წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghnjmcnmvcnm.JPG

ბიუროს სხდომაზე სოციალურ საკითხებსა და საპრივატიზაციო ობიექტებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, პირველ საკითხად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ 9 თვის ანგარიში განიხილეს.

აღნიშნული ანგარიში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.

როგორც ნანა კიკნაძე აღნიშნავს,  ხარაგაულის მერია  6 ძირითად პროგრამას და 17 ქვეპროგრამას ახორცილებს.  9 თვის მონაცემებით სოციალურ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ  434 800 ლარია გაცემული, აღნიშნული თანხით დახმარება 1789 ბენეფიციარს გაეწია.

ნანა კიკნაძემ, ასევე, ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ა(ა)იპ „სათნოების სახლისა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიერ  გაწეული  მომსახურებების შესახებ.

განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაჭირვებულ მოქალაქეებზე  ერთჯერად, 100 ლარიანი სოციალური დახმარებების გაცემას. მისი განმარტებით, ხარაგაულში სოციალური ფონი მძიმეა ამიტომ, ერთჯერადი დახმარებები, როგორც გაიცემოდა წინა წლებში ასევე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.

ნანა კიკნაძის განმარტებით,  ერთჯერადი დახმარებებზე მერიაში ძალიან ბევრი  განცხადება შემოდის, რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება: „იმის გამო, რომ ხშირია ერთჯერად დახმარებებზე მოქალაქეთა მომართვიანობა, ბევრმა მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი დახმარებების პროგრამა შეწყვიტა. ხარაგაულის მერიაში ეს პროგრამა ამ დრომდე მოქმედებს, თუმცა ამ მიმართულებით თანხა  მიმდინარე წელს თითქმის არ გაცემულა. სამწუხაროდ, მოიმატა ონკოლოგიურ ავადმყოფების და ოპერაციების დაფინასებაზე მოქალაქეთა მომართვიანობამ და ძირითადი თანხები, რომელიც სოციალურ მიმართულებებისთვის იყო გათვალისწინებული აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე გაიხარჯა.“

კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიაში  სარემონტო სამუშაოების საჭიროებაზე ისაუბრა.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე სოფლის ამბულატორიის ექიმი,  სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამიტომ ისინი ხშირად არ არიან ამბულატორიაში, რის გამოც სოფელში პაციენტები  სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.

სხდომაზე  ბიუროს წევრებმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. „არიან  გაჭირვებული ოჯახები, რომელთაც არც საცხოვრებელი პირობები, არც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და მაინც არ ქვთ საარსებო შემწეობები. -აღნიშნა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი თხელიძემ.

საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებელია ბიუჯეტში სოციალური მიმართულებებით თანხების გაზრდა.

სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ჯაბა ბერაძემ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა წარადგინა. მისი განმარტებით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა სოფელ თეთრაწყაროში არსებული 2830 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, რომელიც შეფასებულია 8 200 ლარად.

 ასევე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის N105  მდებარე 6579 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (შეფასებულია 66 000 ლარად) და სოფელ საღანძილეშია არსებული რკინის მილები საერთო სიგრძით  286 მ. (შეფასებულია 10 ათასი ლარად).

საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა შენიშვნა. მისი  განცხადებით, თეთრაწყაროში აღნიშნულ საპრივატიზაციო ობიექტს მოსახლეობა იყენებს პირუტყვის საძოვრად და ობიექტის გასასხვისებლად გადაწყვეტილება მოსახლეობასთან უნდა იყოს  შეთანხმებული.

საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ საკითხის შესწავლა  ზედამხედველობის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაავალა. 

სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ჯაბა ბერაძე

2 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

 

 

 

ნანახია: 5445 - ჯერ