სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/431548257_370412042482995_1306708292715532009_n.jpg
18/03/2024 17:05

მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან , მანანა ბარბაქაძესთან ერთად ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ახალი ბაღის მშენებლობაზე 1 278 332 ლარი დაიხარჯება. ბაღის მშენებლობა ახალ ლოკაციაზე სოფლისთვის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის  სამუშაოები. პროექტი სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე  649 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება  კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა და რეაბილიტაცია. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე: ,,სასიხარულოა ის მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულშია, პროექტები სხვადასხვა სამინისტროების და ფონდების დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის განხორცილებაშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია რომ ყოველ წელს იმატებს ხარაგაულში მშენებლობის ტემპი , მიხარია რომ ამდენი საქმე კეთდება , რაც კიდევ გაგრძელდება“. მაჟორიტარმა დეპუტატი მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის   და  სოფელ ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ხარაგაულის მერია 2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 6 051 271  ლარს დახარჯავს.  დღესვე, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში  CESL პროექტის ფარგლებში, 100 ათასი ლარის ღირებულების გრანტით,ახალი ავეჯით აღჭურვილი , განახლებული ინოვაციების  ცენტრის მოინახულა. ცენტრი ასევე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4097.jpg
18/03/2024 17:05

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით, ხარაგაულის მერმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე მერის მოადგილეების მხრიდან სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. როგორც თათბირზე აღინიშნა, სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის , სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით ხარაგაულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მარტში დასრულდება. ხარაგაულის მერმა, წარმომადგენლებს, ინფორმაციის იმ ოჯახებამდე მიტანა დაავალა, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან. მერის წარმომადგენელებისგან მიღებული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ სოფლებისთვის პრიორიტეტად კვლავ მეწყერისგან დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების აქტიური კონტროლი რჩება. ხარაგაულის მერმა დავალება გასცა, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების ჩართულობით და მუნიციპალური ტექნიკის დახმარებით სამუშაოები გაგრძელდეს და პრობლემების ადგილზე ლოკალიზება მოხდეს. თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_3.png
18/03/2024 16:15

1 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: დღის წესრიგი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ჰამლეტი ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური და ხმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 7.ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_3.png
18/03/2024 10:46

დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოისმინეს ანგარიში. საკითხი საკრებულოს მერის პირველმა მოადგილემ წარუდგინა. ბიუროს წევრებს ანგარიში გააცნო  ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ , გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ,  მარინე ხვედელიძემ. სხდომაზე ასევე იმსჯელეს: ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოცია ლური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე „ხარაგაულისმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 21 დეკემბრის N29  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/es_8.jpg
13/03/2024 17:05

სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 461 226 ლარი დაიხარჯება

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისაში , საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 461 226 ლარი დაიხარჯება. ბეტონის საფარის დაგება გზის 1 700 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხათუნა ჯობაძესთან ერთად გაეცნო.  ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 051 271  ლარით იწყებს. საერთო ჯამში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_21.png
13/03/2024 15:28

18 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 მარტის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ჰამლეტი ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოცია ლური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე „ხარაგაულისმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024   წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 21 დეკემბრის N29  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/431282957_368919999298866_8603859828362288586_n.jpg
11/03/2024 18:50

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა. თათბირზე ხარაგაულის მერმა  ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, მიმდინარე კვირაში თითოეული პროექტზე მიმდინარე სამუშაოებს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად უშუალოდ გაეცნობა. თათბირის მიმდინარეობისას  სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფის უფროსებმა დავით ფანჩულიძემ და თორნიკე ზაქაიძემ, მერის წარმომადგენლებს, ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. სპეციალისტებმა შეხვედრაზე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ მოზამთრეობის ფაზაში მყოფ მავნებელთან ბრძოლის ეფექტურობა, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განისაზღვრება და საკონსულტაციო შეხვედრები ამ მიზანს ემსახურება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მერის წარმომადგენლები აქტიურად  იქნებიან ჩართულნი მავნებელთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებებში, რათა მოსავლის დაცვის მიზნით, აგროკალენდრით გათვალისწინებული აქტივობები დროულად განხორციელდეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3548.JPG
11/03/2024 17:13

,,იუბილე სიურპრიზებით“ - ახალი სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლისთვის

დღეს,ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი  ,,იუბილე სიურპრიზებით’’ ხარაგაულის  საზოგადოების  წინაშე, განმეორებით ითამაშა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება  საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით 6 მარტს გაიმართა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. პიესის ავტორი და რეჟისორი , მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ. მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი ჭიპაშვილი, ზაზა ლურსმანაშვილი, გიორგი მაქაძე, ბექა ხიჯაკაძე, რამაზი ოსანაძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/430118695_367188499472016_1750850155409323554_n.jpg
08/03/2024 17:06

ხარაგაულის მერმა 8 მარტს მრავალშვილიან დედებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილები და საჩუქრები თითოეულ ქალბატონს პირადად გადასცა. მერის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სარეცხი მანქანა და საცხობი გადაეცათ. ტექნიკის გადაცემის იდეა ოჯახების საჭიროებების მოკვლევის შემდეგ გაჩნდა. ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას და მერიის სოციალური პროგრამების დახმარებით მრავალშვილიანი ოჯახების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა  და გაძლიერებისთვის მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3254.JPG
08/03/2024 16:52

ვარლამ ჭიპაშვილმა უხუცეს ქალბატონს, ჟუტა გოცირიძეს 8 მარტი მიულოცა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გაზაფხულის დღესასწაული სოფელ სარგვეშში მცხოვრებ  ჟუტა  გოცირიძეს მიულოცა, რომელიც 1 მარტს 99 წლის გახდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ქალბატონ ჟუტას 8 მარტი სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად მიულოცა. პირველმა მოადგილემ ქალბატონს ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.    
სრულად