სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_2_1.png
14/02/2024 18:05

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

NAT240003213 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ CESL-ს პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრისათვის ფოტოაპარატის, პროექტორის, პროექტორის ეკრანისა და ფოტოგრაფიული მოწყობილობის (დრონის) შესყიდვა.     შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240003213   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 14.02.2024 17:34 წინადადებების მიღება იწყება 20.02.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 22.02.2024 17:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7`610.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  38600000 - ოპტიკური ხელსაწყოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  38650000 - ფოტოგრაფიული მოწყობილობები    38651000 - ფოტოაპარატები    38652100 - პროექტორები    38653400 - პროექტორის ეკრანები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 100.00 GEL გარანტიის ოდენობა 76 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია   პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ CESL-ს პროგრამის ფარგლებში (გრანტი) და გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.   ​ 100%  - გრანტი/კრედიტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/7b765d25-14b8-4d42-793e-08d9dc0ed34c.jpg
13/02/2024 19:42

,,დანერგე მომავალი“ - სახელმწიფო გთავაზობთ დახმარებას სოფლად საქმიანობის წამოწყებისთვის

„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში: მრავალწლოვანი ბაღბის თანადაფინანსება; სანერგე მეურნეობის თანადაფინანსება; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება; სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება.   პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3uhXMUX   დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენივე მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს. * კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0665_1.JPG
13/02/2024 19:38

ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, ფსიქოსოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობა  გაიზრდება

ხარაგაულში,  ორგანიზაცია: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი (GCRT-Kutaisi) პროექტს „გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისა  და გოგონების  თანადგომა“ ახორციელებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პროექტის  წარმომადგენლებს თეა ფანჩულიძეს და ანა ჩაფიძეს , მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან, სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან,  ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, თეა ბერიძესთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. პროექტის მიზანია-- ფსიქოსოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გენდერული ნიშნით  ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის/ გოგონებისთვის. შეხვედრის მიზანი ხარაგაულის მინიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნების გაცნობა გახლდათ. შეხვედრაზე  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ  გამოწვევებზე იმსჯელეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ამ მიმართულებით  თანამშრომლობისთვის   სრული მზაობა  გამოხატა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები პროექტის ავტორებთან ერთად, შერჩეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში,  ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ჩაატარებენ. ასევე მოხდება ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გენდერული ნიშნით  ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და გოგონებისთვის.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/424582741_773810524782039_2279026115006023299_n.jpg
13/02/2024 19:10

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", ფერმერებს საგრანტო კონკურსში იწვევს

" საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ", "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება" პროექტის ფარგლებში, იწვევს  ფერმერებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მესაქონლეობის ( მერძეული ) და მეფუტკრეობის ( თაფლი ) მიმართულებით სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით  შემდეგი სამიზნე რეგიონებიდან:  კახეთი , იმერეთი , გურია , რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი .   საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), შეარჩევს 8 ფერმას (თითო სადემონსტრაციო ფერმა თითო რეგიონში თითო მიმართულებით – 4 ფერმა მესაქონლეობა (მერძევეობა); 4 ფერმა (მეფუტკრეობა) პროექტის სამიზნე რეგიონებიდან კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ფერმერული მეურნეობის განვითარებით. წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა:  04 მარტი , 2024. დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბმულს:  https://grants.gfa.org.ge/grants/capca/   მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას: ქუთაისი  –  23 თებერვალი , 13:00 სთ სასტუმრო “ ბესტ უესთერნ ქუთაისი ” ( იოსებ გრიშაშვილის N11) __________________________________________ * კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/GITA11.jpg
13/02/2024 18:50

GITA - ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" , კერძოდ, 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები. განაცხადები მიიღება: 2024 წლის 28 თებერვალის 23:59 სთ-მდე. მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონიდან. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა გაეცნოს სარეგისტრაციო ბმულზე მოცემულ ინფორმაციას. იმერეთი- https://shorturl.at/hFISY * კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1284%20(1).JPG
05/02/2024 18:47

ხარაგაულის მერმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა

 ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მედლების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა ?? მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას მერის პირველმა მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებლოს თავმჯდომარის მოადგილეები,  დავით კიკნაძე და პაატა გოგოლაძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ნანა ცხვედაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,მარინა ვეფხვაძე, სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოქროს მედალი 36 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 3 მოსწავლე დაჯილდოვდა.   მედლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 39 კურსდამთავრებულს გადაეცა:   ლუკა ცისკაძე - მარელისის საჯარო სკოლა ნინო ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა მარიამ ბუაჩიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა საბა მესხი - N2 საჯარო სკოლა გვანცა ყრუაშვილი - N2 საჯარო სკოლა     6. ნანუკა წიწილაშვილი - ბორის სკოლა - პანსიონი მარიამ რიკაძე - ბორითის საჯარო სკოლა გიორგი ლელაძე - ხიდრის საჯარო სკოლა მარიამ ყურაშვილი - მოლითის საჯარო სკოლა მარიამ ფცქიალაძე - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია გიორგი კვირიკაშვილი - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ნინო ვეფხვაძე - ლეღვნის საჯარო სკოლა გვანცა მაღლაფერიძე - N2 საჯარო სკოლა ელენე ტალახაძე- N2 საჯარო სკოლა ელენე ჭყოიძე- N2 საჯარო სკოლა ნინო ლურსმანაშვილი- N2 საჯარო სკოლა    17. ქეთი დავაძე -N2 საჯარო სკოლ გურამ ლურსმანაშვილი- N3 საჯარო სკოლა ელენე ჩიჩილიძე- N3 საჯარო სკოლა ქეთევან ლაცაბიძე- N3 საჯარო სკოლა ანა კოვზირიძე- მარელისის საჯარო სკოლა მარი ქურდაძე - მარელისის საჯარო სკოლა თამარ ჭანკოტაძე - ბორის სკოლა პანსიონი ნათია გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ნანა ლომიძე-ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა    26.ნინო ლომიძე- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა თემიკო მაღლაკელიძე- ზვარის საჯარო სკოლა ინგა გოგნაძე- ზვარის საჯარო სკოლა ცოტნე თიკანაშვილი - ზვარის საჯარო სკოლა ნიკა კიკნაძე- საღანძილის საჯარო სკოლა დავით ტაბატაძე - ხევის საჯარო სკოლა ლევან კაციტაძე - ხიდრის საჯარო სკოლა ლუკა გაგოშიძე - ხიდრის საჯარო სკოლა დავით მესხი - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ელენე მესხი - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია თამთა კიკნაძე - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია    37 ლიზი ლაცაბიძე - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია თემური მაღრაძე- ლეღვნის საჯარო სკოლა ლიზა ღონღაძე - მოლითის საჯარო სკოლა      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_2.png
05/02/2024 16:09

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება, მძღოლთან ერთად, მომსახურეობის შესყიდვა   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240002263   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 02.02.2024 18:13 წინადადებების მიღება იწყება 10.02.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 12.02.2024 12:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10`487.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  60170000 - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 100.00 GEL გარანტიის ოდენობა 105 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       დაფინანსება 100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kk.jpg
24/01/2024 11:30

25 იანვარს შეხვედრა ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს. 25 იანვარს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხევის, წაქვის, ციცქიურის, გრიგალათის, ხუნევის, გედსამანიის, ვერტყვიჭალის, ბჟინევის და ვერტყვილის მოსახლეობასთან გაიმართება. ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებლის იდეას თუ საპროექტო წინადადებას სოფლებში უშუალო შეხვედრების ფორმატში მოისმენს და განიხილავს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს იწყება და 6 თებერვალს დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე. ხარაგაულში სულ 79 სოფელია. 9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს. პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: ▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) ▪ სარწყავი სისტემები ▪ სანიაღვრე არხები ▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები ▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები ▪გარე განათება ▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ▪ ამბულატორიის შენობები. ▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი. ▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით. ▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა ▪ მინიჰესი ▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება. აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ. ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება. ჩაერთე შენი სოფლის ცხოვრებაში და თანასოფლელებთან ერთად მიიღე შენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0176.JPG
24/01/2024 11:24

26 იანვარს შეხვედრა ბორითის და ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს. 26 იანვარს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ბორითის, ციხისძირის, საქასრიის, მაქათუბნის, ვაშლევის, ერეთის, ნადაბურის და გოლისის  მოსახლეობასთან გაიმართება. ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებლის იდეას თუ საპროექტო წინადადებას სოფლებში უშუალო შეხვედრების ფორმატში მოისმენს და განიხილავს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს იწყება და 6 თებერვალს დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე. ხარაგაულში სულ 79 სოფელია. 9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს. პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: ▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) ▪ სარწყავი სისტემები ▪ სანიაღვრე არხები ▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები ▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები ▪გარე განათება ▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ▪ ამბულატორიის შენობები. ▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი. ▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით. ▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა ▪ მინიჰესი ▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება. აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ. ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება. ჩაერთე შენი სოფლის ცხოვრებაში და თანასოფლელებთან ერთად მიიღე შენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_1_1.png
23/01/2024 18:44

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად მომსხაურების შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად. სოფელ ზედა ვახანიდან - ვახანისწყალის მიმართულებით.   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240001314   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 23.01.2024 16:17 წინადადებების მიღება იწყება 29.01.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 31.01.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`200.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები    60170000 - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 200.00 GEL გარანტიის ოდენობა 112 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი
სრულად