სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0924.JPG

ხარაგაულის მერიამ სააღდგომო ნობათი გასცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომო ნობათის გაცემა დაიწყო

დღეს, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტის ნაკრები, მათ შორის კვერცხი, პასკა და ტკბილეული, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს გადაეცათ.

საერთო ჯამში სააღდგომო ნობათი მიიღო 53-მა ოჯახმა.

დღესვე, მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, მერიამ 20-მდე ოჯახი დააკმაყოფილა საკვები პროდუქტით და პურის ფქვილით!

პროდუქტის დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ!

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საკვები პროდუქტებით დახმარება გაეწია 484 ოჯახს. კერძოდ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მრავალშვილიან ოკახებს, ტოტალურ უსინათლოებს, მარტოხელა მშობლებს და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს!

ხარაგაულის მერია კვლავ გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.

ნანახია: 4941 - ჯერ