„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში:
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3uhXMUX
დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენივე მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.
* კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43