სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/78696679_264708268102556_8980889526331244544_n.jpg

კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპლიტეტის სოფელ კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს!

150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

კიცხის საუკუნოვანი საჯარო სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ფაქტობრივად იქ სწავლის გაგრძელება მოსწვლეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა!

პროექტის მიხედვით, მოხდება ასევე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა. 

სკოლის ახალი შენობის დასრულებამდე კიცხის სკოლის მოსწავლეები თეთრაწყაროს სკოლაში განაგრძობენ სწავლას!

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს!

სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება!

ნანახია: 2239 - ჯერ