წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/asd.JPG

ბიუროს სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 10 საკითხი განიხილეს.
ბიუროს წევრებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში (2017 წ. 2018 წლის აგვისტომდე) გაწეული მუშაობის შესახებ ამავე სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა.
იხილეთ დანართი
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა დეპუტატებს ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ინფორმაცია გააცნო. ცვლილების თანახმად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან უმცროსი სპეციალისტის შტატი გადაინაცვლებს კოორდინაციის განყოფილების კიცხის ადმინისტრაციული ერთეულში.
ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე);
იხილეთ დანართი
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);

7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი)
8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი).
დეპუტატები ზემოაღნიშნულ საკითხებს 1 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
ბიუროს სხდომაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი, ხათუნა მანჯავიძე და ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი, თემურ ფურცელაძე.
საუბარი შეეხო ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მიერ გაკეთებულ პროექტს, რომელიც ხარაგაულში ნარჩენების სეპარირებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოლიეთილენის ბოთლებისთვის სპეციალური ურნების განთავსებას ითვალისწინებდა. ხათუნა მანჯავიძის განცხადებით: „ფინანსების ამოწურვის შემდეგ, პროექტი მოტივაციის გაზრდისთვის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ნარჩენების მართვა ხარაგაულის დასუფთავების სამსახურს უნდა განეხორციელებინა თუმცა, დღეს, პოლიეთილენის ბოთლების დაპრესვა აღარ ხდება, ხოლო, პრესი, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტს გადაეცა დაზიანებულია. რომელ ეკოლოგიაზეა საუბარი, როდესაც ამდენ პოლიეთილენის ბოთლს ვმარხავთ, მე ეს პროექტი ქვეყნის სიყვარულით გავაკეთე, ახლა კი ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეწყდა პროექტის დაფინანსება“ - აცხადებს ხათუნა მანჯავიძე.
თემურ ფურცელაძის განმარტებით, დასუფთავების ა(ა)იპ-ის თანამშრომლები გარკვეული პერიოდი უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას სამუშაოების განხორციელებაში. „ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ პრესი დაზიანებულია, ნარჩენების შესაგროვებლად არც სპეციალური ტექნიკა გვყავს და არც სახსრები გაგვაჩნია. ამ ყველაფერთან ერთად, პროექტი სამართავად მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ გადასულა, შესაბამისად, სამუშაოებსაც ვერ განვახორციელებთ“ -განაცხადა თემურ ფურცელაძემ და დასძინა, რომ თავად პროექტი ძალიან კარგია და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

ნანახია: 5710 - ჯერ