სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_91.jpg

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები გრძელდება

ვახანი, სერბაისი, ზედუბანი - მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობას , მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, მერის წარმომადგენელთან, ლევან გოგოლაძესთან და ლეღვანი - ვახანის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვერა ოდიკაძესთან ერთად შეხვდა.

სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი ინიციატივები განხორციელდება.

ვახანი

 გარე განათების ქსელის მოწყობა;

სასაფლაოს შემოღობვა (ინასარიძეები, ღონღაძეები);

 სასაფლაოს მიმდებარედ ნამშრალის მოწყობა ( ინასარიძეები);

სერბაისი

 ნაპირსამაგრის მოწყობა;

 არსებულ ცხაურებზე მეტალის თავსახურავების მოწყობა;

ზედუბანი

 ცხაურების მოწყობა;

 გარე განათების ქსელის მოწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის 79 სოფელში მცხოვრები ადამიანი თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 890 ათასი ლარი.

 

 

 

 

ნანახია: 219 - ჯერ