წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1164.JPG

საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

25 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი-საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.

საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

 ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის მიზნით მთავრობის განკარგულებით ხარაგაულს, ამ ეტაპისთვის 2 809 796 ლარი გადმოეცა, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტში. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები - 8 018 900     ლარი გაიზარდა  2 809 796 ლარით და განისაზღვრა 10 828 696 ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გადასახდელები კი- 9 090 100    ლარი გაიზარდა   -5 397 123 . 16  ლარით  და განისაზღვროს 14 487 223.16 ლარით. გადასახდელების ზრდის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები -2 809 796    ლარი და 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი-2 587 327.16  ლარი.

 გასული წლების ბიუჯეტის ნაშთიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთს ანუ (ინფრასტრუქტურული პროექტების)-     2 435 001.67  ლარი, ხოლო  საკუთარი სახსრების- 152  325.49 ლარია.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, გასული წლების საბიუჯეტო სახსრების ნაშთის დიდი ნაწილი ისევ იმ პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რომელისთვისაც იყო გათვალისწინებული.  ვინაიდან მიზნობრივი პროექტებისთვის განკუთვნილი თანხა სხვა მუხლში ვერ გადავა და მხოლოდ იმ პროექტების დასრულებას უნდა მოხმარდეს: კერძოდ: ბაღების, ამბულატორიების, სკოლებისა და ა.შ. რეაბილიტაციას. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით ასეთივე სიტუაციაა საკუთარი სახსრების ნაშთთან  დაკავშირებითაც, რომელიც  წინა წლის ნაკისრი  ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გაიხარჯოს.

ნანახია: 1720 - ჯერ