წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/69509485_2453470661378876_897628459554045952_o_1.jpg

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების ანგარიშები მოისმინეს

 2 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიების გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს, რომელიც აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეებმა მალხაზ ფხალაძემ, გივი თხელიძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა  წარადგინეს.

ანგარიშების მოსმენისას დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. საბოლოოდ, აღნიშნული კომისიის ანგარიშები დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა. 

სხდომაზე ასევე, განიხილეს 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა.

დეპუტატებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგები, ასევე, სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V დევდარიანის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია და ა (ა). ი. პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ გედსამანიაში მდებარე ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 177,0 კვმ. ფართის (ს. კ. 36. 08. 38. 321) „ სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 

ნანახია: 5022 - ჯერ