სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Happy_new_year_06463.jpg
20/12/2018 11:44

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ხარაგაულში

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.      1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი      2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;     3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;     4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;     5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,     12:00  საათი;     6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,     15:00 საათი;      7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;     8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, -  29 დეკემბერი, 13 საათი.     9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,     13:00 საათი;     10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.     11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.     12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.     13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/xfghcxvbncvbn.jpg
17/12/2018 10:35

საბა ებანოიძემ „ეტალონის,, შუალედურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. კონკურსში საბა ებანოიძემ (ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - X კლასი) 85 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.  ჩემპიონატში სულ 21 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 2018 წელს თავიანთ მუნიციპალიტეტებში "ეტალონის" გამარჯვებულები გახდნენ.  შუალედურ ფინალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საბას გამარჯვება პირადად მიულოცა.  პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომები გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით ისინი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. საბა ებანოიძე 2019 წელს "ეტალონის" გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 15 ივნისს გაიმართება.  ვულოცავთ საბას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dfghjfhjk%2Cjk%2C.jpg
17/12/2018 10:31

ხარაგაულის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხის განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ესწრებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილთან ერთად, დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 767 000 ლარით გაიზარდა და 7 725 800 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს წევრების შეფასებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა სრულად პროგრამული არ არის.  სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის სახელით ბიუჯეტი დადებითად შეაფასა და წევრების მხრიდან, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელთაგან მერიამ ნაწილის გათვალისწინება მოახერხა, ნაწილის - ვერა. დადებითად შეაფასა, 2019 წლის ბიუჯეტი ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, გასულ წელთან შედარებით გაცილებით ეფექტურია, თუმცა იქვე განმარტა, რომ მერიამ ფრაქციის შენიშვნებიდან, რომელიც ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებაში თანხების გაზრდას და ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას გულისხმობდა - არ გაითვალისწინა.  „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გივი თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია და აუცილებელია ბიუჯეტის 2% მაინც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაიხარჯოს. მან აღნიშნულ მუხლში 10 ათასი ლარის განსაზღვრა არასაკმარისად მიიჩნია, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფო ეფექტურ პროექტებს ახორციელებს, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის კუთხით კონკრეტული პროგრამის დაფინანსების მიზნით მერიისთვის ინიციატივით არავის მოუმართავს და თუ, ასეთს ექნება ადგილი 2019 წელს ამ მიმართულებით თანხებს აუცილებლად გაზრდიან.  ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ, მუნიციპალიტეტის მერია ამა თუ იმ ფერმერული მეურნეობების განვითარების მიზნით, რაიმე საკონკურსო პროექტს შეიმუშავებს, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნებათ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.  როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ სხდომაზე აღნიშნა წარმოდგენილი წინადადება მისთვის მისაღებია და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაობის გაგრძელება შეიძლება. დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მერს კონკრეტული კითხვით მიმართა თუ, რას ფიქრობს ის ა(აიპ) „სათნოების სახლისა“ და „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/ghjghjhkj.JPG
17/12/2018 09:31

ბიურომ მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკითხის განხილვა კითხვა- პასუხის ფორმატში წარიმართა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი  დაინტერესდა, რა მიზეზით შეფერხდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საუბნო გზების რეაბილიტაცია ბაზალეთში, რა  შედეგები გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ და  რომელი პროექტების დაფინანსებაზე აწარმოებს მერია მოლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე ტენდერში არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ გაიმარჯვა, რის შედეგადაც,  ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ბაზალეთში პროექტების განხორციელება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ბაზალეთში ნანიტაშვილების გზის რეაბილიტაციის პროექტი, ამ დროისათვის ტენდერზეა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილ პროექტებზე ისაუბრა. ესენია ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, კიცხის სკოლის რეაბილიტაცია, სოფლებში ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშო ბაღების მშენებლობა, ასევე, ნადაბურის ხიდის რეაბილიტაცია. კომენტარი გააკეთა მერმა ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ხარაგაულში რეორგანიზაციები ისევ გაგრძელდება.  ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, რა ბედი ეწევა ცენტრალურ პარკში არსებულ ამფითეატრს. მისი აზრით, ასევე ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ამფითეატრთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ   დადო დასკვნა, რომ შენობა ექსპლუატაციისთვის არ არის ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ობიექტის დემონტაჟი და აშენდეს ახალი. დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველაზე მეტად წყალთან დაკავშირებით არის პრობლემები. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, 2019 წელი, მერიამ წყლის წლად გამოაცხადა, ამისთვის ბიუჯეტში თანხებიც განისაზღვრა. მერი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებას, დაემატება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხები და სახელმწიფოს ნება, რომელიც არტეზიული ჭების დაფინანსებას გეგმავს.  ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარემ  ვალოდა კელენჯერიძემ „საპატიო ხარაგაულელის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ვალოდა კელენჯერიძის განცხადებით, სპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა 2014-2015 წლებში რამდენიმე წარმატებულ ხარაგაულელს და კარგი იქნება ეს ტრადიცია თუ აღდგება. ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება „საპატიო ხარაგაულელების“  არჩევა. ხარაგაულის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულო 2019 წლის 8 იანვარს მორიგ სხდომაზე მოისმენს. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა წარადგინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონალური განვითარების ფონდში 9 057 304 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტებს წარადგენს. ბიუროს წევრებმა, რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი პროექტები მოიწონეს, რომელთა განხილვა კომისიებში გაგრძელდება და საკითხი 24 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გავა. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 60 ათასი ლარი ჩაერიცხა. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ ანგარიში, რომელიც ამავე ფრაქციის თავმჯდომარემ, იუზა კელენჯერიძემ წარუდგინა ბიუროს წევრებს. სხდომაზე ასევე განიხილეს: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0200.JPG
13/12/2018 19:06

განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ხევი-უბისას ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით სავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი, საინფორმაციო შეხვედრა წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან, გრძელდება.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება, რაზეც მოსახლეობის შეკითხვებს განსახლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კერძო კომპანიის ექსპერტ-შემფასებელმაც უპასუ ხა. ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად ტარდება, როგორც ერთობლივ, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში.  მერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი შევუწყოთ და ეს, არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი, რასაც განსახლება ქვია, ორივე მხარისთვის სასარგებლოდ დასრულდეს.  „ადგილობრივი თვითმმართველობა, ისევე როგორც სახელმწიფო, ბოლომდე დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ იქამდე ვიქნებით ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ამ პროცესებში, ვიდრე ისე არ დარეგულირდება საკითხი, რომ დაზარალებული არ დარჩნენ მხარეები“- განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghgjjhk.PNG
13/12/2018 13:04

12 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 12 დეკემბერს, 11 საათზე,  რიგგარეშე  სხდომას გამართავს. სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N42 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს რეგისტრაციის ცნობად მიღების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdfghdfgh.JPG
13/12/2018 12:48

ხელმისაწვდომი განათლება ყველასთვის

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების განათლების ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ლანა მოწონელიძემ და ია კაშიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში ჩართულობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხებოდა. მოზარდის პიროვნული განვითარებისათვის, სოციალიზაციისათვის და პროფესიული უნარების შესაძენად აუცილებელია მისი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსის, ჯანმრთელობის, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მდგომარეობისა. არასრულფასოვანი განათლება მოზარდს მრავალი რისკის წინაშე აყენებს. ხშირად ის ვერ ახერხებს საფრთხეების თავიდან არიდებას და  არასასურველი გავლენის ქვეშ ხვდება. განათლების მიღმა ძირითადად ის   მოზარდები რჩებიან, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ოჯახურ მეურნეობაში ჩართული, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და ა.შ. არსებობს სხვადასხვა სახის დაწესებულებები, დღისა და კრიზისული მომსახურების ცენტრები, მცირე საოჯახო სახლები, სადაც მზრუნველობის გარეშე დარჩენილ, სხვადასხვა სახის პრობლემების მქონე ბავშვებს იღებენ, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ია კაშიამ განაცხადა, აღნიშნულ დაწესებულებებში არის რიგი პრობლემები. სახელმწიფო ცდილობს მათ 18 წლამდე პროფესია მისცეს, რადგან ამის შემდეგ ეს ადამიანები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე რჩებიან. არსებობს ახალგაზრდული სახლები, სადაც 21 წლამდე შესაძლებელია მათი ცხოვრება, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ სკოლის ბაზაზე არსებული დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გააძლიეროს ყურადღება მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის შექმნას უკეთესი პირობები, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს   საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა, რომლის ძალით ბავშვის განათლების უფლების დარღვევა კვალიფიცირდება მოზარდზე ძალადობად. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი არიან შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და მუნიციპალიტეტის მერია. საინფორმაციო კამპანიას აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fcghmjncbv.png
12/12/2018 16:40

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 145 600 ლარი სჭირდება. კერძოდ, საკრებულოს  შრომის ანაზღაურების ხარჯების გასაცემად - 35 600 ლარი, ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხელფასებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისთვის - 80 000 ლარი, სოციალური პროგრამებისათვის - 30 000 ლარი. სხდომაზე ბიუროს წევრები დაინტერესდნენ ახალი წლისთვის გაიცემა თუ არა   სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებები. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ, რომლებზეც წინასაახალწლოდ მინიმალური თანხით  დახმარებაც კი მნიშვნელოვანი იქნება. როგორც სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ განმარტა, ახალი წლისთვის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან - 5 000 ლარი გაიხარჯება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის აზრით, ერთჯერადი დახმარებებისთვის - 5 ათასი ლარი მცირეა და 10 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს.  ვარლამ ჭიპაშვილის პოზიცია გაიზიარა ბიუროს წევრთა უმრავლესობამ. დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც საკრებულო 14 დეკემბერს დაამტკიცებს.  სხდომაზე, ახალი ფრაქციის  „ძალა ერთობაშია“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, საკრებულოს იურდიული, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია შექმნა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძე და დავით მაღლაფერიძემ(ევროპული საქართველოს წევრი). ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება თორნიკე ავალიშვილი, ხოლო მოადგილე, ქეთევან ზუმბაძე ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgfhjghkhjk.JPG
11/12/2018 12:37

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები,, - პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანია. ,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ - სიმბოლურად ასე უწოდეს პერფორმანსს, რომელსაც ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებელი ჰყავდა.  ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია,  ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე. აქციას ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებლები ჰყავდა, საინტერესო იყო მათი რეაქციები.  ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს  მეთოდი დიდი ხანია  გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს. კამპანია დასრულდა, მაგრამ საუბარი , განსჯა და ფიქრი ამ თემაზე კვლავ გრძელდება“ - ამბობს მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე. წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება გახლდათ ,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომით სამყაროში“. კამპანიის ბოლო დღეს შეხვედრა ჩატარდა, ასევე, ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, თემაზე - გენდერული თანასწორობა.                                                            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/rtyuryufhj.jpg
11/12/2018 11:03

ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მერთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხევი-უბისას მონაკვეთზე (F2 - II სექცია) ავტობანის მშენებლობის მიზნით ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანიის - Hunan Road and Bridge Construction Group -ის მთავარ მენეჯერს ტაი სინაგიანგს და წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრზე მშენებლობის დაწყებამდე მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.  ჩინური მხარის განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  მოგეხსენებათ ხევი-უბისას 12,2 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, რაც ოთხზოლიანი გზის საფარის მოწყობას, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.  როგორც შეხვდრის დროს აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები 3-4 თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც 2019 წლის გაზაფხულზე ავტობანის მშენებლობა დაიწყება.  სახელშეკრულებო ვადებით ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.
სრულად