წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjfghjmncb.JPG

ბიუროს წევრებმა ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა ბიუროს წევრებს ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების შესახებ ინფორმაცია და საბიუჯეტო ცვლილება გააცნო.  

ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა პირველ კვარტალში შესრულებულია  ჯარიმებიდან და არაფინანსური აქტივების კლებიდან, კერძოდ: სხვა შემოსავლების გეგმა  პირველ კვარტალში განისაზღვრა 252 800 ათასი ლარით,  ფაქტობრივად კი მიღებულია-568 500  ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 224,9  პროცენტით. არაფინანსური აქტივების კლებიდან   შემოსულობები პირველ კვარტალში დაგეგმილი არ ყოფილა, ამ მუხლში კი, ფაქტობრივად  შემოსულია 9 600   ლარი, აქედან 4 600  ლარი ძირითადი ქონების გაყიდვიდან და 5 000   ლარი მიწების გაყიდვიდან.

როგორც ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 2 399.0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტობრივად მიღებულია 2 262.9  ათასი ლარი.  კვარტალური გეგმა შესრულებულია 94,3  პროცენტით.

გადასახადებში  მუნიციპალიტეტს  დაგეგმილი 1590,1  ათასი ლარიდან მიღებული აქვს  1087,5 ათასი ლარი, გადასახადების კვარტლის გეგმა შესრულებულია  68,4  %-ით.   

ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში განისაზღვრა 3853,9  ათასი ლარი, ფაქტობრივად  გაწეულია 2865,5  ათასი ლარი, ხარჯები დაფინანსებულია  74,4 %-ით.

ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ ინფორმაციას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიში დეტალურად განიხილავენ. დეპუტატები კი, ამის შესახებ ინფორმაციას  6 მაისის საკრებულოს სხდომაზე მოისმენენ.

სხდომაზე, ასევე განხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით მთავრობის N815 განკარგულებით მაღალმთიანი დასახლების განვითარების  ფონდიდან ხარაგაულს  245 100 ლარი გოლათუბანში, სხევარისა და წიფის სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის გამოეყო. ასევე N986 განკარგულებით - 45 000 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. როგორც ვლადიმერ გელაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30-31 მარტს მომხდარი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 48, 500 ლარი გაიხარჯა, ამიტომ დამატებით 3 5000 ლარის მოძიება გახდა საჭირო, რომელიც შევსებულია გასული წლის ხიდების რეაბილიტაციის ხარჯებიდან.

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად  ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დამატებით 19 500 ლარი სჭირდება, კერძოდ მუზეუმის ახალი ექსპონატებისთვის 10 000 ლარი, ო. აბაშიძის სახელობის თეატრს ლატვიის ქალაქ რიგის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისათვის 4 500 ლარი და ანსამბლ „უბისს“ ბაქოში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის 5 000 ლარი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა,  რომ საკრებულოზე წარდგენილი საკითხები სრულყოფილი არ არის. მისი განცხადებით  წარმოდგენილ ინფორმაციაში მხოლოდ მშრალი ციფრებია ნაჩვენები. „დეტალურად უნდა იყოს ასახული რამდენ ოჯახს შეუძინეთ ქარის მიერ დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალა და  რა რაოდენობის. ასევე არ არის დაკონკრეტებული რელიგიის მუხლიდან გაცემული თანხა 35 ათასი ლარი,  რა სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა, ისევე როგორც -ახალგაზრდულ ღონისძიებებზე გახარჯული თანხები რა ღონისძიებებს მოხმარდა “. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმნენ ბიუროს დანარჩენი წევრებიც.

რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ  საკითხებს საკრებულო 6 მაისის სხდომაზე განიხილავს.

ნანახია: 6296 - ჯერ