სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/436916844_829450472542533_7050240830684184902_n.jpg
18/04/2024 17:22

ხარაგაულის მერია პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

„შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.  კონკურსში 50  მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის  -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ  სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა  უზრუნველყოს. მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი, გივი კურტანიძე: ,,პროექტის ბიუჯეტით შეიქმნება ერთიანი რუკა-მონაცემთა ბაზა, რომელიც შემოქმედებითთან ერთად , გააერთიანებს ისეთ სივრცეებსაც , რომლებიც არ აშენებულა ან/და მანამდე არ გამოიყენებოდა შემოქმედებითი მიზნებისთვის (მაგ: მიტოვებული საწყობები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და მსგავსი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მრავლადაა მსგავსი ტიპის შენობა, მათი აღნუსხვა და მონაცემთა ბაზის  შექმნა მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტს დაეხმარება  შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოყენებისთვის. აღნიშნული ცოდნა გააძლიერებს  მუნიციპალიტეტს  შემდგომი ღონისძიებების  დაგეგმვისა და პრიორიტეტების დადგენის მიმართულებით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ჩართულობისათვის,სრულყოფილი რუკის შექმნისთვის,დაინტერესებული ინვესტორისთვის ხელსაყრელი ვარიანტების  შეთავაზებისათვის.“ პროექტი ,,შემოქმედებითი კომპასი’’ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს  ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6201.JPG
18/04/2024 16:50

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა

სხდომაზე მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნით მიმართა. ხარაგაულის მერია პროექტ  „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია „შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.  კონკურსში 50  მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის  -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ  სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა  უზრუნველყოს. სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69. 69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი საკრებულოს წევრებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, ბესო ჭიპაშვილმა წარუდგინა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_2.png
18/04/2024 15:34

7 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილება   1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ   მომხს: თამარ ლაცაბიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ   მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი   3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი   საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_1.png
15/04/2024 17:19

18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგით , შემდეგ საკითხებს განიხილავენ:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: გივი კურტანიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69. 69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4.png
15/04/2024 12:46

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე ესწრებოდა. სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებმა ბიუროს წევრებს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია წარუდგინეს. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან ერთად  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია  ბიუროს. ბიუროს წევრებს, გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიში გააცნო „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, თამარ ლაცაბიძემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა. არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ინფორმაცია გააცნო ბიუროს წევრებს. საგრანტო პროექტი - „შემოქმედებითი კომპასი საქართველოში“  - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკურ აღნუსხვას ითვალისწინებს. დღეს ბიუროს სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. ბიუროს წევრები დეტალურად გაეცნენ დღის წესრიგით წარმოდგენილ  საკითხებს დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი,  18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss_1.png
12/04/2024 15:53

15 აპრილს ბიუროს სხდომა გაიმართება

სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგს განიხილავენ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 აპრილის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა   1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერგოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: გივი კურტანიძე დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი,  18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0361.JPG
10/04/2024 11:24

ბაზალეთის საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი შეიქმნა

ბაზალეთის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში ,,etwinning” ჩაერთო, პროექტის ფარგლებში,  ხელოვნების პედაგოგის, მელანო ბერაძის და ინგლისური ენის პედაგოგის, ინგა კვინიკაძის ინიციატივით სკოლაში ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ და თოჯინების თეატრი შეიქმნა. აპრილის თვეში, სკოლის ხელოვანთა კლუბის ,,არტისტული ხედვა"  ბავშვებმა  თოჯინების სპექტაკლები: ,,კომბლე“ და ,,რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს.სპექტაკლში  მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით, მეორეული ნივთებისგან და ნარჩენებისგან თოჯინები შექმნეს, დეკორაციები გააკეთეს, სცენარი და როლები მოირგეს და უკვე მეორედ წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე. სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე, ხარაგაულის რაიონული პროფკავშირების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლალი ვაქერ-სებისკვერაძე და სარგვეშის, საღანძილის და დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის  პედაგოგები ესწრებოდნენ. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე ასე ზრუნავენ პედაგოგები. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღების ის არაფორმარული გზები, რომლებიც პატარებში დაუვიწყარ ემოციას იწვევს. საერთაშორისო პროექტმა ,,etwinning” გარკვეული სიცოცხლე შესძინა სკოლებს. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე ასევე საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა - გაყიდვაში და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ბავშვების კეთილ მიზნებში.“ სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა, ირინე ჩხეიძემ და იზა ვეფხვაძემ ბავშვების შეკითხვებს უპასუხეს, პატარა თეატრალებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და თეატრის და ხელოვნების სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეს. ,,ბავშვობის შთაბეჭდილებებს ძალიან დიდი ძალა აქვს. ამ ასაკში მიღებულმა გამოცდილებმა ბევრი რამ შეიძლება განსაზღვროს და განაპირობოს მოზარდის ცხოვრებაში. ხარაგაულის თოჯინების თეატრი მზადაა ჩაატაროს მასტერკლასი ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის“- განაცხადა ირინე ჩხეიძემ. ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, მელანო ბერაძეს და ინგა კვინიკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის. ,, ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო გზები, რომელიც  ჩემს მოსწავლეებს, თეატრს, მხატვრობას და ზოგადად ხელოვნებას სხვა მხრივ დაანახებს და დააინტერესებს. თოჯინების თეატრიც ამ მცდელობის ერთ-ერთი მაგალითია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციას, რომელთა მხარდაჭერას ყველა ეტაპზე ვგრძნობდი. მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც დრო გამონახეს, გვესტუმრენ, ბავშვების შემოქმედება შეაფასეს და მათ ამით ბედნიერება და სიხარული აჩუქეს“- აღნიშნა ღონისძიების დასასრულს, მელანო ბერაძემ. ღონისძიების დასასრულს ტუმრებმა შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. ბაზალეთის ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობის ჩატარებას გეგმავს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_3.png
09/04/2024 17:59

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ. მაქათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრებისა და სოფ. ნადაბურში გზის დამცავი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240007152   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.04.2024 11:35 წინადადებების მიღება იწყება 13.04.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 16.04.2024 15:30 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 216`883.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45233000 - გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები    45262620 - საყრდენი კედლები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 2`000.00 GEL გარანტიის ოდენობა 2`169 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე     შესყიდვის ობიექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულებაა 216883 ლარი, მათ შორის: სოფ. მაქათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება - 112861 ლარი; სოფ. ნადაბურში გზის დამცავი ნაგებობის მოწყობა - 104022 ლარი.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხარჯთაღრიცხვები განფასებული იყოს თავდაპირველი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაზე მეტი ოდენობით. (2024 წლის 29 მარტის N446 საქართველოს მთავრობის განკარგულება). დამატებითი ინფორმაცია ​ 100%  - სახელმწიფო ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_4.png
09/04/2024 17:54

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მაქათუბანში, ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240007137   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 04.04.2024 09:38 წინადადებების მიღება იწყება 12.04.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 15.04.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25`344.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები    45112720 - სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი. ხარჯთაღიცხვები. მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 250.00 GEL გარანტიის ოდენობა 253 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       დაფინანსება 100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5401.JPG
09/04/2024 15:19

ხარაგაულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

  დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის სკვერში,  მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. კობა ლურსმანაშვილი: ,, გილოცავთ 9 აპრილს, როგორც გამარჯვებული ბრძოლის დღეს, და იმავდროულად ქედს ვიხრი ჩვენი წამებული გმირების წინაშე. ქართველები გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებები ვიცით , მაგრამ 9 აპრილი გახლდათ საოცრად ძლიერი ბრძოლა, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენ სანუკვარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ამ ბრძოლაში გამორჩეულია ხარაგაულელების წვლილი, ელისო ჭიპაშვილის სახით. მინდა ახალგაზრდებმა, იცოდნენ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება,  ამიტომ უფრო მეტი გზა უნდა დავუთმოთ განათლებას, ნიჭიერებას, რათა ეს ქვეყანა აღმშენებლობის გზით წავიყვანოთ და ჩვენთვის სასურველი, ძლერი სახელმწიფო შევქმნათ.“ 9 აპრილის სკვერში, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე). ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 1989 წლის, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.  გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  
სრულად