სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/rezo.jpg
02/11/2023 11:35

საპატიო ხარაგაულელი , ასტრონომი და მეცნიერი რეზო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

საპატიო ხარაგაულელი, ასტრონომი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ მუშაკი, დიდი აღმოჩენების ავტორი, ასტრონომიულ საზოგადოებაში ძალზე ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება, ბატონ ევგენი ხარაძის უსაყვარლესი მოსწავლე _ რეზო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. ხარაგაულის მერია მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ახლობლებს. რეზო ნაცვლიშვილს, ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე  საპატიო ხარაგაულელის წოდება 2022 წელს მიენიჭა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagauloba.PNG
02/11/2023 11:12

4 ნოემბერს ხარაგაულში სახალხო დღესასწაული ,,ხარაგაულობა - 2023” გაიმართება

4 ნოემბერს, ხარაგაული, სახალხო დღესასწაულზე ხარაგაულობა -2023 გიწვევთ გთავაზობთ, ღონისძიებების განრიგი: 12.00 – 15:00 სტუმრების მიღება ხარაგაულის შემოსასვლელთან, დევების მონუმენტის განახლებულ რეკრეაციული სივრცეში, ფოკლორულ ანსამბლ „ოდილასთან“ ერთად. 12.30-13.00 - ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება  აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის დოკუმენტური ფილმის  „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენება 13.30 -14.30 ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული თეატრი გამართავს  ჩვენი თანამემამულის, რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“ 15.00 -15.20 -ხარაგაულის მემორიალთან ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ კონცერტი 15.00-16.00 -ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში  მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დეგუსტაცია,  დაგემოვნება ხარაგაულისათვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა საგამოფენო სივრცეები: ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი) ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა- ხარაგაულელი ავტორების წიგნების გამოფენა პლენერ ,,გამას" ნამუშევრების გამოფენა ხარაგაულზე შექმნილი წიგნების გამოფენა-გაყიდვა თეატრალური წარმოდგენა ,,შემოდგომის აზნაურები“ – ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი  საბავშვო გასართობი სივრცეები  ინოვაციების კუთხე - ლეგო - რობოტების კონსტრუქტირება  ტურიზმის კუთხე   სპორტული სივრცე - სასპორტო წრეების აქტივობები (მკალვჭიდი,ჭიდაობა,კარატე)  16.00-16.30  - კონცერტი ადგილობრივი ძალების შესრულებით  ხარაგაულის ხმები, ანსამბლი ,,საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ხარაგაულის სამუსიკო სკოლა. 16.30-17.00  -საოპერო სცენის ვარსკვლავები, მამუკა ლომიძე და მისი მეგობრები 17.00-17.30 - ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება  17.30 ანსამბლი ,,ფორტე“  19.00 -  ღონისძიებები დასრულდება სადღესასწაულო ფეიერვერკით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/vera.jpg
01/11/2023 21:28

საკრებულოს წევრი ვერა ოდიკაძე ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს

საკრებულოს წევრი , ლეღვანი - ვახანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ვერა ოდიკაძე ამომრჩევლებთან ანგარიშს წარადგენს. ვერა ოდიკაძე ანგარიშის გასაცნობად  ვახანი, სერბაისი , ზედუბანის მოსახლეობას 8 ნოემბერს 12:00 დან 14:00 საათამდე  შეხვდება. ლეღვანი, დიდვაკე, მარელისის მოსახლეობასთან შეხვედრა 11 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ანგარიშის შეგიძლიათ იხილოთ  აქ ( საკრებულოს წევრის ვერა ოდიკაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის ანგარიში - 2023 წელი )  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dodo.jpg
01/11/2023 21:27

საკრებულოს წევრი დოდო ხაჩიძე ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს

საკრებულოს წევრი , ხევი-ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი, დოდო ხაჩიძე ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს. დოდო ხაჩიძე ანგარიშის გასაცნობად  წაქვა, ხევი, გრიგალათის მოსახლეობას 10 ნოემბერს 13:00 დან 15:00 საათამდე შეხვდება.   ციცქიური, ნადაბური, გოლისის მოსახლეობასთან შეხვედრა 13 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აქ ( საკრებულოს წევრის დოდო ხაჩიძის ამომრჩევლებთან შეხვედრის ანგარიში - 2023 წელი)
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/SAPAT.jpg
01/11/2023 17:45

ხარაგაულის მერიაში ,,საპატიო ხარაგაულელის“ კანდიდატურებზე იმსჯელეს

დღეს, 1 ნოემბერს ხარაგაულის მერიაში ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა  წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუზა კელენჯერიძე ხელმძღვანელობდა. კომისიამ 6 საპატიო ხარაგაულელის კანდიდატურა განიხილა. საპატიო ხარაგაულელების ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის 4 ნოემბერს , ხარაგაულობის დღესასწაულზე, საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_10.png
27/10/2023 18:01

6 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა.(ა) ი. პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ოთარი ბანცაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 4.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_9.png
25/10/2023 15:05

27 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რიგგარეშე სხდომაზე , საკრებულოს წევრებს განსახილველად 1 საკითხი წარედგინებათ .   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bur.jpg
24/10/2023 18:00

,,დინამო თბილისის წარმომადგენლებმა ხარაგაულელ პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს" აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ბავშვთა ფეხბურთის საწვრთნელი, სავარჯიშო პროცესების პროფესიონალურ დონეზე წარმართვას ითვალისწინებს. დღეს ხარაგაულის სტადიონზე თბილისის ,,დინამო" -ს აკადემიის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი შეკრება გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2013 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი: გოჩა გელაშვილი) მიიღეს. საწვრთნელ შეკრებას თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო სკოლის რეგიონული კოორდინატორი, პაატა გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც სასწავლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა და სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო კლუბს და პატარა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია  https://isurve.ge/
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_8.png
24/10/2023 10:45

25 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, 25 ოქტომბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართება,  სხდომაზე იმ საკითხის გარშემო იმსჯელებენ , რომელსაც საკრებულოს წევრები 27 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  განიხილავენ. ეს საკითხია: 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/379463562_268950855962448_6238639082825829734_n.jpg
19/10/2023 15:53

ხარაგაულის მერი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის - ,,კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში,  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. შეხვედრები გერმანიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან თემაზე ,,სამართლებრივი და ფინანსური ზედამხედველობა“ ქალაქ მაინცში, ვისბადენში, მაინცში, დარმშტატში, ალცაი-ვორმსში, ჰესენსა  და ნიდერ-ოლმში იმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მოხსენებები გაიმართება შემდეგ თემებზე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მმართველობის სისტემა ადგილობრივი თვითმმართველობის აქცენტებით; მუნიციპალური ბიუჯეტის მართვა და ფინანსური ზედამხედველობა; მუნიციპალური და ფინანსური ზედამხედველობა ალცაი-ვორმსის რაიონში; ნიდერ-ოლმის მუნიციპალიტეტი - სტრუქტურა, ამოცანები, ფინანსები; დარმშტატის საოლქო საბჭო/სამთავრობო პრეზიდიუმი, მისი ფუნქციები და მუნიციპალური ზედამხედველობა; ჰესენის აუდიტის სამსახური: სტრუქტურა და ამოცანები; თვითმმართველი ერთეულების ზელოკალური აუდიტი; მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის სისტემა; ადგილობრივი ფინანსური ზედამხედველობა - ძირითადი პრინციპები და აქტუალური ტენდეციები; სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მუნიციპალური ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური ზედამხედველობის თემებზე გერმანული მხარის გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკების გაზიარება მოხდება. ვიზიტი 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.      
სრულად