სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%90123.JPG
03/02/2023 12:10

კობა ლურსმანაშვილი ვარძიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ ვარძიაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო. ხარაგაულის მერმა შეხვედრა სასიხარულო ინფორმაციის გაჟღერებით დაიწყო. სოფელ ვარძიაში გაზიფიცირება იწყება. აბონენტების დაქსელვა და გამრიცხველიანება დღეიდან დაიწყება და წლის ბოლომდე ბუნებრივ აირს 528 ოჯახი მიიღებს. როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, ვარძიის გაზიფიცირების თემა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით, პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინაშე, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების განხილვისას იქნა წარდგენილი. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართული გახლდათ მხარის გუნერნატორი, ზვიად შალამბერიძე.  სოფელ ვარძიაში შეხვედრას ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ზესტაფონი-ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერი, ლევან აბაშიძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერის წარმომადგენელი, მზექალა გლუნჩაძე და ვარძია-ხიდარი-წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატი , შმაგი ხიჯაკაძე ესწრებოდა. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , 2023 წელს სოფელ ვარძიაში, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით, ცენტრალური გზის ორმული დამუშავება, მოასფალტება და რეაბილიტაცია განხორციელდება. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მერს დაანონსებული , სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვისთვის. მრავალრიცხოვანი შეხვედრა , მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე წარიმართა. ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფელ ვარძიაში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ამბულატორია შემოიღობება და უბნებში გზის რთული მონაკვეთები მოიხრეშება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_1.png
01/02/2023 18:37

6 თებერვალს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

 გაეცანით დღის წესრიგს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ   მომხს: ზურაბ იჩქიტიძე   ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ. მომხს: ნანა კიკნაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის შესახებ 2021 წლის 03 დეკემბრის, 2022 წლის 07 მარტისა და 2022 წლის 03 ოქტომბრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: პავლე კიკალიშვილი     საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   :  დავით კიკნაძე                                            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zdfb.jpeg
01/02/2023 18:31

ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

დღეს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, მერის წარმომადგენელთან, გელა მაღრაძესთან და ლეღვანი- ვახანის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვერა ოდიკაძესთან ერთად ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეარჩია. ლეღვანი წყლის სისტემის მოწყობა გარე განათების მოწყობა მარელისი წყლის სისტემის მოწყობა სასაფლაოს კეთილმოწყობა სანიაღვრე არხის მოწყობა დიდვაკე ნაპირსამაგრის მოწყობა საყრდენი კედლის მოწყობა გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება პატარა სახვლარი გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება   სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zvzv.JPG
01/02/2023 18:02

საღანძილეში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად დაესწრო. საღანძილე, ზარანი, სხლითი, ვანი, ჩხერი, ჯაფაროული - ეს ის სოფლებია, სადაც დღეს მოქალაქეები სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ერთად შეიკრიბნენ. დავით კიკნაძე: ,,საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა დღეს სოფლის საერთო კრებებში. გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები. ვფიქრობ, პროგრამა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ლოკალური პრობლემების გადასაწყვეტად. მოქალაქეები გრძნობენ გარკვეულ პასუხისმგებლობას, აქტიურად არიან ჩართულნი საპროექტო წინადადებების განხილვაში და თავიანთი თვალსაზრისით იღებენ გადაწყვეტილებას იმ პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც სოფლის წინაშე დგას.“ სოფლის საერთო კრებები მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე წარიმართა.   მიღებული გადაწყვეტილებები ოქმში აისახა და მოქალაქეების მიერ ხელმოწერით დადასტურდა. 2023 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი პროექტები განხორციელდება: საღანძილე - გარე განათების ქსელის მოწყობა და საუბნო გზის რეაბილიტაცია. ზარანი - საუბნო გზის რეაბილიტაცია 2 უბანში და წისქვილის კეთილმოწყობა. სოფელ ჩხერი - გზის რეაბლიატაცია სამ უბანში. ვანი -  გზის რეაბილიტაცია ღომეეთის უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა კალათოურის უბანში და წისქვილის შეკეთება ზედა უბანში. სხლითი - საუბნო გზის რეაბილიტაცია ორ უბანში  და წყალგამტარის გაკეთება. ჯაფაროული - ცენტრალური გზის გასწორხაზოვნება და ჩიტაძეების უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_5.jpg
01/02/2023 16:23

ხარაგაულში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივით მოეწყო და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების 80-მდე მოსწავლე იღებდა მონაწოლეობას. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მათთვის სასურველი ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცემნტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე: „მსოფლიოში 100 წელზე მეტია რაც წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნება. საქართველოში რვა წელია რაც დაიწყო ეს ძალიან კარგი ინიციატივა, ხარაგაული პირველი წლიდანვე აქტიურად ჩაერთო მასში. პანდემიის შემდეგ უფრო გაგვიჩნდა ხალხმრავალი ღონისძიებების სურვილი, თითქოს დავშორდით ერთმანეთს, ამიტომ მინდოდა მოსწავლეები შემეხვედრებინა ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, კარგი და საინტერესო დღე გამოვიდა.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9023.jpg
01/02/2023 12:02

გოლათუბნის, გუდათუბნის, წიფასა და ფონას მოსახლეობამ პროექტები შეარჩია

მაღალმთანი სტატუსის მქონე სოფლებში გოლათუბანში, გუდათუბანში, წიფასა და ფონაში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მერის წარმომადგენელთან, მაია გაჩეჩილაძესთან და ზვარე - წიფის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ტალახაძესთან ერთად შეხვდა. სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და გარე განათების ქსელის მოწყობა, ეს ის ძირითადი საპროექტო წინადადებებია , რომელსაც მოსახლეობა სოფლის საერთო კრებებზე პრიორიტეტს ანიჭებს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით გუდათუბანში წყლის სისტემა მოეწყობა, ხოლო ზედა გოლათუბანში, სოფლის მხადამჭერი პროგრამის ფარგლებში პროგრამით გამოყოფილი თანხით, სასაფლაოს შემოღობავენ. სოფელ წიფაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელი მოეწყობა. წყლის სისტემის მოეწყობა და წყლის მილებს შეიძენენ პიმპილაურის უბნისთვის. გზის შეკეთება და გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყდა სოფელ ფონაში. დავით დევდარიანმა სოფლის კრებაზე ადგილობრივებისთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. ხარაგაულის მერია, მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის ფარგლებში სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაციას მოახდენს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93.jpg
01/02/2023 12:01

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერია დაიწყო

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის პირველი თამაში დასრულდა. წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეულმა თამაში გამარჯვებით, ანგარიშით 6:2 დაასრულა. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: გივი კურტანიძე თამარ ფცქიალაძე ზეინაბ ბუაჩიძე გია ლომსაძე მაკა გელაშვილი თამარ სებისკვერაძე დღის საუკეთესო მოაზროვნედ გივი კურტანიძე დასახელდა. თამაშებს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი წარმართავს. ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 6 თებერვალი -დავით ჩადუნელის ექვსეული 13 თებერვალი -სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეული 20 თებერვალი - ვერა ოდიკაძის ექვსეული ინტელექტუალურ თამაშებს 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაში დაასრულებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98.jpg
01/02/2023 12:00

ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კრებებს ხელმძღვანელობდა. ვარლამ ჭიპაშვილი უკვე ერთი კვირაა ხარაგაულის თითოეულ სოფელში, ადგილზე ხვდება მოსახლეობას და მათგან ისმენს ინფორმაციას იმ საჭიროებების შესახებ, რაც სოფლის წინაშე დგას. შეხვედრები უკვე ჩატარდა 9 ადმინისტრაციული ერთეულის 42 სოფელში. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხარაგაულში 24 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ მოლითში სამშენებლო მასალებს შეიძენენ სანიაღვრე არხის მოსაწყობად. ასევე, თანხის ნაწილი დაიხარჯება წისქვილის გამრიცხველიანებისთვის, შეიძენენ მილებს და წყლის სათავე ნაგებობას მოაწესრიგებენ. ბეჟათუბანში გზის შეკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა. ნებოძირში წყლის სისტემის მოწყობა და გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება; ანიულაში თანხას გზის შესაკეთებლად და წისქვილის გამრიცხველიანებისთვის დახარჯავენ. წყლის სისტემა მოეწყობა სოფელ ბაბში. გარე განათების ქსელის მოწყობა გაგრძელდება და წყლის სისტემა მოეწყობა დეისში. ასევე გარე განათების ქსელი მოეწყობა და წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები განხორციელდება სოფელ დეისის ორ უბანში. გარე განათების ქსელს მოაწყობენ და გზას შეაკეთებენ სოფელ ჭარტალში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_92.jpg
01/02/2023 11:58

დავით დევდარიანი მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს

ხარაგაულის მერის მოადგილემ დავით დევდარიანმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები , ზვარის , ჩრდილის და ნუნისის მაცხოვრებლებთან, მერის წარმომადგენელთან, ბესო დალალიშვილთან და ზვარე-წიფის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ტალახაძესთან ერთად გამართა. სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის, გარე განათების მოწყობისთვის, ნუნისის წყლის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, მერის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისა და სოფლის ინტერესების გათვალისწინებისთვის, ნუნისელები ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს მადლობას უხდიან. სოფელს კიდევ ბევრი საჭიროებები აქვს, მათ შორის არის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, რომელიც ადგილობრივებს სოფლის ცენტრიდან მოლითის რკინიგზის სადგურამდე გადაადგილების საშუალებას მისცემს. დავით დევდარიანმა, ყურადღებით მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული თითოეული პრობლემების შესახებ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები მოსახლეობასთან ერთად განიხილა. საერთო მსჯელობის და სოფლის საჭიროებების ღიად განხილვის შემდეგ გადაწყდა ,რომ ზვარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის განკუთვნილი თანხით, შემდეგი საპროექტო წინადადებები დაფინანსდება. 2023 წელს სოფელ ზვარეში , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოცურების საწინააღმდეგო ბაგირი განთავსდება კიკნაძეების უბანში და გარე განათების ქსელი მოეწყობა ჭენჭეხის უბანში. სოფელი ჩრდილი, კოშკის უბანში, გარე განათების ქსელის გაგრძელება. კაოთის უბანში, მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა და გარე განათების ქსელის გაგრძელება. ნუნისში სოფლისთვის გამოყოფილი თანხით საუბნო გზის რეაბილიტაცია მოხდება და წყაროს სათავე ნაგებობა მოეწყობა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_91.jpg
01/02/2023 11:55

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები გრძელდება

ვახანი, სერბაისი, ზედუბანი - მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობას , მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, მერის წარმომადგენელთან, ლევან გოგოლაძესთან და ლეღვანი - ვახანის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვერა ოდიკაძესთან ერთად შეხვდა. სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი ინიციატივები განხორციელდება. ვახანი  გარე განათების ქსელის მოწყობა; სასაფლაოს შემოღობვა (ინასარიძეები, ღონღაძეები);  სასაფლაოს მიმდებარედ ნამშრალის მოწყობა ( ინასარიძეები); სერბაისი  ნაპირსამაგრის მოწყობა;  არსებულ ცხაურებზე მეტალის თავსახურავების მოწყობა; ზედუბანი  ცხაურების მოწყობა;  გარე განათების ქსელის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის 79 სოფელში მცხოვრები ადამიანი თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 890 ათასი ლარი.        
სრულად