სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/299466469_427837839374457_3499790053074447203_n.jpg

22 აგვისტოს 11-დან 18 საათამდე ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზა დაიკეტება

     საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ნანახია: 399 - ჯერ