წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

ბიუროს სხდომაზე მერიის ორი სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

17 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი იქნება წარდგენილი, სადაც ბიუროს წევრები მოისმენენ, მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებს. გთავაზობთ ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხას:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
მომხს: გიორგი ჭყოიძე
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით
მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი
 
 
ნანახია: 1788 - ჯერ