სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfkbznf.JPG
25/01/2023 19:57

ბორითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  შეხვედრები დღეს  ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. ვარლამ ჭიპაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან , მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და მერის წარმომადგენელთან ხათუნა ჯობაძესთან ერთად  თითოეულ სოფელში, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში განიხილავდა საპროექტო წინადადებებს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ბორითში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დასრულდება გოჭოურის უბანში, უკვე შეძენილი მასალებით მოეწყობა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი  და ასევე წყლის სისტემისთვის შეიძენენ მილებს. ერეთა ერეთაში მოსახლეობამ პრიორიტეტი  არსებული სამანქანო ხიდის რეაბილიტაციასა და დინარის უბანში ნაპირსამაგრის მოწყობას მიანიჭა. ციხისძირი გამოყოფილი თანხით, ციხისძირში გზის რთული მონაკვეთები მოიხრეშება, ასევე,  ბეტონის საფარი დაიგება სავალი გზის გარკვეულ მონაკვეთზე ანგარის უბანში. საქასრია ხმათა უმრავლესობით, რკინის ხიდის უბანში წყლის სისტემის რებილიტაცია  და შესყიდული მასალებით ხიდის მშენებლობა გადაწყდა. გარე განათების ქსელის მოწყობა მოითხოვა მოსახლეობამ დარბაზის უბანში. ასევე დაიგეგმა გზის გაწმენდა  გასწორხაზოვნება ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობა. მაქათუბანი მაქათუბნელების ინიციატივით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარე უბანში. სოფელი წყლის სისტემის გასამართავად ასევე შეიძენს მილებს. მოსახლეობამ ასევე მნიშვნელოვნად  მიიჩნია გზის გაწმენდა - გასწორხაზოვნება ზუმბაძეების უბანში და ჩხერითუბნის ეკლესიის შემოღობვა. ვაშლევი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვაშლევის გაღმა უბანში გარე განათების ქსელს მოაწყობენ. კრებაზე ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტი მიენიჭა ასევე სკვერის მოსაწყობად ინვენტარის შეძენას. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით წყლის სისტემა მოეწყობა. სოფლისთვის გამოყოფილი თანხა დაიხარჯება ასევე სოფლის სასაფლაოს შემოსაღობად და კეთილმოსაწყობად. უბისა სოფელ უბისაში მოსახლეობამ უბისის სკოლიდან ცივწყაროსკენ გარე გაათების ქსელის მოწყობა და სოფლის  სკვერისთვის ინვენტარის შეძენა გადაწყვიტა. ბორითის ადმინისტრაციულ ერთერულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 98 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ბორითში - 16 ათასი. უბისაში , მაქათუბანში, საქასრიასა და ვაშლევში - 48 ათასი (თითოეულ სოფელში 12 ათასი ლარი)  კვესრევში, ამაშუკეთში, ერეთასა და ციხისძირში - 40 ათასი ( თითოეულ სოფელში 10 ათასი ლარი).      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fbsdfb.JPG
25/01/2023 19:51

ნადაბურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნადაბურის და გოლისის მაცხოვრებლებს ხვდება. შეხვედრებს მერის წარმომადგენელი, ზურა შუბითიძე და ნადაბური - ხევის მაჟორიტარი დეპუტატი, დოდო ხაჩიძე ესწრება. ხმათა უმრავლესობით ნადაბურის სამ უბანში გარე განათების ქსელი, გოლისში კი ორი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xc%20xc.JPG
24/01/2023 19:55

ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად ცენტრალურ პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

დღეს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე ხარაგაულში იმყოფებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე: „დავათვალიერეთ პროექტი, რომელიც ხარაგაულში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და შემსრულებელ კომპანიას, რომ ასეთი ლამაზი ადგილი აჩუქეს ხარაგაულს. პარკში არის ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის, კულტურული თუ სპორტული აქტივობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.მინდა ბევრი ასეთი საინტერესო პროექტი ვუსურვო ხარაგაულს.“ პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბარში, ასევე, აღნიშნა, რომ 2023 წელი ხარაგაულისთვის პროექტების სიმრავლით გამორჩეული იქნება. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა ამ ეტაპზე აქტიურად მიდის სამუშაოები, რათა 2020 წელს გამოცემულ განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და ხარაგაულს განსაზღვრულს მიღმა, კიდევ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება დაემატოს. თუ რომელ სოფლებში შევა დამატებით ბუნებრივი აირი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DvV.JPG
24/01/2023 19:35

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის კრებებში აქტიურად მონაწილეობს

დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.  ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელთან ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესო გრიგალაშვილთან მაჟორიტარ დეპუტატთან, დოდო ხაჩიძესთან, და საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის კრებებში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხით სოფლებში ის აუცილებელი პრობლემები მოგვარდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.  მერის პირველი მოადგილე შეხვედრებს დაესწრო ასევე ხუნევის ადმნისტრაციულ ერთეულში.  მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  გრიგალათში და ციცქიურში გარე განათების ქსელი მოეწყობა. გარე განათების მოწყობას მოხმარდება, ასევე, გამოყოფილი თანხა სოფელ ხევში.  თანხის ნაწილით კი რთულ მონაკვეთებზე გზები მოიხრეშება.  ხმათა უმრავლესობით სასაფლაოს ტერიტორიას შემოღობავენ სოფელ წაქვაში. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში საერთო კრებები 3 თებერვლამდე გაგრძელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მათთვის სასურველი საპროექტო წინანდადებები სოფლის კრებაზე განიხილოს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgn.JPG
24/01/2023 19:21

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო- ხარაგაულის მერი გედსამანიის მაცხოვრებლებს შეხვდა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პროგრამის ფარგლებში, დღეს სოფელ გედსამანიის და ვერტყვიჭალის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერი, თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან , ლენა აბაშიძესთან , და მერის წარმომადგენელთან, კახა ლომიძესთან ერთად იმყოფებოდა.  მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან უშუალოდ მოისმინა საპროექტო წინადადებები და მათთან ერთად განიხილა თითოეული იდეის განხორციელების შესაძლებლობა. კობა ლურსმანაშვილი:  ,,შეხვედრამ მოსახლეობის მაღალი აქტივობის ფონზე ჩაიარა. სასიხარულოა რომ მოქალაქეები გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და აქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში." ხარაგაულის მერმა,  განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მცირე  პროექტები განხორციელდება. შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის წინაშე ის მასშტაბური და სერიოზული პროექტები დააანონსა, რომლის განხოეციელება, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში  სხვა  ფონდებიდან მიღებული დაფინანსებით იქნება შესაძლებელი. მერიის აქტიური მუშაობის შედეგად წარდგენილია მოთხოვნა გედსამანიის და ხუნევის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მიზნით. დაგეგმილია გედსამანიის საბავშვო ბაღის მშენებლობა. მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის  ფარგლებში, სოფელ გედსამანიაში  გზა რეაბილიტირდება, რიკაძეების და ჩადუნლების უბანში. შეხვედრებზე კობა ლურსმანაშვილმა ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს ,  ავტობანზე წვდომის დაკარგვის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის შეთავაზება გაუკეთა. ალტერნატიული საავტომობილო გზის გაკეთებამდე საქასრიის, ხუნევის, ვეტყვილის, ვერტყვიჭალის  და გედსამანიის მაცხოვრებლები  მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებენ. მერის დავალებით , მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვაზე უკვე მუშაობენ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში,ხარაგაულში   შეხვედრები 24 იანვრიდან  3 თებერვლამდე გაგრძელდება.  ხარაგაულის 79 სოფლის მაცხოვრებელს ხარაგაულის მერია შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სოფლის გაძლიერებაში.  ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინიციატივები განხორციელდება:  ხუნევში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გარე განათების მოწყობა და  სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.  გედსამანიაში ხიდბოგირი გაკეთდება ჩადუნლების და ჭალის უბანში. ასევე მოხდება გარე განათების ქსელის მოწყობა და ეკლესიის შემოღობვა. სოფელ ვერტყვიჭალაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გზა მობეტოდნება გოგოლაძეების უბანში და გარე განათების ქსელის მოეწყობა გოგოლაძების და ციცქიშვილების უბანში. სოფელ ვერტყვილაში ხმათა უმრავლესობით  საყრდენი კედლის მოწყობა გადაწყდა აბაშიძეების უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გასწორხაზოვნება ხუწურის უბანში. გარე განათების ქსელის მოწყობა ბლიაძეების და ლურსმანაშვილების უბანში. წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და ავზის შეძენა გოგიაშვილების უბანში. სოფელ ბჟინევის მაცხოვრებლებმა პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა მიიჩნიეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  ხარაგაულს,  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 890 ათასი ლარი გადმოეცა. აღნიშნული თანხა სოფლებზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdgnxf_1.png
23/01/2023 11:52

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;                                                                                                                მომხს: ზურაბ იჩქიტიძე ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;                                                                                      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ; მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ: ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმის   დამტკიცების შესახებ;                                                                                              მომხს: მარინე ხვედელიძე  ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და     ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების      შესახებ;                                                                                                          მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო,                 საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების    შესახებ;                                                                                                     მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;                                                                                                        მომხს: პავლე კიკალიშვილი ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.                                                                                                                მომხს: შმაგი ხიჯაკაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnx.jpg
20/01/2023 19:00

ტყის გაყინული სოკო - ინოვაციური საწარმო ხარაგაულში

ნიყვი, მიქლიო, ხარისფაშვა, დათვის და მჭადა სოკო - Boletto.ge ტყის სოკოების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში, მომხმარებელს დაბა ხარაგაულში, არსებულ საწარმოში დამუშავებულ,  შოკურად გაყინულ და გამომშრალ პროდუქციას სთავაზობს. უკვე ორი წელია ხარაგაულში  საწარმო ,,ფრიზ თი“ ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს. საწარმო ამჯერად მომხმარებელს ტყის სოკოებს სთავაზობს. პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ,,ფრიზ თი“ ინოვაციური იდეით - ,,ტყის გაყინული სოკოების საწარმო“, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა. კომპანია ტყის სოკოებს  როგორც რესტორნებს, ასევე, პირდაპირ მომხმარებლებს ონლაინ მაღაზიის მეშვეობით აწვდის. ,,მიღებული გრანტით, ადგილობრივ შემგროვებლებთან ერთად, ჩვენ ავითვისეთ გამოუყენებელი რესურსი და ხარაგაულის საწარმოში დავიწყეთ ტყის გაყინული სოკოების წარმოება, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ასევე ექსპორტზეც გავიტანთ. საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ტყის სოკოებს საკმაოდ ბევრი მოყვარული ჰყავს საქართველოში, განსაკუთრებული პოპულარობით ნიყვი გამოირჩევა, თუმცა, მაღალი  ღირებულების სხვა სოკოებიც იზრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია მომხმარებლებში. ამასთან, აქამდე, ბუნებრივი სეზონის დასრულების შემდეგ ბაზარზე მხოლოდ სათბურის სოკოები იყო ხელმისაწვდომი.“- გვიამბობს ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თი“-ს თანადამფუძნებელი. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. ეს არის საწარმო, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით, რაც  ადგილობრივებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული.“ კომპანია მომხმარებლებს ტყის სოკოებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს. სეზონზე ცოცხალი სახით, სეზონის შემდეგ შოკურად გაყინულ და გამშრალ ფორმებში. ძირითადი პროდუქტებია ნიყვი, მიქლიო, ხარისფაშვა, დათვის და მჭადა სოკოები. თუმცა, როგორც ირაკლი დოლიძე ამბობს ტყის სოკოების მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა, რომ  მომხმარებლებს სიახლეები შესთავაზონ. ირაკლი დოლიძე: ,,ტყის სოკოებს სეზონის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიბარებთ ადგილობრივი შემგროვებლებისგან, შემდეგ დაბა ხარაგაულში, ჩვენს საწარმოში ვამუშავებთ და ან შოკურად ვყინავთ ან ვაშრობთ. ტყის სოკოების კომერციალიზაციის მიმართულებით 2016 წლიდან ვმუშაობთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გვესტუმრნენ იტალიელი და ესპანელი პროფესიოანლი მიკოლოგები, ასევე, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობით ქართველ მიკოლოგებთან. ჩვენი მიზანია ტყის სოკოების და ტყის სხვა არა-მერქნული პროდუქციის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე. წელს სეზონზე წვიმის ნაკლებობის გამო სოკოსთვის კარგი სეზონი არ იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რეგიონში მუშაობისა და ბევრ მომწოდებელთან თანამშრომლობის ხარჯზე მაინც შევძელით საჭირო რაოდენობებისა და ხარისხის სოკოს ჩაბარება. რესტორნებისთვის სოკოს მიწოდება 2022 წლის ბოლოსთვის დავიწყეთ, უკვე რამდენიმე რესტორანმა დაამკვიდრა ტყის სოკო საკუთარ მენიუში. ონალინ მაღაზია სულ რამდენიმე დღეა რაც ავამუშავეთ და უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, ყოველდღიურად იზრდება მომხმარებელთა რიცხვი. ტყის სოკოები ველურ ბუნებაში იზრდება და შესაძლოა მათი ვიზუალური მხარე და ფორმები ისეთივე იდეალური არ იყოს როგორც სათბურის სოკოების, თუმცა, მათ მდიდარი გამოვნური თვისებები და მაღალი ნუტრიციული ღირებულება გამოარჩევს, რაც ტყეში არსებული სოკოს მკვებავი ნივთიერებების მრავალფეროვნებით არის განპირობებული. ტყის სოკოები ბევრად უფრო მნიშვნელოვან და ღირებულ ადგილს იკავებენ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში. ეს ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ამასთან, ტყის სოკოებს ვიტამინებისა და მინერალების ძალიან მაღალი შემცველობა აქვს და ცილის მიღების კარგი ალტერნატიული წყაროა, რაც მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი, მარხვაზე მყოფთათვის, ვეგეტარიანელებისთვისა და ჯანსაღი პროდუქტების მოყვარულებისთვის კარგი სიახლეა." ონლაინ მაღაზიაში ტყის სოკოებთან ერთად, კომპანიის ინოვაციური პროდუქტი ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაი - Freeze Tea-ც იყიდება. Freeze Tea-ს ექვსი სახეობა არის ხელმისაწვდომი ჩაის ფოთლებისა და აგრო (ქართული ვარდი, პიტნა) და ტყის (ველური მოცვი, ცაცხვის ყვავილები) პროდუქტების ნაზავებით დამზადებული.  კომპანია ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, რომელიც ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის ამზადებს. საუცხოო გემოვნურ თვისებებთან ერთად, Freeze Tea-ს ჩაი გამოირჩევა მაღალი ნუტრიციული ღირებულებითა და ანტიოქსიდანტების სიმდიდრით. ,,ფრიზ თი"  ტყის სოკოებისა და ტყის პროდუქტების გარშემო მრავალმხრივ განვითარებას, სეზონზე  სოკოს ტურების განხორციელებას, და, ასევე, სხვადასხვა რესტორანში ტყის სოკოს საღამოების მასპინძლობას გეგმავს.                      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdgnxf.png
20/01/2023 19:00

23 იანვრის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმრთება

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  6 თებერვლის          მორიგი  სხდომის დღის წესრიგის  შესახებ იმსჯელებენ.   ბიუროს    სხდომის  საკითხთა ნუსხა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ                                                                                                                მომხს: ზურაბ იჩქიტიძე ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ. მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ: ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმის   დამტკიცების შესახებ                                                                                              მომხს: მარინე ხვედელიძე       ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და               ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების                   შესახებ,                                                                                                          მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი         გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო,                      საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების              შესახებ,                                                                                                     მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი    დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ,                                                                                                        მომხს: პავლე კიკალიშვილი ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ,                                                                                                                მომხს: შმაგი ხიჯაკაძე      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/sof.jpg
20/01/2023 10:52

გაეცანი შეხვედრების გრაფიკს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 24 იანვარს იწყება

ყოველ წელს, ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებელს , სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. ხარაგაულს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 890 000 ლარი გამოეყო.  ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 24 იანვარს  დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება. კობა ლურსმანაშვილი: - „მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, ასევე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის სასურველი პროექტების შერჩევა და შემდეგ მათი განხორციელება.“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე. შენ შეგიძლია მიხვიდე შენი სოფლის საერთო კრებაზე და თანასოფლელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება , იმ დაფინანსებით , რომელიც შენ სოფელს შეხვდა , რომელი საკითხი გადაჭრა დადებითად. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საშუალებას გაძლევს 16 მიმართულების იდეა რეალობად, ხოლო გამოწვევა შესაძლებლობად აქციო. დაფინანსება ყველა სოფელს ინდივიდუალურად , მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით განესაზღვრება. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: ▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) ▪ სარწყავი სისტემები ▪ სანიაღვრე არხები ▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები ▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები ▪გარე განათება ▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი  ▪ ამბულატორიის შენობები. ▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი. ▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით.  ▪  წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▪  სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა ▪  მინიჰესი  ▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებლები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა. აღნიშნულ ლინკზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/3W3do6E , რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ მაილზე petresharikadze@gmail.com გადმოაგზავნოთ. ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკი  იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3k9pKgj  ჩვენ გაწვდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია! სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პირველი საერთო კრება 24 იანვარს ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. შეხვედრები სოფლებში  შემდეგი თანმიდევრობით ჩატარდება: ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული - 24 იანვარი 1.ხუნევი - 11 საათი 2.გედსამანია - 12 საათი 3.ვერტყვიჭალა - 13 საათი 4.ბჟინევი - 14 საათი 5.ვერტყვილა - 15 საათი   ხევის ადმინისტრაციული ერთეული - 24 იანვარი 1.ხევი - 11 საათი 2.წაქვა - 12 საათი 3.გრიგალათი - 13 საათი 4.ციცქიური - 14 საათი   ბორითის ადმინისტაციული ერთეული - 25 იანვარი ბორითი - 10:00 საათი ციხისძირი - 11:00 საათი საქასრია - 12:00 საათი მაქათუბანი - 13:00 საათი უბისა - 14:00 საათი ერეთა - 15:00 საათი ვაშლევი - 14:00 საათი კვესრევი - 15:00 საათი ამაშუკეთი - 16:00 საათი   ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული - 25 იანვარი 1.ნადაბური - 11:00 საათი 2.გოლისი - 12:00 საათი   სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული - 26 იანვარი 1.სარგვეში - 11:00 საათი 2.ხორითი - 12:00 საათი 3.საბე - 13:00 საათი 4.მიროწმინდა - 14:00 საათი   ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული - 26 იანვარი, 11:00 საათი    ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული - 27 იანვარი 1.ახალსოფელი - 11:00 საათი 2.ფარცხნალი - 12:00 საათი 3.ღუდუმექედი - 13:00 საათი 4.ისლარი - 14:00 საათი     ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული - 27 იანვარი 1.წიფი - 11:00 საათი 2.ღარიხევი - 12:00 საათი 3.ბაზალეთი - 14:00 საათი 4.ქროლი - 13:00 საათი   მოლითის ადმინისტრაციული ერთეული - 30 იანვარი 1.მოლითი - 11:00 საათი 2.დეისი - 13:00 საათი 3.ბეჟათუბანი - 14:00 საათი 4.ჭარტალი - 15:00 საათი 5.ნებოძირი - 11:00 საათი 6.ქვები - 12:00 საათი 7.ბაბი - 13:00 საათი 8.ანიულა - 14:00 საათი   წიფის ადმინისტრაციული ერთეული - 30 იანვარი 1.წიფა - 11:00 საათი 2.გოლათუბანი -12:00 საათი 3.გუდათუბანი - 13:00 საათი 4.ფონა - 14:00 საათი   ვახანის ადმინისტრაციული ერთეული - 31 იარვარი 1.ვახანი - 14:00 საათი 2.სერბაისი - 15:00 საათი 3.ზედუბანი - 16:00 საათი ზვარის ადმინისტრაციული ერთეული - 31 იანვარი 1.ზვარე - 11:00 საათი 2.ჩრდილი - 12:00 საათი 3.ნუნისი - 13:00 საათი   საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული - 1 თებერვალი 1.საღანძილე - 11:00 საათი 2.ზარანი - 12:00 საათი 3.სხლითი - 13:00 საათი 4.ვანი - 14:00 საათი 5.ჩხერი- 15:00 საათი 6.ჯაფაროული - 16:00 საათი   ლეღვანის ადმინისტრაციული ერთეული - 1 თებერვალი 1.ლეღვანი - 11:00 საათი 2.მარელისი - 13:00 საათი 3.დიდვაკე - 15:00 საათი 4.პატარა სახვლარი - 16:00 საათი   ლაშის ადმინისტრაციული ერთეული - 2 თებერვალი 1.ლაშე - 11:00 საათი 2.უჩამეთი - 12:00 საათი 3.ღვერკი - 13:00 საათი 4.ხემაღალი - 14:00 საათი 5.ლაშის იგორეთი - 15:00 საათი   ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული - 2 თებერვალი, 11:საათი   კიცხის ადმინისტრაციული ერთეული - 3 თებერვალი 1.კიცხი - 11:00 საათი 2.ბორი - 12:00 საათი 3.საქარიქედი - 13:00 საათი 4.კიცხის იგორეთი - 14:00 საათი 5.თერაწყარო - 15:00 საათი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dcb.JPG
18/01/2023 18:49

იცნობდეთ  - მარიამის სახელოსნო,  სოფელ მოლითში

,,მარიამის სახელოსნო“ - ნებოძირელმა 30 წლის მარიამ თოდაძემ ახალი ბიზნეს სტარტაპი ამ სახელწოდებით  დაიწყო. ,,აწარმოე საქართველოს“ მიღებული გრანტით მარიამმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა, სოფელში ჩამოვიდა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად უკვე თვეზე მეტია აქტიურად მუშაობს. სამუშაო მასალა:  ხის ფანერი, ორგანული მინა, მატერია და ტყავი. მარიამმა  მუშაობა  საახალწლო თემატიკის აქსესუარების დამზადებით დაიწყო. სახელოსნოში  ხის აქსესუარები, სხვადასხვა სახის სუვენირები და ჩანთები მზადდება. უახლოეს მომავალში მარიამი წარმოების გაზრდას და  საბავშვო სპორტულების შეკერვაზე შეკვეთების მიღებასაც აპირებს. თათა ვარდანაშვილის საავტორო კოლეჯი, კოლეჯი ,,მერმისი, ,,მოდუსი“, ეს იმ სახელოვნებო სასწავლებლების ჩამონათვალია , სადაც მარიამმა პროფესიული განათლება მიიღო. ,,კოლეჯ ,,მოდუსში“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სწორედ ამ კოლეჯში შეიცვალა ჩემი მიზნები. ჩემმა ლექტორმა როდესაც  ჩემი დამზადებული ტყავის ნაწარმი ნახა, კოლეჯის ფაბ ლაბში შემომთავაზა გადასვლა, სადაც ლაბის ხელმძღვანელმა დავით ხელაშვილმა,  რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, მასწავლა ქორელის პროგრამა და ლაზერულ დანადგართან მუშაობა. ასე დაიწყო ჩემს კოლექციაში ხის და ორგანული მინის სინთეზის სინქრონი, დავიწყე მუშაობა ტყავის, ხის და ორგანული მინის ჩანთების წარმოება. არ მქონდა საკერავი მანქანები, ვმუშაობდი ხელით შესაბამისად შეკვეთების მიღება მიჭირდა.“ - გვიყვება მარიამ თოდაძე. #აწარმოე_საქართველო  სწორედ ამ დროს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება ,,აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში, სადაც ბოლო მომენტში მაღალი კონკურენციის გამო ვერ გავიმარჯვე, თუმცა არ დავნებდი და ერთი წლის განმავლობაში ცოდნის გაღმავება გადავწყვიტე. ვღებულობდი სხვადასხვა ტრეინინგებში მონაწილეობას მარკეტინგის კუთხით, დავეუფლე ქორელ დრავის პროგრამას სრულყოფილად, გავაანალიზე შეცდომები, გეგმები უფრო ნათლად დავსახე და ახლიდან გავგზავნე ბიზნეს იდეა, შრომამაც არ დააყოვნა და დღეს "აწარმოე საქართველოს" კონკურსის გამარჯვებული ვარ. #რატომ_სოფელი? ყოველთვის მინდოდა მშვიდ ადგილას ცხოვრება, გათხოვების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით სოფელში გადმოვსულიყავით, მაგრამ აქ არ გვქონდა განვითარების შესაძლებლობა, შესაბამისად ისევ ქალაქში განვაგრძეთ ცხოვრება, როდესაც ჩემი ბიზნეს იდეის ადგილის განხილვა დავიწყე, გამიჩნდა იდეა, სოფელში დავბრუნებულიყავით და თუ პროექტში გავიმარჯვებდი, სწორედ აქ მინდოდა ფრთები შეესხა ჩემს მიზნებს და ოცნებებს. #მე_და_ჩემი_მიზნები ყოველთვის ვთვლიდი, რომ მთავარია გჯეროდეს, გწამდეს, იშრომო, იბრძოლო და ყველაფერს შეძლებ. დღეს მე ორი შვილის დედა ვარ.  7 თვის პატარასთან ერთად  დავდიოდი ყველგან და ისე ვაკეთებდი საქმეს, რომ აქამდე მიმეღწია. მსურს ეს ბევრისთვის მოტივაცია იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში მიზნებისკენ სწრაფვა არ უნდა შევწყვიტოთ. #ჩემი_ოჯახი ჩემი ოჯახი ჩემი ძალაა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხარში მიდგას. მინდა აღვნიშნო, რომ სოფელში ყველას ძალიან უხარია ჩვენი საწარმოს გახსნა. საახალწლოდ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს მასწავლებლებმა მოსწავლეებს. ელოდებიან როდის მივალ იმ ეტაპამდე, რომ ახალგაზრდების  დასაქმებაც შევძლო, მანამდე  უკვე ერთი ნაბიჯი დამრჩა. #ჩემი_სახელოსნო სახელოსნოში დღეს დასაქმებული მყავს ჩემი მეუღლე და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გოგონა , რომელსაც ამ ეტაპზე ონლაინ გვერდებზე მუშაობას ვასწავლი, ვცდილობ მარკეტინგული კუთხით გადავამზადო და მის განვითარებასა და ტრეინინგებში ჩართვაზე აქტიურად ვზრუნავ. ვფიქრობ, ჩემს იდეას ურთიერთგაცვლითი სარგებელი აქვს. ჩემი სახელოსნო  მე ინოვაციურ ბიზნესის წარმოებაში დამეხმარება, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს თვითგანვითარებასა და დასაქმებაში. შეუკვეთე მარიამს საჩუქარი ახლობელი ადამიანისთვის. ის მზადაა ნებისმიერი ფორმის, დიზაინის და თემატიკის სუვენირი თქვენთვის სასურველ მასალაში დაგიმზადოთ.  ეკონტაქტეთ: 574 16 29 38                        
სრულად