სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/61c1bf307ec6f.jpg
22/08/2022 15:49

ხარაგაულში უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი იხსნება

  23 აგვისტოს 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში  იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.   შეხვედრაზე  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი  დამსწრე საზოგადოებას, სამსახურის სერვისებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობს.   საკონსულტაციო ცენტრი ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე განთავსდება .   სადაც მოქალაქეები სამართლებრივ საკითხებზე კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებენ.    მოქალაქეებს ასევე გაეწევათ იურიდიული დახმარება . სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.    მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის, #უფასო სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს.     საქართველოს მასშტაბით,  იურიდიული დახმარების სამსახური 13 ბიუროსა და 34 საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი.     ხარაგაულის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი რიგით  35-ე  იქნება.   შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებს შეეძლებათ იურისტებს სამართლებრივ საკითხებზე დაუსვან კითხვები და კვალიფიციური პასუხები მიიღონ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/299466469_427837839374457_3499790053074447203_n.jpg
20/08/2022 10:02

22 აგვისტოს 11-დან 18 საათამდე ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზა დაიკეტება

     საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0225_1.JPG
18/08/2022 16:07

ხარაგაულის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა. სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.   სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე. სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg
18/08/2022 16:02

ხარაგაულის თეატრს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) სტუმრობდა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა. სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.   სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე. სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298111593_588961729541765_8165579687489520563_n.jpg
17/08/2022 15:43

შრომის უსაფრთხოების თემებზე ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

  პროექტის „შრომის უფლებების და უსაფრთხო შრომის მონიტორინგი იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“ ფარგლებში ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებული პირები და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები ესწრებოდნენ. მარიკა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას   შრომის უსაფრთხოების და უფლებების მიმართულებით მიაწოდა ინფორმაცია და  შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ადვოკატირების შუალედური შედეგები წარუდგინა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008_2.JPG
17/08/2022 15:01

კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი, ლეღვანში კარვების ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. რევაზ შერგელაშვილმა ახალგაზრდები ბანაკში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა. ლეღვნის ბანაკში, ამ ეტაპზე ახალგაზრდების  მესამე ნაკადი იმყოფება.  კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0136.JPG
17/08/2022 14:32

რევაზ შერგელაშვილმა ბანაკის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი, ლეღვანში კარვების ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. რევაზ შერგელაშვილმა ახალგაზრდები ბანაკში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა. ლეღვნის ბანაკში, ამ ეტაპზე ახალგაზრდების  მესამე ნაკადი იმყოფება.  კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/meor%20sat.JPG
16/08/2022 19:25

დეკანოზმა თომა (ლაცაბიძე), ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში , პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა. საღვთო ლიტურგია დეკანოზმა თომა ( ლაცაბიძე) აღავლინა. მამა თომამ მრევლს პირველი საღვთო ლიტურგია მიულოცა და ტაძრის მაშენებელს, მამუკა არევაძეს, მის ოჯახს და ტაძრის შენებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა უფალს , რომ მოგვეცა შესაძლებლობა საღვთო ლიტურგიის თანამონაწილეები ვყოფილიყავით, მადლობა მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს. ჩვენს ეპარქიაში ძალიან ბევრი ტაძარი და საღვთო პირი იკურთხა მისი ხელდასმით . ამ ტაძრის კურთხევაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილია. ულამაზესი ტაძარი აშენდა, ახლა დროა ჩვენს გულებში დავიწყოთ ტაძრის შენება“- ბრძანა ქადაგებისას დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aasdasdnnvjmacfnavnc34342.JPG
16/08/2022 15:01

ევროპისკენ - ხარაგაულში  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი  მიმოიხილა. ზურაბ ხამაშურიძემ  ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესზე, რომლის ფორმულირებაც ევრო კომისიამ მოახდინა და ხაზი გაუსვა იმ სარგებელს რაც საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას მოაქვს .  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განვლილ და მიმდინარე პროცესებზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მიზნები და საქმიანობა გააცნო. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298971078_357498666595479_7860176969512069337_n.jpg
16/08/2022 14:54

სოფელ ხიდარში  საუბნო გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიამ, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი ჩაჩანიძეების   და ჯორტების საუბნო გზებზე დაიგება. სოფელ ხიდარში, აღნიშნული საუბნო გზები დაზიანებულია და მასზე გადაადგილება საკმაოდ რთულია. მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მაჟორიტარ დეპუტატთან  , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად ჩაერთო. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტი დაფინანსდა. საერთო ჯამში აღნიშნული გზით 40 ადგილობრივი ოჯახი  ისარგებლებს. პროექტის ღირებულება  429 ათას 093 ლარს შეადგენს. პროექტი ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, 2022 წელს 287 ათას  962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.  
სრულად