სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8330%20-%20Copy.jpg
08/01/2024 19:12

ხარაგაულის მერია სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის ემზადება

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და აიპების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ხარაგაულის მერია  სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება მერმა თათბირის მიმდინარეობისას  გააკეთა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს თავისი ხედვები გაუზიარა. ,, მე მინდა წარმატების ფორმულა ვიპოვოთ ყველამ ერთად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შინაარსობრივი ,  და შედეგზე ორიენტირებული საუბრები თქვენთან. დიდი ყურადღებით მოვისმენ და გავიზიარებ თითოეული თქვენთაგანის  მოსაზრებას საკადრო ცვლილებებთან და საქმიანობის უკეთ განსახორციელებლად  საჭირო ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით“ - განაცხადა მერმა. კობა ლურსმანაშვილმა სამსახურის უფროსებს თავიანთი ხედვების წერილობითი ფორმით  წარმოდგენა დაავალა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8334.jpg
08/01/2024 19:05

ხარაგაულის მერმა წლის პირველი სამუშაო თათბირი გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა წლის პირველი სამუშაო თათბირი გამართა. ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 მილიონი ლარით იწყებს. ,, ჩვენ შევძელით და 2023 წელი წარმატებით დავასრულეთ. ხარაგაული  მიმდინარე წელსაც გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით და განხორციელებული საქმიანობით“ -  განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.  ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მეწყერული პროცესები დაფიქსირდა. მერიის და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ყველა შემთხვევის დაფიქსირება და მასზე შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა. ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელს დავით დევდარიანს დაევალა მერის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოს კონტროლი, შესწავლილი იყოს თითოეული ოჯახის მდგომარეობა და შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოქალაქეებთან მჭირდრო კომუნიკაციის  თაობაზე. აღინიშნა, რომ  თითოეულ მოქალაქემდე უნდა იყოს მიტანილი ხარაგაულის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი  პროექტების თუ სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაცია.  თათბირზე ხარაგაულის მერმა , მოსალოდნელ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა. ,,თითოეული საკადრო გადაწყვეტილება იქნება გააზრებული, და აუცილებლობიდან გამომდინარე. ჩვენ გველოდება  ცვლილებები, რომელიც გუნდის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.“ თათბირს  მერის წარმომადგენლებთან მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მრჩევლები იუზა კელენჯერიძე, გივი თხელიძე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/SS_1.jpg
30/12/2023 22:26

ხარაგაულის სამუსიკო სკოლამ საახალწლო კარნავალი გამართა

შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ კინოთეატრში საახალწლო კარნავალი გამართა. კარნავალზე შთამბეჭდავი და  ორიგინალური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ მოსწავლეებთან ერთად ეს დღე ულამაზესი, მრავალფეროვანი სასცენო ნომრებით გაუხალისა დამსწრე საზოგადოებას. მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე: ,,ეს იყო ნიჭიერების და მშვენიერების დღესასწაული. დიდი მადლობა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, მშობლებს ასეთი მონდომებისთვის. დიდი მადლობა სამუსიკო სკოლას, რომ ასეთ ნიჭიერ თაობებს უზრდის ხარაგაულს,  და უფრო მაღალ მწვერვალებზე აჰყავს  ხარაგაულის დიდი კულტურული ტრადიციები.“ ღონისძიების დასასრულს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6887%20-%20Copy.JPG
30/12/2023 20:32

მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლმა საახალწლო კონცერტი გამართა

   ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა კინოთეატრში  საახალწლო კონცერტი გამართეს. საახალწლო კონცერტის სცენარი, ზღაპარი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა"ს მიხედვით იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებს მიესალმა და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა  მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ  ჭიპაშვილმა. კონცერტის ბოლოს მოსწავლეთა სახლის ყველა ბავშვს  საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ. მოსწავლეთა სახლში სხვადასხვა წრეებში 230 ბავშვია გაერთიანებული. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მოსწავლეთა სახლი მონაწილეობას ღებულობს მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამაში  და ემზადება მოხალისის მისაღებად. მოსწავლეთა სახლმა კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. კონკურსი 2024 წლის ზაფხულზე  დასრულდება და 2024 წლის სექტემბრიდან მიიღებს უცხოელ მოხალისეს, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიების განვითარებაში. პროგრამების და პროექტების განხორციელებაში ,ახალი პროექტების შემუშავებასა და არაფორმალური აქტივობების დაგეგმვაში. მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე: ,,ვულოცავ დამდეგ ახალს წელს, თითოეულ მოსწავლეს , მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ,ხარაგაულს და სრულიად საქართველოს.  ვფიქრობ , მომავალ წელს მოსწავლეთა სახლი განსხვავებულ და საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ. გვექნება სიახლეები, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს“.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss.png
27/12/2023 01:01

27 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რიგგარეშე  სხდომის საკითხთა ნუსხ ა   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად           შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის             დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                                მომხს:კახაბერ გოლუბიანი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/412437993_321448317379368_1654359034152285215_n_1.jpg
23/12/2023 14:34

24 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

24 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში,   საახალწლო ღონისძიება გაიმართება ღონისძიების ადგილი: ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი 14:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა  14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება  14:00 - 18:00 - საახალწლო ორცხობილების მოხატვა  14:00 - 18:00 - სახის მოხატვა ბავშვებისთვის 14:00-19:00 - მუსიკალური ინსტალაცია - „ლაპლანდია“ 15:00 - ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად და სანტას შეხვედრა ბავშვებთან  15:15 –16:45 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი 16:45-17:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა 14:15-18:00 - დღის მუსიკალური გაფორმება: Dj Roy Fitz  18:00 - 20:00 გალა კონცერტი - ,,რანინა" , ,,დუეტი ჯორჯია" , ,,SALIO" 20:00 - საზეიმო ფოიერვერკი ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6001.JPG
21/12/2023 18:41

ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეები,  და საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე საკითხი  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  წარადგინა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც  განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა. ,,მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და  სხვადასხვა ფრაქციების მიერ  გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. შენიშვნების გათვალისწინებით  გაიზარდა მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების, და სხვადასხვა სოციალური პროგრამების  დაფინანსება“- განაცხადა ბიუჯეტი პროექტის წარდგენისას, მერის პირველმა მოადგილემ. 2024 წლის ბიუჯეტი გაზრდილია  და   14 928,5 ათასი ლარს შეადგენს. მერის პირველი მოადგილის განმარტებით ბიუჯეტი კვლავ სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებულია. მთავარ პრიორიტეტებად, სოციალური,ინფრასტრუქტურული,  კულტურული  და განათლების მიმართულებები რჩება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი გამჭვირვალე და საჯაროა.  ბიუჯეტის პროექტი  გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  https://bit.ly/3v5rKeR პროგრამული ბიუჯეტი  https://bit.ly/3NArZVH  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5790.JPG
21/12/2023 17:09

ხარაგაულის მერმა 2023 წლის ანგარიშის საჯარო განხილვა ხევის საზოგადოებრივ ცენტრში მოაწყო

შეხვედრას ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ხარაგაულისთვის  მნიშვნელოვან, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ,,2023 წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება, წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებისთვის ხარაგაულის მერია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულ და ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამებს სთავაზობდა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. მიმდინარე  წელს  ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით  მომსახურება გაეწია 5000 - მდე  მოქალაქეს, ცალკე უნდა აღინიშოს, მერიის სოციალური მიმართულების ეფექტური და მოქნილი მუშაობა, რასაც ჩვენი ბენეფიციარების დადებითი უკუკავშირი  ცხადჰყოფს“- განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა. მერმა ანგარიშის წარდგენისას, ასევე უპასუხა მოქალაქეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.   ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში 2024 წელს ახალი საბავშვო ბაღის და საექიმო ამბულატორიის მშენებლობა დასრულდება. სამუშაოები აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე უკვე მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის შემაჯამებელ საანგარიშო შეხვედრას მერის მოადგილეები,ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/656as6afsd.jpg
21/12/2023 17:07

კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

ხარაგაულის საკრებულომ მერის 2023 წლის ანგარიში მოისმინა ,,კანონის დაცვა, საჯაროობა, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც  ხარაგაულის მერი და მერია  საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა”- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა. მერმა ანგარიშის წარდგენისას მერიის მთავარ პრიორიტეტებზე - სოციალურ თემაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და კულტურაზე გააკეთა მთავარი აქცენტები. როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, საანგარიშო წლის განმავლობაში , ხარაგაულის მერი, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საკრებულოსთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის კომიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხარაგაულის მერიამ წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს და ვალდებულებებს, რომელიც 2023 წლის დასაწყისში აიღო. 2023 წელს განხორციელებული პროექტებით და დროულად ათვისებული თანხებით ხარაგაული იმერეთის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტს შორის მოწინავე ადგილზეა.  ხარაგაულელები უშუალოდ სარგებლობენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით , რომელიც მაღალი ხარისხით შესრულდა და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. 2023 წელი ხარაგაულისთვის გამორჩეული იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით. გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გზის მშენებლობისთვის მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა. როგორც მერმა აღნიშნა, ეს საუკუნის პროექტი და ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. საერთო ჯამში სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული თანხით, ხარაგაულში წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ,,ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვყავს განვითარებაზე ორიენტირებული, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, რაც მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე წარმატებულად აისახება”- განაცხადა მერმა საკრებულოს წევრების წინაშე ანგარიშის წარდგენისას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/411007073_1429365921332289_2544505920683656410_n.jpg
20/12/2023 13:56

დღეს ხარაგაულის სკოლებში საახალწლო კარნავალი დაიწყო

ღონისძიებების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურია. 20  დეკემბერს კარნავალი  მარელისის სკოლაში  ზონის სკოლებისთვის ჩატარდება; 21 დეკემბერს ბორითის საჯარო სკოლაში; 22 დეკემბერს- ბორის სკოლა პანსიონში. 29 დეკემბერს - ხარაგაულის კინო-თეატრში.  საახალწლო კარნავალი გასართობი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს კონკურსის ფორმატს!  სასკოლო კარნავლები ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით იმართება. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისთვის. საახალწლო კარნავალზე მოსწავლეებს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები  საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. ბედნიერი წელი შემობრძანებულიყოს!
სრულად