სოფლის მეურნეობა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ldfjhfkghh.jpg

 ვერტყვიჭალასა და მოლითში  პროექტის - „დანერგე მომავალი“ შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის სოფლებში ვერტყვიჭალასა და მოლითში, კენკროვანი კულტურების განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში იმერეთის მხარის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე და სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, რუსუდან ძიძიშვილი მართავენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ.
ხარაგაულის სოფლებში შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე.
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

ნანახია: 6416 - ჯერ