო წლებში წყლის დებეტის კლებისა და მოხმარების მოთხოვნილების გაზრდის გამო, ბევრ სოფელში შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემა. გასულ წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და მერიის მიერ განხორციელებული თანადაფინანსებით, 5 სოფელში მოეწყო ჭაბურღილი, ასევე თითქმის ყველა სოფლისთვის, მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით, შეძენილ იქნა სხვადასხვა ზომის ავზები და წყლის მილები. საერთო ჯამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 368 140 ათასი ლარი დაიხარჯა. არანაკლები თანხაა განსაზღვრული მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც წყლის სისტემის მოწესრიგებას მოხმარდება. - გასულ წელს განხორციელდა წყალაფორეთის საჯარო სკოლის დემონტაჟი. იგეგმება თუ არა სკოლის ახალი შენობის აგება და რა ეტაპზეა ეს საკითხი ? - გასულ წელს დაგეგმილი იყო სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოების წარმოების დროს შენობა იმდენად   დაზიანებული  აღმოჩნდა, რომ მისი აღდგენა არარენტაბელური იქნებოდა. ამჟამად სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის ადგილი შერჩეულია და მიმდინარეობს მოლაპარაკება მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მშენებელ კომპანიას შორის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. წყალაფორეთს ახლო მომავალში აუცილებლად  ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. ამ საკითხზე ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.  გეტყვით იმას, რომ განათლება ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ხარაგაულის საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები  სისტემატურად  უტარდებათ. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. -და ბოლოს გკითხავთ, თუ რა ეტაპზეა ძირულა - ფონა - ჩუმათელეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები? -ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის გზ­ის რეაბილიტაციის სამუშაოების მიზნით, ტენდერი გამოცხადებული იყო ორ ლოტად. ძირულა-ბაბის მიმდებარედ მუშაობს კომპანია „ბლექ სი გრუპი ”, რომელმაც სამუშაოების უმეტესი ნაწილი დაასრულა. დარჩა რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი, რომელთა რეაბილიტაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს ბაბიდან-ჩუმათელეთამდე, კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა  გზის რეაბილიტაცია, ვერ უზრუნველყო თავისი მოვალეობების შესრულება და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. ამ პროცედურების დასრულების შემდგომ თავიდან მოხდება სამუშაოების შესყიდვა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია და მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები მოუგვარდეს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება  მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამინისტროებთან, რათა ეს პრობლემები  ახლო მომავალში აღმოიფხვრას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/marvaccine.jpg
12/02/2022 14:56

სოფელ მარელისსა და მოლითში, ვაქცინაციის მარათონი , მაღალი აქტივობის ფონზე წარიმართა

ხარაგაულში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. სოფელ მარელისსა და მოლითში ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაქცინაციით, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ესარგებლათ.   დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესს  მერიის  ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდნენ.   ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც.   ირმა გიორგაძე , ექიმი:    ,,დღევანდელი აქცია მიეძღვნა ხარაგაულს, სადაც სოფელ მარელისსა და მოლითში მარათონის პირობებში ჩავატარეთ აცრა. მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა  ძალიან კარგი აქტივობა, ვაქცინაციია პროცესი მშვიდობიანად წარიმართა და  მოვუწოდებ ყველას ,რომ აიცრან რათა ამ ვირუსის მიმართ ბრძოლის უნარი გამოიმუშაონ.   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:    ,,შემდეგი ვაქცინაციის მარათონი  მომართვიანობის შესაბამისად დაიგეგმება. ხარაგაულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა   მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზება გაუწიოს ამ პროცესს და მობილურ ამცრელ ბრიგადასთან ერთად ვაქცინაციის პროცესი დაგეგმოს იმ სოფელში ,სადაც აცრის  მეტი მსურველი იქნება.   ალექსანდრე ფუხაშვილი,სოფელ სერბაისის მკვიდრი:    ,,ვარ 88 წლის, დღეს პფაიზერის ბუსტერ დოზა გავიკეთე, თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს ამ საშიში ვირუსისგან. ყველას ვთხოვ აიცრან და დაიცვან თავიანთი თავიც და საზოგადოებაც.   ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.     ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.   მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე ხორციელდება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებასა და ბორითის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.   ხარაგაულში  შესაძლებელია როგორც სწრაფი ისე PCR კვლევა. არიან ოჯახები,  რომლებთაც არ შეუძლიათ კოვიდ კვლევის ჩასატარებლად ადგილზე მოსვლა. (ძირითადად შშმ პირები ან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები, )ასეთ შემთხვევაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომლები გადიან და როგორც სწრაფ, ისე პისიარ ტესტირებას, ოჯახებში ატარებენ.    ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaa.jpg
12/02/2022 09:18

ხარაგაულის კლინიკა რამდენიმე თვეა, კოვიდპაციენტებს ემსახურება

ხარაგაულის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის  დირექტორი სამი წელია, გიორგი ამურველაშვილი გახლავთ. ბ-ნ გიორგის სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და  სწორედ მისი ძალისხმევით კლინიკაში ბოლო წლებში არაერთი სიახლე დაინერგა.  პანდემიის დღიდან, საავადმყოფო აქტიურადაა ჩართული კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის რეგულირებაში და აქ მომუშავე მედპერსონალის დამსახურებით, უამრავ მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. რა სერვისებია ამჟამად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულებაში, რა სიახლეებით შეხვდნენ 2022 წელს  და როგორ მიმდინარეობს  კოვიდპაციენტების მკურნალობა, ამის შესახებ გიორგი ამურველაშვილი პირადად გვესაუბრება. -გასული წლის  სექტემბრიდან ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად გადაკეთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 300-მდე პაციენტი მივიღეთ, როგორც  ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენი გუნდი დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება თითოეულ მათგანს, თუმცა გვქონდა გართულებებიც, ასეთ შემთხვევაში კი რეფერირებას ვახდენთ შესაბამის კლინიკაში. ასეთი სულ 20-მდე  შემთხვევა გვქონდა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდპაციენტების მართვის საკითხში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ,  ამის თქმის უფლებას მაძლევს არაერთი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, რომლებიც საჯაროდ  გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. რაც შეეხება სიახლეებს, გეტყვით, რომ კლინიკის თანამშრომლები ყოველთვის ორიენტირებული არიან პროფესიული განვითარების კუთხით.  სწორედ ამ მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება. მოგეხსენებათ, რომ კლინიკაში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) და რეგულაციის მიხედვით აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ემერჯენსოლოგები გვყავდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მედპერსონალი გადაგვემზადებინა  ემერჯენსოლოგებად და ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პატარა რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში ემერჯენსოლოგების  დეფიციტია,  თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ექიმების დეფიციტს არ განიცდის. ყველა სპეციალისტი გვყავს ადგილზე, როგორც  ამბულატორიაში, ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სტაციონარში.  მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, სულ ახლახან კლინიკაში ჟანგბადის მინი ქარხანა დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი  მინი ქარხანა ბორითის გადაუდებელ ცენტრშიც წარმატებით ფუნქციონირებს.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,  სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა. -ამ ეტაპზე, კონკრეტულად რომელი ამბულატორული მომსახურების მიღება შეუძლიათ  პაციენტებს?  -მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა კოვიდცენტრადაა  გადაკეთებული, რეგულაციების დაცვით  ხდება სხვა პაციენტთა მიღება და ძირითადი სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.  თუმცა, მიღების დრო შემცირებულია და ეს ხდება მოქალაქეთა  უსაფრთხოებისთვის.  დიდი ნაკადის თავიდან ასარიდებლად დავაწესეთ მიღების საათები, დილის 10 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში  კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურის ექიმი, ყველა  ადგილზეა. კლინიკაში აქტიურად ტარდება ყველა ამბულატორული მომსახურება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ექოსკოპისტი. ჩვენთან შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.  ამჟამად  კლინიკაში ხელმისაწვდომია  „სინოვაკის”, „სინოფარმის” და „ფაიზერის” ვაქცინები.  აცრები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე გართულებების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. -გვესაუბრეთ მოწვეულ ექიმებზე, რომლებიც ამჟამად ჰყავს ხარაგაულის კლინიკას.  -იმის გათვალისწინებით, რომ ხარაგაულის მოსახლეობას კლინიკაში ჰქონდეს ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა, სხვა რაიონებიდან გვყავს  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მოწვეული. ექიმი-კარდიოლოგი, ვლადიმერ თხელიძე და  ჯუნი ფერაძე,  ქირურგი მალხაზ ბურნაძე, ყელ-ყურის ექიმი ვახტანგ მატარაძე და ანესთეზიოლოგი სოსო სეფაშვილი. თუმცა კოვიდპაციენტებთან მუშაობის გამო,  მოწვეულ ექიმთა უმრავლესობამ  სპეციალური გადამზადება გაიარა და დროებით,  გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებად  მუშაობენ  ემერჯენსში. ხარაგაულის საავადმყოფოში სულ 63 მედპერსონალი საქმიანობს, რომლებიც დღედაღამ დაუღალავად დგანან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ექიმთა დაინფიცირების შემთხვევებიც, შიდა რესურსებით  წარმატებით ვართმევდით თავს და აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას. -როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები... -მუნიციპალიტეტში  არსებული რთული ეპიდვითარების დროს რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანის მიზანია, რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ უხილავი მტერი. ასევე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება და ხალხმრავალი  ადგილებისაგან  თავის არიდება. ჩემი მიზანია, ხარაგაულის მოსახლეობა მაღალი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,  ბევრი კმაყოფილი პაციენტი. კლინიკაში კი ამისთვის ყველა სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ  მიმართულებით კვლავ გვექნება სიახლეები. და  ბოლოს, მადლობა  მინდა  გადავუხადო  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელს  ბ-ნ  ნუგზარ  ბოლქვაძეს  და  კლინიკის  მედპერსონალს, რომლებიც  კოვიდპანდემიის  ურთულეს  პერიოდში  დაუღალავად  მუშაობენ.    
სრულად