სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0180.JPG

ხარაგაულის მერია, ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება!

საქართველოში არსებული ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების შეზღუდვის,
მერიაში მოქალაქეების განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების წესის განსაზღვრისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა დროებით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის მერიამ ბრძანება გამოსცა!
კერძოდ;

ახალი კორონავირუსის (COVID -19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად შეიზღუდოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გარეშე პირთა დაშვება და გადაადგილება.

განთავსდეს მერიის პირველ სართულზე სპეციალური ყუთი, რომელშიც მოთავსდება მერიაში შემოსატანი მოქალაქეების განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება დაევალოს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს კახაბერ გოლუბიანს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ის მოსამსახურეები, რომელიც განსაზღვრულია დანართი N1 -ით დროებით გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათზე დაკისრებული სამუშაო შეასრულონ დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნისთანავე, დაუყონებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადნენ სამსახურში.

მოქალაქეებმა განცხადებების შემოტანასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში უნდა დარეკონ შემდეგი ტელეფონის ნომრებზე: 598287058; 595457781; 599852655.
ასევე, ელექტრონულად წერილები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე kharagauli.meria.kancelaria@gmail.com

იხ. დანართი #1 https://bit.ly/397eZ2J

ნანახია: 5155 - ჯერ