სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/656as6afsd.jpg
21/12/2023 17:07

კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

ხარაგაულის საკრებულომ მერის 2023 წლის ანგარიში მოისმინა ,,კანონის დაცვა, საჯაროობა, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც  ხარაგაულის მერი და მერია  საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა”- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა. მერმა ანგარიშის წარდგენისას მერიის მთავარ პრიორიტეტებზე - სოციალურ თემაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და კულტურაზე გააკეთა მთავარი აქცენტები. როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, საანგარიშო წლის განმავლობაში , ხარაგაულის მერი, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საკრებულოსთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის კომიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხარაგაულის მერიამ წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს და ვალდებულებებს, რომელიც 2023 წლის დასაწყისში აიღო. 2023 წელს განხორციელებული პროექტებით და დროულად ათვისებული თანხებით ხარაგაული იმერეთის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტს შორის მოწინავე ადგილზეა.  ხარაგაულელები უშუალოდ სარგებლობენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით , რომელიც მაღალი ხარისხით შესრულდა და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. 2023 წელი ხარაგაულისთვის გამორჩეული იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით. გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გზის მშენებლობისთვის მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა. როგორც მერმა აღნიშნა, ეს საუკუნის პროექტი და ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. საერთო ჯამში სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული თანხით, ხარაგაულში წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ,,ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვყავს განვითარებაზე ორიენტირებული, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, რაც მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე წარმატებულად აისახება”- განაცხადა მერმა საკრებულოს წევრების წინაშე ანგარიშის წარდგენისას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/411007073_1429365921332289_2544505920683656410_n.jpg
20/12/2023 13:56

დღეს ხარაგაულის სკოლებში საახალწლო კარნავალი დაიწყო

ღონისძიებების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურია. 20  დეკემბერს კარნავალი  მარელისის სკოლაში  ზონის სკოლებისთვის ჩატარდება; 21 დეკემბერს ბორითის საჯარო სკოლაში; 22 დეკემბერს- ბორის სკოლა პანსიონში. 29 დეკემბერს - ხარაგაულის კინო-თეატრში.  საახალწლო კარნავალი გასართობი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს კონკურსის ფორმატს!  სასკოლო კარნავლები ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით იმართება. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისთვის. საახალწლო კარნავალზე მოსწავლეებს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები  საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. ბედნიერი წელი შემობრძანებულიყოს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5544sd44sdgf.jpg
20/12/2023 10:59

დავით მაღრაძე - საქართველოს ეტალონი მოსწავლე ხარაგაულიდან

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის გამარჯვებული ხარაგაულის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით მაღრაძე გახდა. 19 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა.   LIVE კონკურსში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.   ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ჩაერთნენ. ხოლო ცოდნის წარმოჩენა კი სპეციალურად მათთვის შექმნილი ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლეს.   გთავაზობთ კონკურსის ყველაზე მაღალქულიანი ცხრა მონაწილის რეიტინგს:   საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. ვულოცავთ დავით მაღრაძეს და ვახანის საჯარო სკოლას ამ დიდ წარმატებას! 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed.png
19/12/2023 20:28

რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ხარაგაულში

ახალ წელს ხარაგაული ტრადიციულად მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით ხვდება. 19- 28 დეკემბრამდე  საახალწლო ზეიმები მუნიციპალიტეტის  ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება. საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.   20 -21-22-29 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის სკოლებში. ღონისძიებები გაიმართება ზონალურად. დასაწყისი 14 საათი.   23 დეკემბერის ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები ,,ხარაგაული“ და ,,ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში გამართულ ფესტივალში  ,,ამღერებული იმერეთი“.   24 დეკემბერს , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში,   საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, გაიმართება ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, მოეწყობა საბავშვო სივრცე. გალა კონცერტზე იმღერებენ: ,,რანინა" , ,,დუეტი ჯორჯია"  და  ,,SALIO". კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება. დასაწყისი - 14 საათზე.   25 დეკემბერი--  სამუსიკო სკოლაში გაიმართება  სასახალწლო საფორტეპიანო კონცერტი მოსწავლეთა მონაწილეობით. დასაწყისი 15 საათი.   26 დეკემბერს  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში  სტუმრად მისული   ბავშვები   დაამზადებენ საახალწლო აქსესუარების და მოისმენენ ისტორიებს საქართველოში საახალწლო ტრადიციების შესახებ. დასაწყისი 14 საათი.   27 დეკემბერი-- ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის    საახალწლო კონცერტი. კონცერტამდე  კინოთეატრის ფოიეში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 საათზე.   28 დეკემბერს  ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება სამუსიკო სკოლის  ,,საახალწლო კარნავალი“. დასაწყისი 15 საათზე.   29 დეკემბერს , ხარაგაულში საახალწო ღონისძიებები სასკოლო საახალწლო კარნავალით დასრულდება. კარნავალი კინოთეატრში 14 საათზე დაიწყება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ssss.jpg
19/12/2023 12:19

სოფელ უბისაში, სერის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ უბისაში, სერის უბანში,  გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. 2024 წელს დასასრულებელ პროექტს ხარაგაულის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს. პროექტის  საერთო ღირებულება ღირებულება-461 226 ლარია. ბეტონის საფარი 1 700 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.   დაფინანსება ხარაგაულის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო. სამუშაოების მიმდინარეობას მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო. 2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5515_1.JPG
18/12/2023 15:27

ხარაგაულის მერმა საკრებულოს ბიუროს 2023 წლის ანგარიში  წარუდგინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს ბიუროს 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.  ხარაგაულის მერი გეგმავს  2023 წლის ანგარიში ახლოს გააცნოს ახალგაზრდებს და სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებს. ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2023 წელს  ჩვენი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და გამჭვირვალე. სამუშაო პროცესის განხორციელებისას, გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია  ხალხთან, ვიყენებდით ყველა შესაძლებლობას საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუ რა სახის სოციალურ სერვისებს ვთავაზობდით მათ და რა პროექტები იგეგმებოდა  და ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვენ ვუსმენდით მოსახლეობას , ვაკეთებდით საბიუჯეტო პროგრამების,  მერიის სოციალური სერვისების და ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზს, რამაც  მოგვცა  შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რომელ გამოწვევებს ვუპასუხეთ ღირსეულად,  და რა საჭიროებები რჩება კვლავ მოსახლეობის წინაშე“- განაცხადა ხარაგაულის მერმა. ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე https://bit.ly/4ap4fgY მერის ანგარიშს, საკრებულოს წევრები, 21 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე , განიხილავენ და შეაფასებენ.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_20.png
18/12/2023 15:24

21 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

შეგიძლიათ გაეცნოთ დღის წესრიგს     „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ                                                                                   მომხს: ვლადიმერ გელაშვილი                                                                                   თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი          2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                   მომხს: კობა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                  მომხს: კახაბერ გოლუბიანი   „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი სარგოების  განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                         მომხს: პავლე კიკალიშვილი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის                     პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის              დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 21 დეკემბრის        N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                 მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                       მომხს: ზურაბი ბანცაძე     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვების შესახებ                                                                                                                               მომხს: მანანა ბარბაქაძე                                                                                                                                                                                                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_18.png
15/12/2023 18:21

18 დეკემბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე 21 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხას განიხილავენ და დაამტკიცებენ. საკითხთა ნუსხა: 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: კობა ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პავლე კიკალიშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პავლე კიკალიშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ზურაბი ბანცაძე 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/408447743_7216568938393844_2321820920097822104_n.jpg
13/12/2023 19:57

თბილისში ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა თბილისელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში'' ითამაშა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. დათო ტურაშვილის პიესა ,,დოდოს მოლოდინში“ ემიგრაციის თემას,  საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება, ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. თბილისში გამართულ ჩვენებას თეატრმცოდნეთა და მაყურებელთა გულთბილი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდინახე"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ნუგზარ ბუცხრიკიძე: ,,ქალაქ ხარაგაულის მერიას, მრავალ რიცხოვანი მაყურებლის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი არაჩვეულებრივი თეატრის, არაჩვეულებრივი სპექტაკლის ჩვენებისათვის, ყველა თქვენი ჩამობრძანება თბილისში და შეხვედრა თბილისელ მაყურებელთან ნამდვილი დღესასწაულია, ალბათ შემაჩნევდით აღფრთოვანებულ მაყურებელს, ღიმილიან და ცრემლნარევ თვალებს, შეძახილებს და უწყვეტ ტაშს, რომელიც მსახიობებისათვის ყველაზე ღირსეული, უანგარო საჩუქარია, რომელიც გამოხატავს თქვენი დიდი შრომის დაფასებას, სიყვარულსა და პატივისცემას.   ქალბატონო ირინე ნამდვილად დამსახურებულად მიიღეთ ჯილდო, ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის, საუკეთესო იყო რეჟისურა და სცენოგრაფიაც, ბარაქალა თქვენს მოღვაწეობას. ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა თქვენნაირ თეატრალთან, ხელოვანთან თანამშრომლობა, ეს არამარტო ჩემი არამედ დარბაზში მსხდომი თეატრმცოდნეთა აზრიცაა.  მადლობა თქვენი ქალაქის მერს ბატონ კობას, მის მთელ გუნდს, მადლობა კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ბატონ მამუკა ჭიპაშვილს, თქვენდამი თეატრის საქმიანობაში ხელშეწყობისა და საერთოდ კულტურაზე ზრუნვისათვის, მადლობა რაიონის მოსახლეობას, მაყურებელს, თქვენ მთავარი ხართ, თქვენთვის იღწვის ეს შესანიშნავი თეატრი იმედს გამოვთქვავ, რომ მომავალ წელს ჩვენი თეატრები რომელიმე საერთაშორისო ფესტივალზე ერთად მოხვდებიან.ჩვენ გვიყვარს ხარაგაულის თეატრი.” ნათია მეტრეველი: ,,პრობლემა,რომელიც ისევ აქტუალურია. ემიგრანტი ქართველი ქალები - ოჯახების გადამრჩენლები! დიდი ტკივილით სავსე ცხოვრება,რომელსაც ტკბილ-მწარე იუმორი, ოჯახის და საქართველოს უდიდესი მონატრება ახლავს. დიდი მადლობა ხარაგაულის თეატრალურ დასს სპექტაკლისთვის "დოდოს მოლოდინში". ეს არის სპექტაკლი ,რომელიც უნდა ნახო! სპექტაკლი, რომელიც გაგრძნობინებს , რომ ქალს ყველაფერი შეუძლია,უმძიმესი ტკივილის ფასად, რომ  ქალი ძლიერია, ქალი გადამრჩენია, ქალი სიყვარულის ქვაკუთხედია! დიდი მადლობა ირინე ჩხეიძეს ამ შესაძლებლობისთვის! მარიამ ფხალაძე: ,,ზღვა ემოციებით სავსე დღე, ხარაგაულელები რომ საუკეთესოები იყვნენ ვიცოდი და დღეს უფრო დავრწმუნდი ამაში. ეს იყო სასწაული სანახაობა, ამ სპექტაკლზე დასწრება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ქალბატონო ირინე,უღრმესი მადლობა თქვენ, საუკეთესო შესრულება იყო, კიდევ გელოდებით თბილისში.” იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,,თეატრალური იმერეთი 2023" , ხარაგაულის სახალხო თეატრი, ნომინაციაში ,,საუკეთესო რეჟისურა“ გამარჯვებულად დასახელდა და ფესტივალის ჯილდო , სპექტაკლის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს გადაეცა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი, ვასილ კიკნაძე, ქორეოგრაფი:ზაზა ლურსმანაშვილი მხატვარი: გაიოზ შუბითიძეს ოპერატორები: დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი. რეკვიზიტორი: მაია ვარდოსანიძე გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი სპექტაკლის ჩვენება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ss.jpg
13/12/2023 13:20

სოფელ ჭარტალში ხარაგაულის მერიამ ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები განახორციელა

2023 წელს ხარაგაულის მერიამ სოფელ ჭარტალში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა. გარდამავალი პროექტი, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, წინსწრებით შესრულდა. ხარაგაულის მერიის დროული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხარაგაულში 16 გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტიდან 16 - ვე დასრულდა. რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭარტალში 507 777 ლარი დაიხარჯა და ბეტონის საფარი 1863 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.  2023  წელს  ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.  
სრულად