სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/monawileobiti%20-%204.png
08/10/2026 11:42

ამ ეტაპზე შემოსულია 3 040 ხმა - ხმის მიცემა გრძელდება

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 ხმის მიცემა გრძელდება! მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში უკვე 3 040 ხმა დაფიქსირდა. გაეცანით პროექტებს და ხმა მიეცით იდეას, რომლის განხორციელებაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ: https://kharagauli-vote.rerodev.com თქვენი ხმა მნიშვნელოვანია — ერთად გადავწყვიტოთ, რომელი პროექტები განხორციელდება ხარაგაულში. ხმის მიცემა სრულდება 11 ოქტომბერს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/65544sdf.jpg
06/10/2026 16:28

 5 ოქტომბერს  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

5 ოქტომბერს , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა . სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებს , საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში წარუდგინა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო მაღლაკელიძემ ; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში - სამსახურის უფროსმა ზურაბ ბანცაძემ ; საკრებულო ასევე გაეცნო საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის ანგარიშს , რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ პავლე კიკალიშვილმა წარმოადგინა . მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე , ასევე საპრივატიზაციო ქონების ნუსხასა და გეგმაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ინგა ლურსმანაშვილმა ; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა და თანხების განაწილებაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგინა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ . საკრებულოს წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასა .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hhfg12.jpg
06/10/2026 16:04

მუნიციპალიტეტის მერმა,კობა ლურსმანაშვილმა,მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში 149 პროექტი განხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 890 000 ლარს შეადგენს, ხოლო მერის გადაწყვეტილებით, დამატებით 331 293 ლარის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებიც. მუნიციპალიტეტის 36 სოფელში მიმდინარეობს ახალი გზების მოწყობისა და არსებული გზების რეაბილიტაციის პროექტები. პარალელურად, გრძელდება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი — 39 პროექტიდან 37 უკვე დასრულებულია, 2 პროექტზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2026. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე უკვე 2 614 ხმაა დაფიქსირებული. მოქალაქეებს საკუთარი რჩეული პროექტის მხარდაჭერა ონლაინ, 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ხარაგაულის მერმა აღნიშნა , ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი არჩევანი განსაზღვრავს, რომელი პროექტები დაფინანსდება. მერმა ასევე ისაუბრა ხარაგაულობის დღესასწაულთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების ფორმატი და ზოგადი ხედვები, რომლებიც დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და სოციალური მიმართულების საკითხებსაც. მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოციალური საჭიროებების მქონე და პრობლემურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და უზრუნველყონ მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5dasd654_1.jpg
06/10/2026 16:03

 კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ვარლამ ჭიპაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში მასწავლებელთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე ესწრებოდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/654s.jpg
02/10/2026 16:28

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 - ხმის მიცემის პროცესი გრძელდება

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 - ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე , მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 2 614 ხმა უკვე დაფიქსირდა. თუ გსურთ, რომ ხარაგაულში განხორციელდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეა, გაეცანით წარმოდგენილ პროექტებს და ხმა მიეცით თქვენს რჩეულ იდეას. ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობს. https://kharagauli-vote.rerodev.com თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია — სწორედ მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს, რომელი პროექტები დაფინანსდება მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში. ხმის მიცემა სრულდება 11 ოქტომბერს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/medalosnebs.jpg
01/10/2026 18:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს ფინანსურად დააჯილდოებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის წარმატებული კურსდამთავრებულები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფინანსური წახალისება 33 წარმატებულ კურსდამთავრებულს შეეხება. მათ შორის, 30 ოქროს მედალოსანს 1000 ლარი, ხოლო 3 ვერცხლის მედალოსანს 700 ლარი გადაეცემა. „ჩვენთვის თითოეული წარმატებული ახალგაზრდის დაფასება მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერა ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას და ახალი მიზნების დასახვას. გვჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ღირსეულად წარმოაჩენენ“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asaadsqe2211.jpg
01/10/2026 17:55

სოფელ ბაზალეთში,ბრუისის უბნის გზაზე  ბეტონის საფარი მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად გრძელდება. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატ იზა ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ ბაზალეთში, ბრუისის უბანში, გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში 960 მეტრი გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოების სრული ღირებულება 201 000 ლარს შეადგენს. გზების რეაბილიტაციის მიმართულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების დინამიკა — მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 39 პროექტიდან ამ დროისთვის 28 უკვე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ პროექტებზე სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 320 კილომეტრი გზა რეაბილიტირებულია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ba_ner_1.jpg
01/10/2026 16:29

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში შემოსულ საპროექტო წინადადებებზე ხმის მიცემის ეტაპი იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში შემოსულ საპროექტო წინადადებებზე ხმის მიცემის ეტაპი იწყება. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისგან 26 საპროექტო წინადადება შევიდა, შეფასების ეტაპის გავლის შემდეგ, ხმის მიცემის ეტაპზე 15 საპროექტო წინადადება გადავიდა. ახლა უკვე არჩევანი მოქალაქეების ხელშია — სწორედ მათი მხარდაჭერა განსაზღვრავს, რომელი იდეები დაფინანსდება და განხორციელდება მუნიციპალიტეტში. ხმის მიცემის ეტაპზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირება თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით ხორციელდება. მიმდინარე წელს „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამისთვის 300 000 ლარი გამოიყო. თქვენთვის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა უკვე შეგიძლიათ ხმის მიცემის ბმულზე გადასვლის საშუალებით. https://kharagauli-vote.rerodev.com წარმოგიდგენთ 15 იდეას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამუშაო ჯგუფის მიერ შეფასებისა და შერჩევის ეტაპი: სოფელ საქასრიაში - საბავშვო სპორტულ - გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა - იდეის ავტორი ანა ლურსმანაშვილი; სოფელი წყალაფორეთი - დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის - იდეის ავტორი ანა ნიქაბაძე; სოფელი ვახანი - ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა - იდეის ავტორი - ლაშა ღონღაძე; დაბა ხარაგაული - ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა - იდეის ავტორი დიმიტრი ჩიკვაიძე; სოფელი კიცხი- კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია - იდეის ავტორი - ელისო არჯევანიძე; სოფელი საღანძილე - კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა - იდეის ავტორი ირაკლი კიკნაძე; სოფელი ზვარე - მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება - იდეის ავტორი ირმა გერლიანი; სოფელი მოლითი - მინი მოედანი - იდეის ავტორი ჯიმშერ ცუცქირიძე; სოფელი ფარცხნალი - სტადიონის მშენებლობა -იდეის ავტორი რუსუდან გოგოლაძე; სოფელი გრიგალათი - სკვერის მოწყობა - იდეის ავტორი ია მახათაძე ; სოფელი ღორეშა - ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია - იდეის ავტორი თეიმურაზ კუპრაძე; სოფელი ბორითი - არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია - იდეის ავტორი ლევან დონაძე; სოფელი მაქათუბანი - გარე განათების მოწყობა - იდეის ავტორი ნანა პაქსაშვილი; სოფელი ხენევი - სასაფლაოს მოწესრიგება - იდეის ავტორი მამუკა ლომიძე; სოფელი გედსამანია - სპორტულ გამაჯანსაღებელი სკვერი - იდეის ავტორი იური ჩადუნელი; ხმის მისაცემად გაიარეთ რეგისტრაცია:  მიუთითეთ სახელი და გვარი შეიყვანეთ პირადი ნომერი  მიუთითეთ მობილური ტელეფონის ნომერი  აირჩიეთ მუნიციპალიტეტი, რომელშიც ცხოვრობთ მონიშნეთ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს  დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ მობილურ ნომერზე მიღებული SMS კოდი შეიყვანეთ შესაბამის ველში. ამის შემდეგ გამოჩნდება პროექტების ჩამონათვალი. პროექტის აღწერის სანახავად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს. შეგიძლიათ აირჩიოთ მაქსიმუმ 3 პროექტი. მონიშნეთ სასურველი პროექტები და დაადასტურეთ არჩევანი. ხმის მიღების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „თქვენი ხმა მიღებულია“. ხმის მიცემის პროცესი 11 ოქტომბერს დასრულდება. გამოვლინდება 10 გამარჯვებული პროექტი. ჩვენ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fasdasdasd.jpg
01/10/2026 13:50

სოფელ ბაბში გზის მობეტონების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბაბში, გზის მობეტონების პროექტის ფარგლებში სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ზურა ტაბატაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ტალახაძესთან და საკრებულოს წევრ სპარტაკ ლაცაბიძესთან ერთად. გარდამავალი პროექტის ფარგლებში, სოფელ ბაბში გზის 1 100 მეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად მობეტონდება. პროექტის საერთო ღირებულება 288 000 ლარს შეადგენს, 2026 წლისთვის გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება კი 100 000 ლარია. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად გრძელდება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგიც. 39 პროექტიდან ამ ეტაპზე 34 უკვე დასრულებულია, სამუშაოები კი კიდევ 4 პროექტზე მიმდინარეობს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fdsa.jpg
01/10/2026 13:46

 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ზვარეში -ხიხაძეების უბანში, გზის 650-მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყო

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ზვარეში, ხიხაძეების უბანში, რთული რელიეფის გამო გადაადგილებისთვის ,გზის 650-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ,ვარლამ ჭიპაშვილი. მან პროექტის შესრულების ხარისხის შესახებ ინფორმაცია მერის წარმომადგენელ ბესიკ დალალიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ტალახაძესთან ერთად მიიღო. პროექტის ღირებულება 180 000 ლარია და სამუშაოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მთის ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის შერჩევისას გათვალისწინებული იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება და გზის რთული რელიეფი, ისე პროექტით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. ზვარეში მიმდინარე სამუშაოები იმ ფართომასშტაბიანი საგზაო პროგრამის ნაწილია, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. მერიის მიერ, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის მონიტორინგის ფარგლებში, 36 სოფელში მიმდინარეობს ახალი გზების მოწყობისა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები. საგზაო პროექტების შერჩევისას მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს, გზების არსებულ მდგომარეობას, რელიეფის სირთულესა და პროექტებით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობას — რათა ინფრასტრუქტურული რესურსი იმ მონაკვეთებზე მიიმართოს, სადაც მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია. ზვარეში, ხიხაძეების უბანში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს 650 მეტრის სიგრძის კეთილმოწყობილი ბეტონის გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.  
სრულად