წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკრებულოს სხდომა 5 ნოემბერს გაიმართება

5 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, შემდეგ საკითხებს განიხილავენ:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების თხოვების ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი:
7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: მანანა ბარბაქაძე).

                                          

 

ნანახია: 6401 - ჯერ