მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
პლატფორმის შესახებ
მუნიციპალიტეტის პროგრამები
პროგრამის და საჭიროების შეფასება
უკუკავშირის შედეგები
შეტყობინების გაგზავნა
ინფრასტრუქტურული პროგრამები 2022
გზების კაპიტალური შეკეთება
კოდი: 02 01 01
ბიუჯეტი: 51362 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითერების პროექტების ფონდიდან, და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოხდება საზედამხედველო 5%-ისა და პროექტირების თანადაფინანსება. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება გარდამავალი პროექტების თანადაფინანსება, მიზანია, მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება; გზების ექსპლუატასიის გაზრდილი პერიოდი;
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ადგილობრივი გზების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა
გზების მიმდინარე შეკეთება
კოდი: 02 01 02
ბიუჯეტი: 138600 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის გზების გასწორხაზოვნება და მრავალწლიანი და ერთობლივი შესყიდვის ფარგლებში გზების მოვლა. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: კარგად მოვლილი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული მიმოსვლა
ხიდების, ბოგირების მშენებლობა რეაბილიტაცია
კოდი: 02 01 04
ბიუჯეტი: 80000 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელედება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ხიდების, ბოგირების მშენებლობა რეაბილიტაცია
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებული ხიდები და ხიდ-ბოგირები. მოწესრიგებული მიმოსვლა
მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა
კოდი: 02 01 04
ბიუჯეტი: 34700 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეის ბიუჯეტიდან ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მოხმარდება ტრანსპორტით დაქირავების ხარჯებს ხარაგაული-რკინიგზის სადგური-საავადმყოფო-თეთრაწყარო-კიცხი -ფარცხნალი, ნადაბური-ხევი-ხარაგაული-ხევი-ნადაბური და ხარაგაული-მოლითი-ხარაგაულის მიმართულებებით.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: დაბა ხარაგაულსა და სოფლებს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტი გადაადგილდება და მგზავრებს ემსახურება შეუფერხებლად
წყლის სისტემის განვითარება
კოდი: 02 02
ბიუჯეტი: 69100 ₾
აღწერა: დაბა ხარაგაულის გარდა გარდა 20 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება სასმელი წლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძოდ: არსებული წყლის სისტემის მაგისტრალის გაწმენდა და დაზიანების აღმოფხვრა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შეძენილია წყლის ტუმბო და გენერატორი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება შემდეგი ღონისძიბები: მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა. ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება; საჭიროების შესაბამისად წყლის ახალი ტუმბოების შეძენა.საჭიროების შემთხვევაში სოფლებში ჭაბურღილების მოწყობა. პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები. პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწევა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში ორი პროექტი. წყლის ჭაბურღილის მოწყობა სოფელ ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში, ასევე სოფელ კიცხში მოეწყობა ,,ლილეს“ წყარო. მიზანია: მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში იყოს 20 საათიანი წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე; წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს სასმელი და ტექნიკური წყალი
სასმელი წყლით უზრუნველყოფა
კოდი: 02 02 01
ბიუჯეტი: 56600 ₾
აღწერა: დაბა ხარაგაულის გარდა გარდა 20 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება სასმელი წლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძოდ: არსებული წყლის სისტემის მაგისტრალის გაწმენდა და დაზიანების აღმოფხვრა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შეძენილია წყლის ტუმბო და გენერატორი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება შემდეგი ღონისძიბები: მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა. ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება; საჭიროების შესაბამისად წყლის ახალი ტუმბოების შეძენა.საჭიროების შემთხვევაში სოფლებში ჭაბურღილების მოწყობა. პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები. პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწევა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას. სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში ფინანსდება წყლის ჭაბურღილის მოწყობა სოფელ ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში, ასევე სოფელ კიცხში მოეწყობა ,,ლილეს“ წყარო. მიზანია: მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში იყოს 20 საათიანი წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე; წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს სასმელი და ტექნიკური წყალი
კანალიზაციის სისტემის განვითარება (სანიაღვრე არხების მოწყობა)
კოდი: 02 02 02
ბიუჯეტი: 12500 ₾
აღწერა: პროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას, ასევე სანიაღვრე არხების გაწმენდას და მოწესრიგებას. ამასთან ვინაიდან დაბაში არსებული სიტუაცია ვერ პასუხობს ახალ მოთხოვნებს აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ახალი ხაზების დაერთება მთავარ სისტემასთან. ასევე გასულ წლებში რეაბილიტირებულ სანიაღვრე არხებზე დაკავებული საგარანტიო 2,5 %-ის გადარიცხვა ხელშეკრულების თანახმად.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: კანალიზაციის სისტემის გაფართოება და ეფექტიანი ფუნქციონირება. გაწმენდილი სანიაღვრე არხების რაოდენობა
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
კოდი: 02 03 01
ბიუჯეტი: 247000 ₾
აღწერა: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს დაბა ხარაგაულში, ასევე 17 ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებულ პუნქტში). ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა; ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება; - დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება. პროგრამა ასევე მოიცავს გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას (170,0 ათასი ლარი).
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (ა)ი.პ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება
მოსალოდნელი შედეგი: მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიების 80%.
მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია
კოდი: 02 04
ბიუჯეტი: 105800 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაბა ხარაგაულში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე სახურავების რეაბილიტაცია
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: საცხოვრებელი სახლების გადახურვა და მოსახლეობის სოციალური პირობების შემსუბუქება
კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია
კოდი: 02 05 05
ბიუჯეტი: 422600 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაბა ხარაგაულისა და სოფლის ცენტრების ტერიტორიაზე პარკებისა და სკვერების, დასასვენებელი გარემოს რებილიტაცია, ახლის მოწყობა და საბავშვო ატრაქციონების განლაგება. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებებს და მიმდებარე სკვერს, ასევე ამავე პროგრამის ფარგლებში მოხდება დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქციისა და ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო პროექტების შეძენა. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში ორი პროექტი კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყობა ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრები, ასევე პატარა ხარაგაულში მოეწყობა სარეაკრეაციო ზონა გადმოსახედი.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: დაბისა და სოფლის ცენტრების იერსახის გაუმჯობესება
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
კოდი: 02 06
ბიუჯეტი: 1223600 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების მოწყობა, წისქვილების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა-გაფართოება. აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად საქ. მთავრობის 2022 წლის 15.02. N 277 განკ. გამოყ. 890,0 ათ. ლარი. 336,6 ათ. ლარი თანადაფინანსებით არის მიმართული.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის გაუმჯებესებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა.
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა
კოდი: 02 07
ბიუჯეტი: 15000 ₾
აღწერა: პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის ეკონომიკურიი მდგომარეობის გაუმჯობესება
ახალგაზრდული პროგრამები - 2022
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
კოდი: 05 05
ბიუჯეტი: 9350 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები: - ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით; ქვეპროგრამის მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. 2022 წელი ( დამტკიცებული) 1 მხიარული სტარატები ახალგაზრდებს შორის - 400 ლარი (საჩუქრების შესყიდვა). 2 მხიარული სტარტები სკოლის მოსწავლეებისათვის -1200 ლარი (საჩუქრების შესყიდვა). 3 პროექტი ეტალონი - 4900 ლარი (საწევრო 2900 ლარი, გამარჯვებულთა საჩუქრებისთვის -2000 ლარი) 4 ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა - 700 ლარი. 5 ჯომარდობა ფასანაურში -ტრანსპორტირება 900 ლარი. 6 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დოღი ვახანსა და ზვარეში -250 ლარი. 7 მოსწავლე ახალგაზრდობის საზაფხულო ბანაკი -1000 ლარი.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასთან
სოციალური პროგრამები 2022
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა
კოდი: 06 03 01
ბიუჯეტი: 462200 ₾
აღწერა: ოპერაციის, მედიკამენტის, სამედიცინო კვლევის და მომსახურეობის დაფინანსება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსებას იმ თანხის 50%-მდე, რომელიც არ ანაზღაურდება კერძო დაზღვევის ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება არაუმეტეს 1000 ლარამდე. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში დახმარება გაიწევა 1500 ლარამდე. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა.სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პოსტკოვიდური მდგომარეობის გართულების სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება კურორტ ნუნისში არაუმეტეს 1400 ლარისა. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს 150 ლარამდე ერთჯერად დახმარებას მედიკამენტების შესაძენად ზოგიერთ მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას, კერძოდ: ა)ეპილეფსიის; ბ)პარკინსონის; გ)ბრონქიალური ასთმის; დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციის;ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100001-ს;ვ) კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას. დახმარება გაიწევა ბენეფიციარებზე, რომელებიც არ მონაწილეობენ მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში.ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქვეპროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
შშმ პირთა დახმარება
კოდი: 06 03 03
ბიუჯეტი: 53000 ₾
აღწერა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილების შეძენა. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის ღირებულება და/ან პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულება. დახმარების ოდენობა განისაზღვრება წელიწადში 1000 ლარის ოდენობით.2.0-18 წლამდე ასაკის შშმპ მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება 1200 ლარის ფარგლებში. 3.შშმ პირის, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ აქვს სოციალური შემწეობა, ყოველთვიური დახმარება თვეში 30 ლარის ოდენობით. 4. შშმ პირთათვის სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობა (ექსკურსია, საგანმანათლებლო-განმავითარებელი ღონისძიება და სხვ.) ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა თანადგომა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების თანადგომა
ერთჯერადი ფინანსური დახმარება
კოდი: 06 03 04
ბიუჯეტი: 353000 ₾
აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას. დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარისა.ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ბენეფიციარის ოჯახის ფინანასური მხარდაჭერა
ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება
კოდი: 06 03 05
ბიუჯეტი: 28000 ₾
აღწერა: ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ყოველთვიურად 200 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირებს, მუნიციპალიტეტი წელიწადში გაუწევს 600 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას. ქვეპროგრამის მიზანია პაციენტების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 06
ბიუჯეტი: 35700 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს და რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი. დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ თითოეულ ბავშვზე 100 ლარით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მარტოხელა მშობლების დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 07
ბიუჯეტი: 8000 ₾
აღწერა: პროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარით.ქვეპროგრამის მიზანია მატოხელა მშობლების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მარტოხელა მშობლების ფინანსური თანადგომა
მარჩენალდაკარგულთა დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 08
ბიუჯეტი: 8000 ₾
აღწერა: პროგრამის მოსარგებლეა 21 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით თითოეულ შესაბამის ასაკამდე ბავშვზე.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მარჩენალდაკარგულთა თანადგომა
ყოველთვიური ფინანსური დახმარება
კოდი: 06 03 09
ბიუჯეტი: 65000 ₾
აღწერა: პროგრამის მოსარგებლენი არიან: 1. დიდი სამამულო ომის ვეტერანები, 2. ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსინათლოები 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილები. დახმარება განისაზღვრება თვეში 50 ლარის ოდენობით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქვეპროგრამის მიზანია მოწყვლადი ჯგუფის მატერიალური თანადგომა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
კოდი: 06 03 10
ბიუჯეტი: 8500 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დახმარება გაიწევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულ იმ ოჯახებზე, რომლებზეც არ ვრცელდება ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები. 2. 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახის დახმარება.ქვეპროგრამის მიზანია გმირების ოჯახების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების თანადგომა და მათი საფლავების მოვლა-პატრონობა
ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა
კოდი: 06 03 11
ბიუჯეტი: 4000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და ზევით ხანდაზმულთა დახმარება საიუბილეოდ 1000 ლარის ოდენობით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: უხუცესთა პატივისცემა
სადღესასწაულო დღეების დახმარება
კოდი: 06 03 12
ბიუჯეტი: 65000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიწევა ფინანსური დახმარება: ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანებს გაეწევათ ფინანსური დახმარება 200 ლარით. ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებს _ 100 ლარით. 1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებს _ 300 ლარით. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით _ 100 ლარით. აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით _ 100 ლარით. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღირშესანიშნავი თარიღების აღსანიშნავად გვირგვინების /თაიგულების და საჩუქრების შეძენა. საკვები პროდუქტის შეძენა ან ფულადი დახმარება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვეპროგრამის მიზანია სადღესასწაულო დღეებსა და ღირშესანიშნავ თარიღებში მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა და სადღესასწაულო განწყობის შექმნა
სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
კოდი: 06 03 13
ბიუჯეტი: 12000 ₾
აღწერა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (65000 ქულის ჩათვლით) გარდაცლილის სარიტუალო მომსახურებისათვის გაიწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -300 ლარის ოდენობით.პირველ შემთხევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის, მეორე შემთხვევაში _ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ მერის ბრძანების საფუძველზე. ქვეპროგრამის მიზანია უკიდურესად ღატაკი/უპატრონო გარდაცვლილის ოჯახის თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერა/მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხელშეწყობა
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით დახმარების პროგრამა
კოდი: 06 03 14
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა დაბაში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სათბობი მასალით.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: უმწეო ოჯახების სათბობი მასალით უზრუნველყოფის ხელშეწყობა
ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 15
ბიუჯეტი: 25000 ₾
აღწერა: პროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახები. დახმარება განისაზღვრება პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარით, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 150 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვა
კოდი: 06 03 16
ბიუჯეტი: 1000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -250 ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, დელეგირებული უფლება-მოსილების განსახორციელებლად. ქვეპროგრამის მიზანია გარდაცვლილის პატივის მიგება
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის სარიტუალო მომსახურება
სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება
კოდი: 06 03 17
ბიუჯეტი: 144000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში შემოსული განცხადების საფუძველზე შესაბამისი კომისია შეისწავლის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და წარმოადგენს დასკვნას დაზიანების კატეგორიის მიხედვით. დახმარება გაიწევა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლისთვის დაზიანების კატეგორიების შესაბამისად. მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება უსახლკარო ოჯახების და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფაქვეპროგრამის მიზანია ოჯახების მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ოჯახების საცხოვრებელი პირობების შექმნა/გაუმჯობესება
უფასო სასადილო
კოდი: 06 03 18
ბიუჯეტი: 163000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების , მრავალშვილიანი ოჯახების კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთჯერადად კვება უფასო სასადილოში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ბენეფიციართა დახმარება საკვები პროდუქტებით.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)ი.პ.,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი
მოსალოდნელი შედეგი: უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა , მრავალშვილიანი ოჯახების საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობობა, შიმშილის ნაწილობრივ ან სრულდ აღმოფხვრა.
სოციალური უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა და საგრანტო პროექტების ხელშეწყობა
კოდი: 06 03 19
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვა. ამ მიზნით გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 8 პედაგოგი, მომზადდა ადაპტირებული გარემო ჯგუფური მეცადინეობებისათვის. პროექტის მიხედვით 2022 წ. მერია უზრუნველყოფს ჯგუფური თერაპიის სერვისის ღირებულების თანაგადახდას
განმახორციელებელი სამსახური: მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ა(ა)იპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ,,თაირისი“
მოსალოდნელი შედეგი: პროექტის მიზანია ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის დანერგვა და მოწყვლადი კატეგორიის ბავშვების ამ სერვისზე გეოგრაფიული წვდომა
გადაუდებელი რეაგირების პროგრამა
კოდი: 06 03 20
ბიუჯეტი: 15000 ₾
აღწერა: პროგრამა მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ პირველად მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც ოჯახმა კრიზისი უნდა დაძლიოს მოკლე დროში. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური, ქვეპროგრამის მოსარგებლეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. დახმარება გაიწევა განცხადების საფუძველზე, ოჯახში ვიზიტს ახორციელებს მობილური ჯგუფი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. მობილური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს დახმარების სახეს და ახდენს შემდგომ რეაგირებას.ქვეპროგრამის მიზანია ოჯახის კრიზისის დაძლევა მოკლე დროში.
განმახორციელებელი სამსახური: მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: სოციალური პასუხისმგებლობა
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება
კოდი: 06 03 21
ბიუჯეტი: 20000 ₾
აღწერა: პროგრამა ამოიცავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარებას. ქვეპროგრამის მოსარგებლეა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს სხვა მუნიციპალური პროგრამით. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს 500 ლარისა. პროგრამის მიზანი - ვეტერანთა დახმარება
განმახორციელებელი სამსახური: მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
სოციალური პროგრამები 2021
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 01
ბიუჯეტი: 450000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ოპერაციის, მედიკამენტის, სამედიცინო კვლევის და მომსახურეობის დაფინანსება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსებას იმ თანხის 50%-მდე, რომელიც არ ანაზღაურდება კერძო დაზღვევის ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება არაუმეტეს 1000 ლარამდე, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში დახმარება გაიწევა 1500 ლარამდე. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პოსტ-კოვიდური მდგომარეობის გართულების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება კურორტ ნუნისში არაუმეტეს 1400 ლარისა. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს 150 ლარამდე ერთჯერად დახმარებას მედიკამენტების შესაძენად მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას, კერძოდ: ა) ეპილეფსიის; ბ) პარკინსონის; გ) ბრონქიალური ასთმის; დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციის; ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-; ვ) კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას. დახმარება გაიწევა ბენეფიციარებზე, რომლებიც რომელებიც არ მონაწილეობენ მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში. ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქვეპროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
შშმ პირთა დახმარება
კოდი: 06 03 03
ბიუჯეტი: 53000 ₾
აღწერა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილების შეძენა. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის ღირებულება და/ან პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულება. დახმარების ოდენობა განისაზღვრება წელიწადში 1000 ლარის ოდენობით. 2.0-18 წლამდე ასაკის შშმპ მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება 1200 ლარის ფარგლებში. 3.შშმ პირის, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ აქვს სოციალური შემწეობა, ყოველთვიური დახმარება თვეში 30 ლარის ოდენობით. 4. შშმ პირთათვის სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობა (ექსკურსია, საგანმანათლებლო-განმავითარებელი ღონისძიება და სხვ.) ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა თანადგომა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების თანადგომა
ერთჯერადი ფინანსური დახმარება
კოდი: 06 03 04
ბიუჯეტი: 350000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას. დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარისა. ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ბენეფიციარის ოჯახის ფინანასური მხარდაჭერა
ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება
კოდი: 06 03 05
ბიუჯეტი: 28000 ₾
აღწერა: ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ყოველთვიურად 150 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ პირებს, მუნიციპალიტეტი წელიწადში გაუწევს 600 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას. ქვეპროგრამის მიზანია პაციენტების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
კოდი: 06 03 06
ბიუჯეტი: 35700 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს და რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი. დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ თითოეულ ბავშვზე 50 ლარით ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების ხელშეწყობა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
მარტოხელა მშობლების დახმარება
კოდი: 06 03 07
ბიუჯეტი: 8000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ 200 ლარით. ქვეპროგრამის მიზანია მარტოხელა მშობლების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მარტოხელა მშობლების ფინანსური თანადგომა
მარჩენალდაკარგულთა დახმარება
კოდი: 06 03 08
ბიუჯეტი: 8000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის მოსარგებლეა 21 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით თითოეულ შესაბამის ასაკამდე ბენეფიციარზე.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მარჩენალდაკარგულთა თანადგომა
ყოველთვიური ფინანსური დახმარება
კოდი: 06 03 09
ბიუჯეტი: 65000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან: 1. დიდი სამამულო ომის ვეტერანები, 2. ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსინათლოები 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილები. დახმარება განისაზღვრება თვეში 30 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია მოწყვლადი ჯგუფის მატერიალური თანადგომა.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: აღნიშნული კატეგორიის ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა კომუნალური და სხვა გადასახადების უზრუნველყოფისათვის
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
კოდი: 06 03 10
ბიუჯეტი: 8500 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაიწევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულ იმ ოჯახებზე, რომლებზეც არ ვრცელდება ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები. 2. 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახის დახმარება. ქვეპროგრამის მიზანია გმირების ოჯახების თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების თანადგომა და მათი საფლავების მოვლა-პატრონობა
ხანდაზმულთა დახმარება
კოდი: 06 03 11
ბიუჯეტი: 4000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთა დახმარება საიუბილეოდ 500 ლარის ოდენობით
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსალოდნელი შედეგი უხუცესთა პატივისცემა
სადღესასწაულო დღეების დახმარება
კოდი: 06 03 12
ბიუჯეტი: 30000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიწევა ფინანსური დახმარება: ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანებს გაეწევათ ფინანსური დახმარება 200 ლარით. ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებს _ 100 ლარით. 1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებს _ 300 ლარით. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით _ 100 ლარით. აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით _ 100 ლარით. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღირშესანიშნავი თარიღების აღსანიშნავად გვირგვინების /თაიგულების და საჩუქრების შეძენა. საკვები პროდუქტის შეძენა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვეპროგრამის მიზანია სადღესასწაულო დღეებსა და ღირშესანიშნავ თარიღებში მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა და სადღესასწაულო განწყობის შექმნა
სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა
კოდი: 06 03 13
ბიუჯეტი: 12000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (65000 ქულის ჩათვლით)გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურებისთვის გაიწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2.უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -300 ლარის ოდენობით, პირველ შემთხევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის, მეორე შემთხვევაში _ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ მერის ბრძანების საფუძველზე ქვეპროგრამის მიზანია უკიდურესად ღატაკი/უპატრონო გარდაცვლილის ოჯახის თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერა/მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხელშეწყობა
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით დახმარების პროგრამა
კოდი: 06 03 14
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა დაბაში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სათბობი მასალით (შეშა) თოთოეულს 2 კბ. მ.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: უმწეო ოჯახების სათბობი მასალით უზრუნველყოფის ხელშეწყობა
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
კოდი: 06 03 15
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: პროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახები. დახმარება განისაზღვრება პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარით, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 150 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვა
კოდი: 06 03 16
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა -250 ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ქვეპროგრამის მიზანია გარდაცვლილის პატივის მიგება
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსალოდნელი შედეგი გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის სარიტუალო მომსახურება
სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება
კოდი: 06 03 17
ბიუჯეტი: 140000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი 1. ქვეპროგრამის ფარგლებში შემოსული განცხადების საფუძველზე შესაბამისი კომისია შეისწავლის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და წარმოადგენს დასკვნას დაზიანების კატეგორიის მიხედვით. დახმარება გაიწევა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლისთვის დაზიანების კატეგორიების შესაბამისად. მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება უსახლკარო ოჯახების და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსალოდნელი შედეგი ოჯახების საცხოვრებელი პირობების შექმნა/გაუმჯობესება
ომისა და სამხედერო ძალების ვეტერანთა დახმარება
კოდი: 06 03 21
ბიუჯეტი: 20000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ქვეპროგრამა მოიცავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარებას. ქვეპროგრამის მოსარგებლეა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს სხვა მუნიციპალური პროგრამით. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს 500 ლარისა. ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანთა თანადგომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: სოციალური პასუხისმგებლობა
უფასო სასადილოს დაფინანსება
კოდი: 06 03 18
ბიუჯეტი: 138000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული მოხუცების, შშმ პირების , მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი კვება უფასო სასადილოში კვირაში ექვსი დღე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბენეფიციართა დახმარება საკვები პროდუქტებით.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა , მრავალშვილიანი ოჯახების საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობობა, შიმშილის ნაწილობრივ ან სრულდ აღმოფხვრა.
სოციალური უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა/საგრანტო პროექტების ხელშეწყობა
კოდი: 06 03 19
ბიუჯეტი: 10000 ₾
აღწერა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვა. ამ მიზნით გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 8 პედაგოგი, მომზადდა ადაპტირებული გარემო ჯგუფური მეცადინეობებისათვის. პროექტის მიხედვით 2021 წ. მერია უზრუნველყოფს ჯგუფური თერაპიის სერვისის ღირებულების თანაგადახდას პროექტის მიზანია ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის დანერგვა და მოწყვლადი კატეგორიის ბავშვების ამ სერვისზე გეოგრაფიული წვდომა
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: სოციალური პასუხისმგებლობა/ ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება და შშმ და სსმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
ქვეპროგრამის დასახელება კოდი გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამა დაფინანსება ათას ლარში
კოდი: 06 03 20
ბიუჯეტი: 15000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამ ამოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ პირველად მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც ოჯახმა კრიზისი უნდა დაძლიოს მოკლე დროში. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური, ქვეპროგრამის მოსარგებლეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. დამხარება გაიწევა განცხადების საფუძველზე, ოჯახში ვიზიტს ახორციელებს მობილური ჯგუფი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. მობილური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს დახმარების სახეს და ახდენს შემდგომ რეაგირებას. ქვეპროგრამის მიზანია ოჯახის კრიზისის დაძლევა მოკლე დროში.
განმახორციელებელი სამსახური: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: სოციალური პასუხისმგებლობა
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამა

პლატფორმა შექმნილია გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პლატფორმაზე  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

This platform was prepared with support from the United Nations Development Programme (UNDP), Danish Ministry of Foreign Affairs and the Government of Georgia. The views expressed in this platform are those of the authors and do not necessarily represent those of the organisations listed above.