სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0160.JPG

საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

საქარიქედზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 150-მდე აბონენტი ისარგებლებს.

მიმდინარე წელს ხარაგაულში საქარიქედის და ფარცხნალის გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

გასულ წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კიცხსა და ლაშეში, რომლის გამრიცხველიანება, მიმდინარე წლის ზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით ექვსი სოფელი - ისლარი, თეთრაწყარო, ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი და ჯაფაროული სარგებლობს.

ნანახია: 2216 - ჯერ